უპირობო სიყვარული შეუძლია ყველას

10387463-1533114550260430-4959445854730851653-nუპირობო სიყვარულს ახასიათებს თავისი ტალღური სიხშირე და იმისათვის, რომ ადამიანი ამ ტალღაზე გადავიდეს საჭიროა, როგორც, რადიოს მომართავს სასურველ ტალღაზე, ისე განეწოს მასზე. და ეს შეუძლია ყველას.

იმისათვის, რომ უპირობო სიყავულიზე განეწყოს და მუდმივად ხდებოდეს ადამიანში ამ ენერგიის შემოდინება და გადინება,  საჭიროა – ცხოვრებაში ახარებდეს ყოველი წუთი, ყოველი წვრილმანი: დილის სხივი, ცვარი, ჰაერი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა,  წვიმის შემდეგ მიწის სურნელი, ჩიტების ჭიკჭიკი, ბვშვების სიცილი, გემრიელი საჭმელი, თოვლის ფიფქები ფანჯარაში, გარეთ…  ამ მდგომარეობაში იხსნება გულის ჩაკრა. სანამ, ეს დინება უწყვეტია, ის დაცულია — უბედური შემთხვევებისგან, ქურდობისგან, თავდასხმისგან… თოთქოს ჩაფლულაო ჯადოსნურ-მანათებელ, დამცავ ღრუბელში. უსიამოვნო სიტუაციების დროს, თამამად შეუძლია გამოიყენოს: როდესაც შიში ან გაღიზიანება დაეუფლება, შეუძლია მოიხმოს უპირობო სიყვარულის ენერგია. ის მომენტალურად, არა მხოლოდ კონკრეტულად მას შეცვლის, არამედ, მოახდენს გარემოს ჰარმონიზაციას. ამ გზით, ადამიანი გადადის მაღალ ენერგიაზე, რომელსაც ხელეწიფება ნეგატიური ენერგიების – ფსიქოლოგიური თუ ენერგეტიკული ბლოკების განეიტრალება.

თუ ადამიანს გულის ჩაკრა ექნება მუდმივად ღია, ცხოვრება გაუმარტივდება. ყველა პრობლემები, პრაქტიკულად, დიდი ძალისხმევის გარეშე ალაგდება, თითქოს ვიღაცა აგვარებსო. სხვები, მის მიმართ, გაენწყვებიან დადებითად, გაუმჯობესდება ურთიერთობები.

აქ კარგი იქნება თუ გავიხსენებთ ანდაზას: «კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების»  თუ კი ადამიანში სიყვარულია ჭარბად, მაშინ გარშემო სიყვარული სუფევს.

უპირობო სიყვარულის თავისკენ ან გარემოცვისკენ მომართვა კარგია, არა მხოლოდ სიმშვიდისთვის, არამედ, საკურნებელადაც. მკურნალობის ტექნიკები უმარტივივესია: კონტაქტური სეანსი, დისტანციური სეანსი, სურვილებთან მუშაობა, სიტუაციებთან მუშაობა, ურთიერთობების დალაგება და ა.შ

საჭიროა ადამიანმა ისწავლოს, პრობლემის გადაჭრა და არა მასზე გაუთავებლად ენერგეტიკულად კონცენტრირება. გაგიკვირდებათ და ვიტყვი… კარგია თუ ადამიანს ცხოვრებაში აქვს პრობლემა. ამის გაცნობიერება, მხოლოდ მაღალ ენერგრტიკულ დონეზე მოდის. როდესაც ადამიანს ახარებს პრობლემის არსებობა, გვერდიდან უცნაური შესახედია, („ვერ არის..“ ამბობენ მასზე), მაგრამ რამდენადაც გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ, მათ, გაცილებით მარტივად გამოსდით პრობლემის გადაჭრა. 🙂

უპირობო სიყვარული  წარმოადგენ უმძლავრეს ძალას და მას წარმოუდგენელი საქმეების კეთება შეუძლია. გამოცდით და დარწმუნდებით.

უპირობო სიყვარულის ენერგიაზე გადასვლა.

«უფალო გემუდარები, მომართე მე უპირობო სიყავრულზე ამ წუთიდან» ან «უფალო გთხოვ, დაამკვიდრო ჩემ გულში უპირობო სიყავრული »…

როგორც გინდათ, თქვენი სიტყვებით. მთავარია, იხოვოთ გულწრფელად.

