ცოლის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული ქმრის წარმატება

poთავიდან დედა და მოგვიანებით მეუღლე…

აი, ის ორი უმძლავრესი ენერგეტიკული წყარო მამაკაცისთვის. ამ ენერგიის მდინერეს სხვა შენაკადებიც აქვს, მაგრამ ქალის ენერგია ეს უმთავრესია.

ქალაბატონებო, ეჭვიც არ მეპარება, ყველას გსურთ გყავდეთ წარმატებული მამაკაცი გვერდით – ვაჟიშვილი, მეუღლე. გინდათ იამაყოთ, თავი მოიწონოთ, თავად იგრძნოთ დაცულობა, იმედიანად ყოფნა, გქონდეთ მუდმივად სიხარულის და ბედნიერების განცდა… ა. შ.

ჰოდა, ვიტყვი ერთს, მამკაცის წარმატება დამოკიდებულია იმ ქალბატონზე, რომელიც მოცემულ მომენტში იმყოფება გვერდით (დედა, მეუღლე).

როგორ?

მოდით, გულზე ხელი დაიდეთ და  გულწრფელად უპასუხეთ, გჯერათ თუ არა თქვენი მეუღლის (შვილის)? ენდობით თუ არა მას?

………..

კაცს, რომლის ცოლსაც (დედას) სჯერა მისი, ყველაფერი გამოსდის, არის შემართებით, ხალხში პატივცემულია, ეკითხებიან რჩევებს…  მინდა ხაზი გავუსვა: კაცში რწმენა უნდა იყოს აბსოლუტურად გულწრფელი და უპირობო.

როდესაც, ცოლს არ სჯერა ქმრის და თვლის, რომ ის დაკავებულია სისულელეებით, მოუხერხებელი, „უიმედო ტიპია“… მაშინ ის, ვერასდროს გახდება წარმატებული . ასეთი კაცი ჩათვლის, რომ მას ბედი არა აქვს, მხოლოდ ერთეულებს უმართლებთ ცხოვრებაში და ის, კი მათ შორის არ არის… ასეთი კაცი, მუდმივად მოისმენს თავისი ქალისგან – “ის არასწორია..“ „ვიღაც“ უფრო წარმატებულია, ვიდრე ის“.. „არაფრის შნო არ აქვს“
ძლიერი (წარმატებული) მამაკაცის უკან ყოველთვის დგას ქალი, რომელიც მუდმივად ზემოქმედებს მასზე თავისი ენერგიით. ამ ენერგიებს, მამაკაცი მოგვიანებით გარდაქმნის ნებისმიერ რამეში – მატერიალურში, ლიდერობაში, წარმატებაში…

აქ არის ორი ასპექტი:

სიტყვები, რასაც ეუბნებით

ფიქრები, რა აზრები მოგდით თავში მასზე ფიქრისას.

ორივე შემთხვევაში აძლევთ (დამანგრეველ ან აღმშენებლურ) ენერგიებს. დიახ, თქვენს ფიქრებს, აზრებს შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ. თუ ქალი არაფერს ეუბნება კაცს, მაგრამ გულში ფიქრობს „უსაქმური“, „უვარგისი“ … ეს კაცის წარმატების დასასრულია. კაცი, ვერასდროს მიხვება რა ხდება მის თავს …

ხშირ შემთხვევაში, ურთიერთობების დროს რთულია თვალყური მიადავენო აზრებს.ფიქრები, ხომ წარმოიშვება ავტომატურად. მექნიკურად წარმოშობილი აზრები (ნეგატივია თუ პოზიტივი) გადადის ჩვევაში. შესაბამისად, რომელი აზრებიც დომინირებს, იმ ენერგიით ავსებს.

მოდით, ჩამოვაყალიბებ შემდეგნაირად:

ქალ შემოქმედია, ხოლო მამკაცი – შემსრულებელი.

ქალი ფიქრებია, აზრებია, ხოლო მამკაცი ხელები. ეს არ ნიშნავს ქალი უთითებდეს, რა გააკეთოს და რა არა… ქალი, აძლევს აღმშენებლობით ძალას, უნერგავს საკუთარ თავში და ძალებში რწმენას (ეს რომ მისცეს ქალმა, თავად უნდა იყოს საკუთარ თავში და ძალებში დარწმუნებული, როგორც ქალი)… ხშირ შემთხვევაში, ქალს წარმოდგენაც არა აქვს როგორ და რანაირად მიაღწევს წარმატებას მეუღლე, მაგრამ მას სჯერა, გულწრფელად და უპირობოდ სწამს მისი!!!

რასაც ფიქრობს ცოლი ქმარზე, ზუსტად, ის პოზიცია უკავია და მსგავისი დამოკიდებულებები აქვს გარემოს.

