სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი

0_bb357_c3153b8c_xl1ბაშვობიდან გვაჩვევდნენ „ასჯერ გაზომე და ერთხლ გაჭერიო“ და ეს შეხედულება მტკიცედ ჩაჯდა, როგორც სხვა დანარჩენი. თუმცა ვხვდებოდი, რომ ხშირად არ ამართლებდა. პირველად, სწრაფი გადაწვეტილებების მიღების აუცილებლობაზე ნ. ჰილის წიგნში წავიკითხე და რამაც დაანგრია მითი ზემოთხსენებლ გამონათქვამზე.

ერთხელ ახალგაზრდა, რიგითი ჟურნალისტი, მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთან ენდრიუ კარნეგთან მივიდა ინტერვიუს ასაღებად. „ფოლადის მაგნატმა“ ინტერვიუს დასასრულს შესთავაზა – ხომ არ შეუდგებოდა ჟურნალისტი მასალის შეგროვებას და მსოფლიოში წარმატებული, უმდიდრესი ადამიანების ისტორიებზე, წარმატების წესების წიგნად დაწერას. Continue reading “სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი”

Advertisements

ინტუიცია და სწრაფი გადაწყვეტილება

man meditating in brick room, idea concept

ადამიანს ზოგჯერ, გიწევს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება – დრო არ ითმენს.

თუ თქვენ მოგიწიათ სწრაფად გადაწყვეტილების მიღება და შიშობთ, იქნება თუ არა ის გამართლებული, სცადეთ შემდეგი მეთოდის გამოყენება:

მოადუნეთ სხეული – გააკეთეთ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, მხრების წრიული მოძრაობით მოეშვით, მოდუნდით. იგრძენით სიმშვიდე. დაამშვიდეთ თქვენი ტვინი და ამის მერე 10-ჯერ მტკიცედ უთხარით თავს შემდეგი რამ – „მე ყოველთვის ვიღებ სწორ გადაწყვეტილებებს“ შეიგრძენი სიტყვების ძალა. თქვით დამაჯერებლად, როცა იტყვით მეათეჯერ, უცებ მიიღეთ გადაწყვეტილება. ამ გზით თქვენ გათიშავთ ლოგიკურ აზროვნებას, აარიდებთ გონებას ანალიზს და მიიღებთ პასუხს ქვეცნობიერიდან. რაც მოგივათ თავში პირველი აზრი, იმოქმედეთ შესაბამისად. Continue reading “ინტუიცია და სწრაფი გადაწყვეტილება”

რატომ უნდა ვენდოთ გულის თქმას

09სექტემბერის კვირა დღე იქნებოდა. ცხელოდა. დაახლოებით 12 წლის ვიქნებოდი. მამამ დახმარება მთხოვა. დავთანხმდი და სანახვლოდ ვთხოვე, მცირე ხნით მდინარეზე საბანაოდ გავეშვი. ასეც მოხდა. მდინარე სახლის გვერდზე ჩამოდიოდა. დაღმართს, საიდანაც უნდა ჩასულიყავი, სულ რაღაც 20- 25 ნაბიჯში, ჭალაში ჩაყავდი.  იქიდან კი, „ჩვენი საბანაო“ – მდე(სადაც წყალი გაცილებით ღრმა იყო), რაღაც 30 მეტრი უნდა გამევლო ქვებზე.

პირსახოცმოგდებული სიხარულით გავეშურე. არ მახსოვს, მანამდე, მარტო საბანაოდ გავეშვი დედას. სითამამეს ვგრძნობდი და ეს რაღაც „დიდობას“ მძენდა. თითქოს დამოუკიდებელი გავხდი უცებ. Continue reading “რატომ უნდა ვენდოთ გულის თქმას”

#შიოს ტექნიკა ანუ როგორ ვაყიდინოთ მშობელს სათმაშო

rxg4dbskpn4მეგობარ ბესო კაიშაურს, თავის ფეისბუქ გვერდზე გაზიარებული ჰქონდა 5 წლის შვილის შიოს ისტორია, მომეწონა როგორც ქოუჩინგური მიდგომა. თავად ბესო გარდა იმისა რომ წარმატებული იურისტია, არის მწერალი, ქოუჩი.

გთავაზობთ უცვლელად:

„ #შიოს ტექნიკა
ანუ, როგორ ვაყიდინოთ მშობლებს სათმაშოები.

მე არ ვიცი, ვინ ასწავლა ჩემს 5 წლის ბიჭს ეს ტექნიკა, მაგრამ მიზანში რომ არტყამს, ფაქტია!

