სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის

— მე რა უკვე მოვკვდი? — იკითხა კაცმა.1
— ჰო — თავი დაუქნია დემიურგმა ისე, რომ თვალები არ მოუცილებია უსქელესი წიგნისთვის — მოკვდი, რასაკვირველია.

ადამიანმა ეჭვიანად შეხედა და ერთი ფეხიდან მეორეზე გადიტანა სიმძიმე.

— და რა იქნება ახლა?
დემურგმა სწრაფი მზერა ესროლა კაცს და ისევ ჩაძვრა წიგნში.
— ახლა? იქით, — თავაუღებლად, თითით მიანიშნა არაფრით გამორჩეული კარისკენ — ან იქით!— მისი თითი შემობრუნდა საწინააღმდეგო მხარეს, ზუსტად ანალოგიური კარისკენ.
— იქ რა ხდება? — დაინტერესდა ადამიანი.
— ჯოჯოხეთი — უპასუხა დემიურგმა — ან სამოთხე. გარემოებებს გააჩნია.1
ადამიანი იდგა და ერთი კარიდან მეორე კარისკენ, გადაისვრიდა მზერას. ვერ გადაეწყვიტა რომელი შეეღო.
— აა-ა… მე რომელში გავიდე?
— შენ თავად არ იცი? — ოდნავ წარბი აწია.
— კი მაგრამ — დაიბნა კაცი — რა ვიცი, აბა… ჩადენილი საქციელებით საით მეკუთვნის…
—ჰმ! — დემურგმა თითით ჩანიშნა გვერდი და როგორც იქნა შეხედა კაცს — მაშასადამე, საქციელებითო ამბობ?
— დიახ, აბა სხვანაირად როგორ?

