აზრი აქვს მხოლოდ ხანგრძლივ ურთიერთობებს

00თუ კი ოდნავ მაინც დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ მხოლოდ ხანგრძლივ ურთიერთობებს აქვს აზრი.

როდესაც დიდი ხნის მანძილზე შენს გვერდით ცხოვრობს ადამიანი, ის ხდება უახლოესი„ შენ გან უყოფელი“.

თანაცხოვრებისას კარაგად შეისწავლე და იცი ყველა მისი ინტონაცია, გრძნობ ხასიათს, გესმის გემოვნება, წვდომა გაქვს მისი გულის ღრმა საიდუმლობების… იცი რას უნდა ელოდო მისგან… რა ახარებს და რა წყინს…

სხვა თუ არაფერი, იცი როგორ შეურიგდე, როგორ გაათბო… როდის სჭირდება შენგან დგომა და გადგომა.. სწავლობ, დუმილში მასთან საუბარს და ჯადოსნურად, ნაკადში თანხვედრილი აზრები იწყებს განხორციელებას, ისეთივე სუბუქით, როგორც მოვიდა.

დროთა განმავლობაში, ყველა მისი სისუსტე და ნაკლი სადღაც ქრება და მხოლოდ ხელში გრჩება მისი ღირსებები, რომლებიც ამ ნაკლზე და სისუსტებებზე აღმოცენდა. წარსული თითქმის აღარც გახსოვს და სხვების წაწუწუნებაზე გეღიმება. ეს ღიმილი სითბოდ გეღვრება გულში, რადგან დღეს, შენი სული ზეიმობს მის გვერდით… და მხოლოდ შენ იცი, რა გზა განვლეთ ამ ჰარმონიის მისაღწევად.

ზოგჯერ იბუტები და ამ დროს შეიძლება სათქმელი უთხრა. უთხრა ისეთი რამ, რასაც ჩვეულებრივ არ ეტყოდი ხოლმე… მაგრამ არანაიარად აღარ განაღვლებს…

არ განაღვლებს რანაირ შთაბეჭდილებას დატოვებ მასზე, რადგან  ის ხარ ვინც ხარ! კარგად იცი, კი არა… დარწმუნებული ხარ, მას უყვარს არა შენი „ტიპობა“, არამედ, ისეთი როგორიც ხარ.

მსუბუქი ხარ, თავისუფლი, დაფრთიანებული…

შენ კი არ თამაშობ, შენ მის გვერდით ცხოვრობ...

ერთადერთი, რაც ზოგჯერ ფიქრებს აგიშლის, არის, ის შეგრძნებები – ნეტავი, ეს ყველაფერი იყოს მუდმივი. ამ დროს, შენთვის მთავარი ხდება, რომ მას არაფერი მოუვიდეს, მუდამ შენს გვერდით იყოს სანამ „გარდაუ ვალი“ არ დაგაშორებთ, და მეტიც, მეორედ მოსვლის შანსი რომ იყოს… დავუშვათ და იყოს… ეს, ის ადამიანი იქნება, ვისთანაც ერთად ისურვებდი ყოფნას, კიდევ ერთხელ….

თუ დაფიქრდები, აზრი აქვს მხოლოდ მუდმივ ურთიერთობებს. ის სერიოზულია, საპასუხისმგებლოა, რთულია, საძალისხმევოა… მაგრამ გარჯად ღირს!

დარწმუნებული ვარ დედა მიწაზე –

– ხანგრძლივ ურთიერთობას აქვს მომავალი, ყველა დანარჩენს მნიშვნელობა არა აქვს.

– ხანგრძლივი ურთიერთობა ბედნიერების, კიდევ ერთი, მძაფრად შეგრძნების ბედნიერებაა!

 

სიყვარულით და მადლიერებით

თამარ კვარაცხელია

6 thoughts on “აზრი აქვს მხოლოდ ხანგრძლივ ურთიერთობებს

  1. მაგარია თამარ საყვარელოადლობა ასეთი საჭირო თემებისთვის!!😍😍

  2. ქალბატონო თამარ,თითქოს ჩემს აზრებს კითხულობთ,ზუსტად საჭირო დროს მამხნევებს თქვენი – ასე ვიტყოდი საუბარი დიდი სურვილი მაქვს თქვენი გაცნობის მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ შემიძლია , მიყვარხართ .

  3. მეგონა საკუთარ თავზე ვკითხულობდი, დიდი მადლობა ❤

  4. tu vicnobt ertmanets magram ar gamosdis chven meore naxevars is rac sachiroa ojaxistvis:) clebis ganmavlobashi mashin.ra vknat )? verc mis karg tvisebebs vusvam xazs da verc cuds vivicyeb :).madloba tkven 💜

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.