ამ ტექნიკების რეგულარული გამოყენება ხსნის გულის ჩაკრას. თქვენში ისადგურებს დღესასწაულის შეგრძნება. უპირობო სიყვარულის ენერგია, შეიძლება გაგზავნილ იქნას სასურველ (ადამიანზე, სიტუაციაზე, წარსულზე). შეიძლება, ხელის გულის ჩაკრების გამოყენებაც.

მკურნალობის ტექნიკები

კონტაქტური სეანსი. ხელს იდებთ პრობლემურ ადგილზე ან ოდნავ მოშორებით. ამ მდგომარეობაში, შეგიძლიათ ჩაიტაროთ რეიკის (აღმოსავლური ტექნიკა) სრული სეანსი.

დისტანციური სეანსი. გამოიძახეთ ენერგია და რამოდენიმე ხანი იფიქრეთ ადამიანზე (ან პრობლემაზე, ან ავადმოფობაზე). არ იძალადოთ თავზე: თუ „დაიღალეთ„ დაასრულეთ სეანსი. შეგიძლიათ ადამიანი (პრობლემა ან ავადმყოფობა) წარმოსახვით მოაქციოთ ხელის გულებში – ენერგია მოედინება ხელის მტევნების ჩაკრებით და მიმართეთ უპირობო სიყვარულის ენერგია მისკენ.

მუშაობა ურთიერთობებთან (სიტუაციასთან). მოიხმეთ ენერგია და იფიქრეთ ურთიერთობაზე (სიტუაციაზე). მაგალითად, თუ ვინმეს ხასიათით ვერ ეწყობით, იფიქრეთ, მასზე უპირობო სიყვარულით  ყოველდღე,  თუნდაც რამდენიმე წუთით. ამის გაკეთება არ გაგიჭირდებათ. პირველი „სეანსის“ მერევე შეამჩნევთ, რომ სიტუაცია ისე შეცვლება, რომ სხვები ვერც კი მიხვდებიან რა მოხდა. თუ კი მტრობთ ერთმანეთს, მაშინ ასეთი „სეანსის“ შემდეგ, სულ მცირე – სიტუაცია ნეიტრალდება.

წარსულთან და აწმყოსთან მუშაობა.  გამოიძახეთ უპირობო სიყვარული ენერგია. გაიხსენეთ არასასურველი სიტუაცია, ავადმყოფობა…  მიმართეთ მისკენ ეს ენერგა, შეიგრძენით. სულ ცოტა ხანში, წარსული შეიცვლება უკეთესობისკენ. თუ თქვენ აბარებთ გამოცდებს, ან აპირებთ სამსახურში უფროსთან საუბარს ან სხვა რამ… გამოიძახეთ ენერგია, იფიქრეთ სიტუაციაზე, წარმიოდგინეთ -ყველაფერმა ჩაიარა საუკეთესოდ.

სურვილებთან მუშაობა. აქ კარგი იქნება თუ მოვიყვანთ ნაწყვეტს კლაუს ჯოულის წიგნიდან «Living on Love “The Messenger”» ნაწყვეტს.

სასურველის შექმნა სიყვარულით.

«ამის გაკეთება ძალიან მარტივია და იმდენად სრულყოფილად მუშაობს , რომ ცვლილებები გაგაოგნებთ. მიყევით მითითებას: გახსენით თქვენი გული და დაიწყეთ სიყვარულის გამოსხივება, ამის მერე კი წარმოიდგინეთ თქვენი სურველი, დაიწეთ შექმენა წარმოსახვაში და შეიგრძენით ემოციურად, თითქოს უკვე ფლობთ სასურველს. შემდეგ, წარმოსახვისკენ გააგზავნეთ უსაზღვრო, უკიდეგანო სიყვარულის ენერგია. გაიმეორეთ ეს ტექნიკა დღის გამოტოვებით, სანამ არ განხორციელდება. ზოგი რამ ჩნდება მომდევნო დღესვე, ზოგს სჭირდება გარკვეული დრო. როდესაც მიიღებთ სასურველს, ის აღარ იქნება თქვენთვის მოულოდნელი. მიიღეთ სიყვარულით…».

უპირობო სიყვარულის გაგზავნა შესაძლებელია, ნებისმიერი ცოცხლი არსებისთვის, მისი ნებართვის გარეშეც.

