სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი

0_bb357_c3153b8c_xl1ბაშვობიდან გვაჩვევდნენ „ასჯერ გაზომე და ერთხლ გაჭერიო“ და ეს შეხედულება მტკიცედ ჩაჯდა, როგორც სხვა დანარჩენი. თუმცა ვხვდებოდი, რომ ხშირად არ ამართლებდა. პირველად, სწრაფი გადაწვეტილებების მიღების აუცილებლობაზე ნ. ჰილის წიგნში წავიკითხე და რამაც დაანგრია მითი ზემოთხსენებლ გამონათქვამზე.

ერთხელ ახალგაზრდა, რიგითი ჟურნალისტი, მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთან ენდრიუ კარნეგთან მივიდა ინტერვიუს ასაღებად. „ფოლადის მაგნატმა“ ინტერვიუს დასასრულს შესთავაზა – ხომ არ შეუდგებოდა ჟურნალისტი მასალის შეგროვებას და მსოფლიოში წარმატებული, უმდიდრესი ადამიანების ისტორიებზე, წარმატების წესების წიგნად დაწერას.

ნ. ჰილი დაფიქრდა და რამდენიმე ხანში უპასუხა „დიახ“

რამდენად, გაკვირვებული დარჩა ჰილი, როდესაც ენდრიუ კარნეგმა მოუწონა სწრაფი გადაწყვეტილება(პასუხი გასცა 30წმ-ში). თურმე “ფოლადის მაგნატი“  წამებს ითვლიდა სხვა ჟურნალისტებთანაც, რომლებსაც მანამდე შესთავაზა წიგნის იდეა.  სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი, ეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა წარმატების. შემდეგი გამოწვევა ჰილისთვის აღმოჩნდა – ის არ მიიღებდა დაფინანსებას მილიარდელისგან, წიგნი უნდა დაეწერა და გამოეშვა თვითონ. ერთადერთი, რაშიც დახმარებას გაუწევდა – 500 უმდიდრეს ადამინიებთან მისასვლელ კარებს გაუხსნიდა.

ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, ნ. ჰილი წიგნს „იფიქრე და გამდიდრდი“ 25 წელიწადი წერდა, ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, მას მეტწილად ისე უჭირდა, რომ საჭმლის ფულიც არ ჰქონდა. წიგნი გამოსვლისთანავე, იქცა ბრსტცელერად და მან გაზარდა  ასობით ათასი მილიონერი და მილიარდერი, რომელსაც დღეს ითვლის მსოფლიო ( დღეს მსოფლიოში 11,97 მილიონი მილიონერია. წყარო: ინეტი).d

როგორც ვთქვით, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილები მიღების უნარი — ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა წარმატებისთვის. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ეს გაცნობიერებული. ზოგიერთი, თავს არიდებს გადაწყვეტილებებს, ზოგი გადადებს მომავლისთვის… ყოველ შემთხვევაში, არც ერთი მათგანი, ხელს არ უწყობს ადამიანს ცხოვრების ახალ ხარისხში გადასვლას. თავი რომ ავარიდოთ დილემას «გავაკეთო» თუ «არ გავაკეთო» , უნდა ვისწავლოთ და განვავითაროთ გადაწყვეტილების მიღების უნარი, რაც ადვილად შესაძლებელია.

გთავაზობთ 5 რჩევას, როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩქარა და  რამდენადაც, ეს შესაძლებელია გააზრებულად:

1. შეწყვიტეთ, სრულყოფილი გადაწყვეტილების ძიება

წარმატებული ადამიანი უპირატესობას მიანიჭებს  80% -ით, დროზე  ადრე შესარულეულ პროექტს, ვიდრე 100% მზას და ხუთი წუთით დაგვიანებულს. რატომ? იმიტომ, რომ შეუძლებლის გაკეთებას არვინ ითხოვს. ადამიანი ვისაც გამომუშავებული აქვს გადაწყვეტილების სწრაფი მიღების უნარი, დარწმუნებულია –  ფრთები აფრენისას შეესხმება.