—კარგი, კარგი — დემურგმა დაგაშალა წიგნის საწყისი გვერდი და დაიწყო ხმამაღალი კითხვა  — აქ წერია, რომ თორმეტი წლის ასაკში შენ გადაიყვანე მოხუცი ბებო გზაზე. იყო თუ არა ასე?
— იყო — თავი დაუქნია კაცმა.
— ეს კარგი საქმეა თუ ცუდი?
— რა თქმა უნდა, კარგი!
— ახლავე… ვნახავთ — დემიურგმა გადაშალა რომელიღაცა გვერდი — ხუთ წუთში, პარალელურ ქუჩაზე, ამ მოხუც ბებოს გადაუარა ტრამვაიმ. შენ რომ არ დახმარებოდი, ისინი ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ და მოხუცი იცხოვრებდა კიდევ ათ წელიწადს. აბა, რას იტყვი?
ინფორმაციით გაოგნებულმა, პასუხის ნიშნად თვალები დაახამხამა.
— აი, კიდევ — დემიურგმა ახლა უკვე სხვა გვერდზე, გადაშალა წიგნი — 23 წლის ასაკში შენ და შენს მეგობრებს მონაწილეობა მიგიღიათ უსასტიკეს ჩხუბში, სხვა ბიჭების ჯგუფს დატაკებიხართ.
— მათ პირველებმა დაიწყეს! — დაუქნია თავი კაცმა.
— მე აქ სხვანაირად მიწერია — არ დაეთანხმა დემიური — და სხვათაშორის, ნასვამი მდგომარეობა არ წარმოადგენს შემამსუბუქებელ გარემოებას. მოკლედ, შენ არაფრის გულისთვის ჩვიდმეტი წლის მოზარდს ორი თითი მოტეხე და ცხვირიც გაუტეხე. ეს კარგია თუ ცუდი?
კაცი დადუმდა.
— ამის გამო, ბიჭმა ვერ შეძლო ვიოლინოზე დაკვრა, არადა, მასზე ამყარებდნენ დიდ იმედებს. შენ კი მისი კარიერა დაღუპე.
—  მე არ მინდოდა, შემთხვევით მოხდა — ჩაილუღლუღა კაცმა.— რა თქმა უნდა — თავი დაუქნია დემიურგმა — სიტყვამ მოიტანა და ბიჭს ვიოლინო ბავშვობიდან ჭირივით ეზარებოდა. ამ შემთხვევის მერე, საკუთარი თავის დაცვა რომ შესძლებოდა გადაწყვიტა კრივით დაკავებულიყო. მოგვიანებით კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გავგრძელოთ?
დემიურგმა, კიდევ რამდენიმე გვერდი გადაფურცლა.
— გაუპატურება — კარგია თუ ცუდი?
— კი მაგრამ, მე ხომ…
— მოგვიანებით, ის გახდა შესანიშნავი ექიმი და ასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. კარგია თუ ცუდი?
— ალბათ, კარგი…
— ამ გადარჩენილებს შორის იყო მანიაკი-მკვლელი. ეს სიკეთეა თუ ბოროტება?
— კი მაგრამ…
— ეს მაიაკი-მკვლელი, მალევე დაჭრის ფეხმძიმე ქალს, რომელიც შეიძლებ გამხდარიყო დიდი მეცნიერის დედა! სიკეთეა?  ბოროტებაა?
— მაგრამ…
— ეს დიდი მეცნიერი, რომ მოვლენოდა ქვეყნას, ის გამოიგონებდა ისეთ ბომბს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ნახევარი კონტინენტის გადაწვა. კარგია? თუ ცუდია?
— კი მაგრამ… მე საიდან უნდა მცოდნოდა ეს ყველაფერი! — თავი დააქნია კაცმა.
— თავისთავად— დაეთანხმა — ან კიდევ, მაგალითად, 246 გვერდზე წერია — შენ დააბიჯე პეპელას!
— კი მაგრამ, ამით რაღა დაშავდა?!
დემიურგმა, მშვიდად შემოუბრუნდა კაცს წიგნი და მიანიშნა აბზაცზე, როდსაც ადამიანმა წაიკითხა თმები ყალყზე დაუდგა.
— რა საშინელებაა — ჩაიჩურჩულა მან.
— მაგრამ შენ, რომ პეპელა არ გაგესრისა… მოხდებოდა აი, ეს — ახლა, სხვა აბზაცზე მიანიშნა. კაცმა წაიკითხა და გააჟრიალა.
— გამოდის… მე ქვეყნიერება ვიხსენი?
— დია, ოთხჯერ — დაეთანხმა დემიურგი — როცა პეპელა გასრისე, მოხუცს მხარი რომ გაკარი, მეგობარს რომ უღალატე და ბებოს, რომ საფულე მოპარე. ყოველ ჯერზე ქვეყნიერება კატასტროფის ზღვარზე იმყოფებოდა, მაგრამ შენი შემწეობით სიტუაციიდან გამოძვრა.
— ა-აა… — კაცმა წამიერად ხმა ჩაკმინდა — და ის კატასტროფის ზღვარზე ყოფნაც… ისეც მე?
— შენ, შენ… ეჭვიც არ შეგეპაროს. ორჯერ. როდესაც უპარტონო ფისოს აჭამე და როცა ძაღლი გადარჩინე დახრჩობას, წყლიდან ამოყვანით?2
ადამიანს მუხლებიდან გამოეცალა ძალა და იატაკზე მოჯდა.
— არაფერი მესმის — ამოიოხრა — ყველაფერი, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში  ჩამიდენია…. რითაც ვამაყობდი ან რისიც მრცხვენოდა ყველაფრი თავდაყირა დადგა… საპირისპიროდ, ყველაფერი სულაც ისე არ არის, როგორც ჩანს!
— ამიტომაც, მხოლოდ ჩადენილი საქმეებით შენი განკითხვა, არ იქნებოდა მთლად სწორი — დამაჯერებლად წარმოთქვა დემიურგმა— თუ არ ჩავთვლით განზრახვებს… მაგრამ ამ შემთხვევში, თავის მსაჯული თავად ხარ .
მან დახურა წიგნი, შედო კარადაში, სადაც უამრავი მსგავსი წიგნები  იყო შეწყობილი.
— და როდესაც გადაწყვიტავ საით წახვიდე, წადი არჩეული კარისკენ… ჩემი წასვლის დროა, საქმე მაქვს ყელამდე.
კაცმა ახედა აცრემლებული თავლებით.
— კი მაგრამ… მე  არ ვიცი რომელი კარების მიღმაა ჯოჯოხეთი და რომლის მიღმაა სამოთხე.
— აი, ეს კი დამოკიდებულია იმაზე, რას აირჩევ — უპასუხა დემიურგმა.

პეტრე ბორმორი 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.