საპირისპირო ეფექტი

მაგალითად, თუ ადამიანი უპირობო სიყვარულის ენერგიით მუშაობს ურთიერთობების ჰარმონიზაციაზე კოლეგებთან ან კონკრეტულ ადამიანთან, და შედეგად, სიტუაცია უფრო გაუარესდა, ეს ნიშნავს – დასცილდეს პიროვნებას, ან იშოვოს სხვა სამსახური… უმაღლესი გონი ხედავს მთლიან მოვლენებს და იმას, რასაც ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ/არ ამჩნევს. არ არის საჭირო ჩაებღაუჭოს ძველს! მას ელოდება მშვენიერი მომავალი –  ერთგული ადამიანი ორმხრივი სიყვარულით და საუკეთესო სამსახური.

სიყვარულის კანონი

სიყვარულს შეიძლება ვუწოდოთ ზეძალა. აქ იგულისხმება, დედამიწაზე ყოველი არსებულის მიმართ სიყვარული. გიყვარდეს უპირობოდ! მხოლოდ იმიტომ გიყვარს, რომ არსებობს, მხოლოდ ამიტომ იმსახურებს სიყვარულს.

ძალიან ხშირად, ავადმოფობები ჩნდება სწორედ, უპირობო სიყვარულის კანონის დარღვევის შედეგად. სიყვარული, ნებისმიერი ნეგატივისგან ასუფთავებს სხეულს და გონებას. წყენები, სიძულვილი, ბოროტება, გაღიზიანება, შური, მრისხანება ადამიანს უქმნის ნეგატიურ კარმას (ბედს). მათ სჭირდებათ განეიტრალება. უპირობო სიყვარული აბალანსებს და ჰარმონიაში მოჰყავს ადამიანის ემოციური მდგომარეობა, აღვიძებს მიძინებულ განკუნების შინაგან ძალას.

სიყვარული ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა!!!  

energeticeskaya-cistkaსიყვარული აერთიანებს. თუ ადამიანი თავს თვლის – უბედურად, უკმაყოფილოა… კონფლიქტში მოდის თავად ცხოვრებისთან. ის ხომ სიყვარულისთვის და ბენიერებისთვის გაჩნდა?.. და თუ არ არის ამის მისაღებად მზად… შესაბამისად, ცხოვრების ყველა სფეროში მოიზიდავს პრობლემას, მათ შორის სიღარიბეს, ავადმყოფობას. სიღარიბე, ყოველთვის დაკაშირებულია ცხოვრებისადმი სიყვარულის უკმარისობასთან. უმძიმესი ავადმყოფობა, ცხოვრებაზე უარის თქმასთან. უპირობო სიყვარული ადამიანს ეხმარება, ყველაფრის მიმართ შესაძლებლობისამებრ, გამოავლინოს მეტი სიყვარული და ეს მის წინაშე ხსნის ნებისმიერ კარს.

ცხოვრებაში საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს —  აჩუქოს სიყვარული ყველას და ყველაფერს – ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებს და მტრებს. აკეთოს ეს დაუზარელად, უსასრულოდ და იყოს მზად ცხოვრებაში სხვადასხვა სიურპრიზების მისაღებად.

ამ სამყაროში, უპირობო სიყვარულზე უფრო მაღალი ენერგია და სხვა, უფრო ეფექტური საშუალება ბედნიერებისთვის არ არსებობს..

სიყვარულით სავსე გულით გევლოთ, მეგობრებო!

მადლობა, რომ წაიკითხეთ თემა ბოლომდე.

მოწონების შემთხვევაში, გაუზიარეთ მეგობრებს.

 

თემა დაამუშავა,

წარმატების ექსპერტმა და პერსონალურმა ქოუჩმა

თამარ კვარაცხელია

4 thoughts on “უპირობო სიყვარული შეუძლია ყველას

  1. ძალიან მიყვარხართ ძალიან ❤ გადავწყვიტე ყოველდღე ვიკითხო ეს კონკრეტული თემა, რომ არცერთი წამიტ არ დამავიწყდეს და მიუხედავად ყველაფრისა ვიყო კონცენტრირებული უპირობო სიყვარულზე ❤

  2. bavshvi xom asea,cxovrobs upirobo siyvarulshi da dgevabdeli dgit.”vinc bavshvivit ar iqneba is ver ixilavs cata sasufevels”.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.