2. იყავით დამოუკიდებელი

წარმატებული ადამიანი თავისუფალია. როგორც წესი, ის გარშემო იკრიბავს ჭკვიან, გონიერ და საუკეთესო პროფესიონალებს. მათ ეკითხება აზრს. მაგალითად, წარმატებული ადამიანი პროფესილონალს იმას კი არ ეკითხება: «რა გავაკეთო?» არამედ, კითვა ისმის შემდეგნაირად: «თქვენ რას ფიქრობთ ამ საქმესთნ დაკავშირებით?» მოუსმინეთ ექსპერტებს, პროფესიონალებს, გაითვალისწინეთ მათი აზრი, მიიღეთ გადაწყვეტილება და იმოქმედეთ დაუყონებლივ.

3. გათიშეთ გონება

განათდა გონებაში“, თითქოს „ნათურა აინთოო“… მსგავსი მოვლენა ნაკლებად შეგემთხვევათ, თუ კონცენტრირებული იქნებით და ინერვიულებთ გადაწყვეტილების მიღებაზე. ეს იმას ჰგავს: ცდილობ გაიხსენო მსახიობის სახელი, რომელიც „ენის წვერე გადგას“ და რამდენიც არ უნდა დაძაბო გონება ვერაფერს იხსენებ, არადა, საკმარისია სხვა რამეზე გადერთო – გაგონდება. თუ კი „მჭადის სახელი დაგავიწყდათ“, საჭიროა, ცოტა ხნით გათიშოთ გონება ან გადაერთოთ სხვა საკითხზე. ამით, ტვინს აძლევთ უფლებას, რომ მის ბაზაში არსებული მასალა „დაასკანეროს“ და საჭირო პასუხი ამოაგდოთ.

4. პრობლემას კი ნუ გაარჩევთ, გადაწყვიტეთ

სწორად მიღებული გადაწყვეტილება, ხსნის პრობლემას. თუმცა, ყველა პრობლემა გადაწყვეტილების მიღებით არ გვარადება.  ერთადერთი სწორი არჩევანი კეთდება ინტუიციით, ვიდრე გაანალიზებით. მაგალითად, არსებულ ბაზარზე მომწოდებლის სწორი შერჩევისთვის აუცილებელია ბაზრის კვლევა, კომპანიაზე გამოხმაურებების გაცნობა, ფასებში გარკვევა… თუმცა საბოლოო პასუხი «კი» ძალიან ხშირად ეფუძვნება შეგრძნებებს — სწორი არჩევანი უნდა შეიგრძნოთ.

5. ისწავლეთ საკუთარი შეცდომების აღიარება

ადვილად შესაძლებელია ინტუიციურად მიღებული გადაწყვეტილება არასწორი აღმოჩნდეს. ეს გამორიცხული სულაც არ არის, მაგრამ უნდა შეძლოთ აღიარება და გამოსწორება. უკეთსეია, აღიარება შეგეძლოთ, ვიდრე, მთელი ცხოვრება გადაწყვეტილებების მიღების გეშინოდეთ.

 

გისურვებთ წარმატებებს! რაციონალური აზროვნების და ინტუიციის ბალანსს!

მოგეწონათ თემა?

გაუზიარეთ მეგობრებს. მადლობა, სტუმრობისთვის.

 

P.S. მიიღეთ გადაწყვეტილება და ჩაერთეთ 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!  ტრენინგზე სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

 

თემა მოამზადა:

ტრენერი, ქოუჩი და წარმატების ექსპერტი

თამარ კვარაცხელია

2 thoughts on “სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი

  1. Brcxinvale temaa realuri da sachiro sxvatashoris mikvars riskebi da scrafi moqmedeba an ki an ara sheizleba s ver davlodebi tavad organizmshi moqmedebis saatis isari migititebs ra imokmedo mocemul monentshi mtavaria movusminot shinagans da izulebit kanons ar davemorchilot magalitad Roca shemogtavazeben rame karg siaxles utxarit vifikreb da dagikavshirdebit es ar am artlebs, koveltvis da ar mimachnia scorad. …

    1. აბსოლუტურად გეთანხმებით, მიიღო გადაწვეტილება და მოქმედებებზე გადახვიდე დაუონებლივ! სწრაფები უსწრბენ ნელებს და შესაბამისად, ბედი კი არ უმართლებთ, არამედ სრწაფ გადწყვეტილებას და მოქმედებას მოაქვს შედეგი. მადლობა კომენტარისთვის.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.