მოკლედ, როცა მოუნდება სათმაშო, წიგნი ან სხვა რამ… ბუნებრივია მეკითხება: „მიყიდი?„ დავუშვათ უარი ვუთხარი. ის არ ატეხს ვაი-უშველებელს, უბრალოდ მეკითხება: „ფული რომ გექნება, ხომ მიყიდი?„ მეც, რომ მოვიშორო, ვეთანხმები და ამის შემდეგ მოდის მორიგი შეკითხვა: „თუ შეიძლება, შემახსენე ხოლმე, რა ქვია იმას (სათმაშოს, წიგნს…) რაც უნდა მიყიდო, კარგი?!„ მეც გულუბრიყველოდ ვეთნხმები და აი, შიოს ტექნიკის საკვანძო მომენტიც: ყოველდღე, დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ და რაც მთვარია, ძილის წინ ბავშვი მეკითხება – „აბა, გამახსენე რა უნდა მიყიდო?„ მეც ვახსენევ…ვახსენებ….ვახსენებ და… ჩემი ქვეცნობიერიც იმახსოვრებს, ფოკუსირებას ახდენს ამ საყიდელზე და როგორც კი ხელფასს ავიღებ, თავში პრიორიტეტულ საყიდლებს შორის პირველ ადგილზე ეს სათმაშო ამოტივტივდება ხოლმე.
კიდევ ერთი რამ დავაფიქსირე, ბავშვი არასდროს არ მეკითხება: „მამა, მიყიდე?„ ან „როდისმიყიდი?„ როგორც ჩანს იცის, რომ თვისი ტექნიკის შედეგად, ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევს მიზანს.. ამიტომ, არც განსაკუთრებულ რეაქციებს არ ავლენს, როცა მიიღებს სასურველს, მიაჩნია, რონ ეს ბუნებრივი შედეგია თვისი სუპერ-მუპერ ტექნიკისა.“

როდის კარგავთ და გემატებათ სასიცოცხლო ძალა

a-tysvrqbjsსასიცოცხლო ძალები იკარგება, როდესაც:

• ამბობთ «კარგი, დიახ, კი» მაშინ, როდესაც გინდოდათ გეთქა «არა»
• იღიმით მაშინ, როდესაც გეტირებათ
• არ ისვენებთ
• თავს ეუბნებით: მოთმინე… იმის ნაცვლად, რომ გაერკვეთ «რა ნათელი მიზნისთვის ითმენთ ახალა, ამ ყველაფერს?»
• ბრაზდებით იმის ნაცვლად, რომ სთხოვოთ ადამიანს ის, რაც გინდათ
• ცხოვრობთ სხვისი ცხოვრებით, რასაც აკეთებთ არ გსიამოვნებთ
• ადამიანი უინტერესოა თქვენთვის, არა და ნახულობთ მიზეზებს, რომ შევინარჩუნოთ ურთიერთობა

Continue reading “როდის კარგავთ და გემატებათ სასიცოცხლო ძალა”

ერთხელ, მათემატიკის მასწავლებელმა…

ერთხელ, მინესოტაში მცხოვრებმა მათემეტიკის მასწავლებელმა , მოსწავლეებს მისცა დავალება: ჩამოეწერათ თანაკლასელების სია, დაფიქრებულიყვნენ და თითოეული სახელის და გვარის გასწვრივ მიეწერათ, მათთვის დამახასიათებელი ყველა, კარგი ხასიათის თვისება.

გაკვეთილის ბოლოს შეაგროვა სია.

ეს იყო პარასკევი დღე. შაბათ -კვირას მან დაამუშავა შედეგები და ორშაბათს ყველა მოსწავლეს დაურიგა ფრცელზე ჩამოწერილი კარგი თვისებების სია.

Continue reading “ერთხელ, მათემატიკის მასწავლებელმა…”

დავიდ ჰოკინსის ცნობიერის რუქა

 
მსოფლიოში ცნობილმა ცნობიერის მკვლევარმა დევიდ ჰოკინსმა, გამოყენებითი კინეზოლოგიის მეშვეობით შექმნა ცნობიერის რუქა.

რუქის თანახმად, ადამიანის ცნობიერი დაყოფილია დონეებად. სადაც, სიცოცოხლის აღსაქმელად, ესა თუ ის, ემოცია წარმოადგენს დომინანტს. თითოეული დონისთვის დამახასაითებელია გარკვეული რაოდენობის ენერგია. რაც უფრო მაღლა ადიხართ შკალაზე, მით მეტი სასიცოცხლო ენერგია შეესაბამება და მით მეტად, სასიკეთოდ იცვლება სიცოცხლის აღქმა. რაც უფრო დაბალია, შესაბამისად დაბალია სასიცოცხლო ენერგიაც და ემოციებიც ნეგატიურია.

რუქაზე მახასიათებელი მოცემულია, არა არითმეტიკული არამედ, ალგორითმული. ეს კი იმას ნიშნავს, ყოველი ენერგეტიკული დონე, იზრდება გეომეტრიული პროგრესიით.

დევიდ ჰოკინსი – ვიბრაციული სიხშირეების მართვის და ამაღლების შკალა.

Continue reading “დავიდ ჰოკინსის ცნობიერის რუქა”