მადლობა

მართლა , არ ვხუმრობ 🙂 ვუგზავნი სიყვარულს ყველას, ვინც ერთხელ მაინც შემხვედრია ცხოვრებაში!

ვინმაც ოდნავ, ძალიან ან გაუსაძლისად მატკინა გული…

ვინმაც, უბრალოდ ჩაიარა, მაგრამ თავისი გამოჩენით მომცა სავალდებულო გაკვეთილი…

ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩემი სულის გასუფთავებაში და ვინც მომავალში შემოვა, მორიგი გაკვეთილისთვის.

მიყვარხართ და მადლობა!!!

გვიან მივხვდი ყველაფერს, გვიან გამოვედი ცხოვრებაში მსხვერპლის როლიდან, მაგრამ მთავარია გამოვედი..

 

და სულაც არა არის გვია ❤ გაკვეთილების სწავლა.

ყველა, ჩვენ ჩვენი მისიით ვართ ამ დედამიწაზე. ყველას, უკლებლივ ყველას შესწევს ძალა და აქვს უნარი მოიძიოს შინაგან სამყაროში სულის მარცვალი, რომელსაც გააღვივებს და სხვებსაც უწილადებს…
უპირობო, უსაზღვრო სიყვარულშია სულის ხსნა.

გავაცნობიერე მე ეს და ვცდილობ, ამ გზით ვიარო…

გამივა თუ არა, გზის ბოლოს ვნახავთ 🙂

 

მადლიერებით და სიყვარულით

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.