ერთხელ, მათემატიკის მასწავლებელმა…

ერთხელ, მინესოტაში მცხოვრებმა მათემეტიკის მასწავლებელმა , მოსწავლეებს მისცა დავალება: ჩამოეწერათ თანაკლასელების სია, დაფიქრებულიყვნენ და თითოეული სახელის და გვარის გასწვრივ მიეწერათ, მათთვის დამახასიათებელი ყველა, კარგი ხასიათის თვისება.

გაკვეთილის ბოლოს შეაგროვა სია.

ეს იყო პარასკევი დღე. შაბათ -კვირას მან დაამუშავა შედეგები და ორშაბათს ყველა მოსწავლეს დაურიგა ფრცელზე ჩამოწერილი კარგი თვისებების სია.

ბავშვები კითხულობდნენ მოუთმენლად.

აქა იქ კი ისმოდა ჩურჩული: «ნუთუ ეს ყველაფერი ჩემზეა? არ ვიცოდი, მათ ასე თუ ვუყვარდი». მასწავლებელს, არ შეუთავზებია შედეგების განხილვა, თუმცა მან იცოდა: დასახული მიზანი მიღწეულია და მისმა მოწაფეებმა ირწმუნეს საკუთარი თავის.

რამოდენიმე წლის მერე, ერთ-ერთი ამ მოწაფეთაგანი მარკ ეკლანდი დაიღუპა ვიეტნამის ომში.

ის სამშობლოში, მინესოტაში დაკრძელს. მარკთან გამოსამშვიდობებლად მოვიდნენ, მეგობრები, ყოფილი თანაკლასელები, მასწავლებლები.  დასაფლავების შემდეგ ბიჭის მამა მიუახლოვდა მათემატიკის მასწავლებელს და უთხრა:

«მინდა რაღაც გაჩვენოთ — მან საფულედან ამოღო ოთხად გაკეცილი, გაცრეცილი ფურცელი. კარგად ჩანდა, რომ ძალიან ბევრჯერ ჰქონდათ წაკითხული — იცით, ეს იპოვეს მარკის ნივთებში. ის, ერთი წუთითაც არ განშორებია მას. გეცნობათ?»

გაუწოდა ფურცელი. ის აღმოჩნდა, დადებითი თვისებების ჩამონათვალი, რომელიც, რადენიმე წლის წინ დაწერეს თანაკლასელებმა.

— ძალიან დიდი მადლობა — უთხრა მარკის დედამ — ჩვენი შვილისთვის უძვირფასესი იყო და უფრთხილდებოდა.

და ამ დროს მოხდა სასწაული:

ერთმანეთის მიყოლებით თანაკლასელებმა ამოიღეს მსგავსი ფურცლები. აღმოჩნდა, ბევრი მუდმივად დაატარებდა ამ ფურცელს საფულეში, ვიღაცა საოჯახო ალბომში ინახავდა. ერთ-ერთმა თქვა: «ჩვენ შევინახეთ ფურცლები. ნუთუ შეიძლებოდა მისი გადაგდება?»

 

ავტორები: გერი ჩეპმან, როს კემპბელი წიგნიდან «ხუთი გზა, ბაშვის გულისკენ»

თარგმანი:

თამარ კვარახელია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.