მოვა დრო და ერთხელაც…

09

მოვა დრო და ერთხელაც შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც არასოდეს არ გვიღალატებენ, მაგრამ მანამდე მოგვიწევს უამრავი ტკივილის გავლა.

მოვა დრო და ერთხელაც, შეხედულება ჩაგვადნება და ნაცვლად, მოვა გაცნობიერება: გარეგნულობა არაფერია, შინაგან სილამაზესთან შედარებით. მანამდე კი ბევრჯერ მოგვიწევს, პირველი წვიმით ჩამორეცხელი ნიღაბის გამო „პირის დაღება“.

მოვა დრო და ერთხელაც, მოგვბეზრდება ტკივილის ტარება და მივაგნებთ ჩვენ შიგნით არსებულ საიდუმლოს, რომელიც მიბჟუტული მუდმივად ანათებს და თურმე, საკმარისია ტუჩები ლამაზად „მოვპრუწოთ“ და სული ნაზად შევუბეროთ – ნაკვერჩხალი გაღვივდება, ცეცხლიც აგიზგიზდება და სიცოცხლეც მოგვინდება.

მოვა დრო და ერთხელაც, გავიაზრებთ, რომ რამდენი ბრძნული წიგნებიც არ უნდა წავიკითხოთ, რამდენი ბრძნული აზრი არ უნდა მოვისმინოთ – ფუჭი, ცარიელი და ლამაზი სიტყვების ნაკრებია და სხვა არაფერი… რადგან, ჭეშმარიტიებისკენ გზა აღმოჩნდება, ამ გზისკენ მიმავალი ჩვენი გასავლელი თუ გავლილი ეკალ-ბარდიანი ბილიკები და ვინ გავხდებით თუ გახვდით ამის შედეგად.

მოვა დრო და ერთხელაც, მივხვდებით სიყვარულზე უმაღლესი ძალა არ არსებობს და ჩვენ თავად ვართ სიყვარული. მაგრამ ჯერ გვექნება უამრვი მცდელობა, სიყვარულის უკმარისობა შევივსოთ გარედან, ვეძებოთ ის ყველგან, ყველაში, და მოგიანებით მივაგნოთ პირველწყაროს..

სიყვარულით, პერსონალური ქოუჩი და წარმატების ექსპერტი

თამარ კვარაცხელია
http://kvaratskhelia.pro/formula/

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.