ქალბატონებო, იყავით ყურადღებით საკუთარი აზრების მიმართ, არაფერს ვამბობ საუბარზე. თქვენში დევს უმძლავრესი ენერგიები და გახსოვდეთ, თქვენს „სუფთა“ აზრებზეა დამოკიდებული – კაცის წარმატებული საქმიანობა.

მამკაცებო, გაუფრთხილდეით ცოლებს – გულწრფელად გიყვარდეთ, იზრუნეთ და გაანებივრეთ ისინი! გახსოვდეთ, ცოლის „სუფთა“ აზრები თქვენი სიძლიერის გარანტიაა. ნუ უგულველყოფთ თქვენი ქალბატონების გრძნობებს: მათ შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებულია, თქვენი წარმატება!

ჰარმონიულ ურთიერთოებებს გისურვებთ, ძვირფასებო!

 

თქვენ რას ფიქრობთ?  დამიტოვეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში.

 

მოკრძალებით, პატივისცემით, სიყვარულით

და თქვენს უსაზღვრო შეასძლებლობებში რწმენით,

თამარ კვარაცხელია

5 thoughts on “ცოლის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული ქმრის წარმატება

  1. ქალბატონო თამარ, საოცარი სტატიაა. დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, ვინც კი გაიაზრებს და პრატიკაში გამოიყენებს აუცილებლად დაეხმრება!

  2. გულწრფელად გეტყვით ეს ისეთი სიახლე იყო ჩემთვის, რომ გაოცებული დავრჩი და სრულიად ვეთანხმები. ქალბატონო თამარ, მყავს 22 წლის ბიჭი და მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან ნიჭიერეი და წესიერი, მუდმივად მაქვს შიში და შფოთვა მის ყოველ ნაბიჯზე და საბოლოოდ მივედი იქამდე, რომ მას ვეღარ ვცნობ, იმის გამო, რომ ყველაფერზე გული აქვს აცრუებული, დაკარგული აქვს საკუთარი თავის რწმენა და საკუთარ თავში ჩაიკარაგა, ვეღარ გაუგია რა შეუძლია და საერთოდ რა უნდა ცხოვრებაში, მე კი უფრო მეტად მემატება უიმედობა და გამუდმებით საშინელ განცდებში ვარ. მაინტერესებს ახლა, როცა უკვე 22 წლისაა, დაგვიანებული ხომ არ იქნება ჩემი დამოკიდებულება, რომ შევცვალო და ამით შევცვლი თუ არა ჩემი შვილის ცხოვრებაში რამეს?

    1. რთულია ასე ზედაპირულად პასუხის გაცემა, მაგრამ მოგახსენებთ, ზოგადად ჩემს აზრს:
      ერთადერთი რაც შეგიძლიათ ხშირად უთხრათ, რომ ის კაცია, ნამდვილი მამკაცი და აუცილებლად გამოვა ამ გაურკვევლობიდან. უთხარით, რომ გჯერთ მისი, ენდობით, ამაყობთ და გახარებთ არა იმიტომ რაღაცას აკეთებს ან არ აკეთებთ უბრალოდ თქვენი შვილია, ბიჭია და თქვენ ხართ ამითი ბედნიერი. დანარჩენი თვითონ მან იცის და მისმა კაცობამ. ის ამას შეძლებს… ის უნდა ხელახლა დაიბადოს თავის გაუგებრობაში და დადგეს ნამდვილი კაცი, ამიტომ არ ჩაერიოთ.
      პირადად, მობრძანდით პიროვნული ზრდის ტრენინგებზე, აკეთეთ საყვარელი სამე გახდით ბედნიერი და შვილიც ნელ-ნელა გამოვა მდგომარეობიდან. მიენდეთ და გაუშვით, იცხოვროს თავისი ცხოვრებით, დაუშვას შეცდომები, ნუ აკონტროლებთ, ნუ ასწავლით ჭკუას, ნურც დაარიგებთ თუ ამას არ ითხოვს, გვიანია.
      თქვენც დაკავდით და იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით. შვილისკენ მიმართეთ მხოლოდ აღმშენებლური ენერგიები აზრებით, ლოცვებით, მედიტაციებით იმუშავეთ საკუთარ თავზე.
      იმედია გაგეცით პასუხი.მობრძანდით ქოუჩ-სესიებზე და დაალაგეთ ყველაფერი ჯერ თავში აზრების სახით და გარებო შეიცვლება ავტომატურად.
      ვფიქრობ, თემა ხომ არ დამეწერა ამ საკითხზე, დავფიქრდები. მადლობა.

  3. დიახ სწორია, გარემოს გასუფთავება ფიქრებით და აზრებით უპირატესია, რომ ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოცვაში

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.