მე მოგზაურობამ შემცვალა

0ფრანც კაფკა როდესაც ბერლინში ცხოვრობდა, ყოველ დღე გადიოდა პარკში სასეირნოდ. ერთხელაც, იქ შეხვდა პატარა გოგონას, რომელსაც დაეკარგა თოჯინა და ხამაღლა ტიროდა.

კაფკამ შესთავაზა დახმარება თოჯინას მოძებნაში და იგივე ადგილას, მომდევნო დღისთვის დაუთქვა შეხვედრა.

რასაკვირველია, ცნობილმა მწერალმა თოჯინა ვერ იპოვა. სამაგიეროდ, მოუტანა მისი სახელით, გამოგზავნილი საკუთარი წერილი.
«გთხოვ, ჩემი წასვლა ნუ დაგაღონებს — უკითხავდა ხმამაღლა ფრანცი — მე წავედი სამოგზაუროდ, მოვივლი ქვეყნებს და ვნახავ მსოფლიოს. შენ კი წერილში მოგიყვები ყველა თავგადასავალს». მომდევნო რამოდენიმე კვირა, ისინი პარკში ერთმანეთს ხვდებოდნენ და მწერალი უკითხავდა გოგონას წერილებს, სადაც თოჯინა თავის მოგზაურობას ხატოვნად აღწერდა.
მალე კაფკს გაურთულდა ტუბერკულიოზი და გაემგზავრა ვენის სანატორიუმში სამკურნალოდ. გამგზავრების წინ (რომელიც მწერლისთვის გახდა უკანასკნელი) კაფკი შეხვდა გოგონას და აჩუქა თოჯინა.

თოჯინა აბსოლუტურად არ ჰგავდა, იმ ძველს, რომელიც დაკარგა გოგონამ, მაგრამ მას ახლდა ბარათი: «მე მოგზაურობამ შემცვალა».

 

თქვენთვის ინეტიდან თარგმანა

თამარ კვარაცხელიამ

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.