უპირობო თუ პირობითი სიყვარული

uvabwpzctdyცხოვრება ეს ერთი დიდი სკოლაა, სადაც გავდივართ გაკვეთილებს. ამ გაკვეთილების წყალობით ვსწავლობთ მიმღებლობას და სიყვარულს.

ვიღებთ ადამიანებს, ისეთებად როგორიც არიან? შეგვიძლია უპირობოდ გიყვარდეს როგორც თავი, ასევე სხვები?

ჯამში, ყველა პრობლემის არსია – გვასწავლოს უპიობო სიყვარული.

ეს არც ადვილია და თუმცა, არც რთული.

ისმის კითხვა:  «რას ნიშნავს უპირობო სიყვარული?»

მოდი გავერკვეთ: თუ „უპირობო სიყვარული“ არსებობს, მაშინ იარსებებს „პირობითი სიყვარულიც“.

მაშ, ასე რა არის პირობითი სიყვარული?

პირობითია სიყვარული, როდესაც გვიყვარს გარკვეული პირობის გამო — «თუ კარგად მოიქცევი მეყვარები», «თუ ათიანებზე ისწავლი ძალიან გამახარებ და უფრო მეყვარები», «თუ არ მომატყუებ, სიყვარულს დაიმსახურებ», «თუ მიყიდი…., ძალიან მეყვარები», «თუ არ მიღალატებ, სულ მეყვარები»  და ა. შ.

მარტივი გასაგებია, ხომ მეთანხმებით? ადამიანს ვუყენებთ პირობას , როდის და რატომ გვეყვარება.

რთულია, ადამიანი მივიღოთ და გვიყვარდეს ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში!

შეგვიძლია კი ეს? ან გვინდა, ჩვენ გვიღებდნენ ისეთს, როგორიც ვართ სინამდვილეში?

მოდი დავაკვირდეთ თავს და გამოვიჭიროთ ის პირობების წაყენებისას. თითქმის ყველას გვაქვს ეს პროგრამა.

პროგრამის მეტი წილი ჩამჯდარია ქვეცნობიერის დონეზე და მათი შემჩნევა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, რთული ცხოვრებისეულ სიტუაციებთან და პრობლემებთან  დაჯახებისას. რთული სიტუაციები და პრობლმები ფაქტობრივად, სამყაროში ჩვენგან გაგზავნილი მესიჯების ანარეკლია და გვანახებს — როგორ არ გვიყვარს და არ ვღებულობთ ახლობელ ადამიანებს, არადა სინამდვილეში – როგორ არ ვიღებთ და არ გვიყვარს საკუთარი თავი. სიყვარული ჰაერივით ყველას გვჭიდება – ჩვენ და ჩვენს ახლობლებსაც.

უპირობო სიყვარულია, როდესაც გვიყვარს, სრულად ვიღებთ საკუთარ თავს, ახლობელ ადამიანებს, მათ ვინც გვახვევია გარშემო და ვინც გვხვდება ცხოვრების გზაზე. გვიყვარს და ვიღებთ ისეთ როგორნიც არიან და არა ისეთს, როგორები ჩვენ გვინდა რომ იყვნენ ან როგორსაც გვინდა ვხედავდეთ. ასევე, თავს მოვახვიოთ ჩვენი შეხედულებები, სად რა უნდა თქვას, როგორ მოიქცეს და რა აკეთოს… 

საბოლოო ჯამში, სხვების გადაკეთება გვაჩვენებს  – როგორი გვინდათ ვიყოთ ჩვენ თავად!

არ არის საჭირო ჩავერიოთ სხვების ცხოვრებაში და მოვარგოთ ისინი ჩვენს სურვილებს!!! ნუ ვითხოვთ სხვისგან (შვილისგან, მეუღლისგან, მშობლისგან…) შეუძლებელს!!! მათ თავიანთი ამოცანები აქვთ ამოსახსნელი. ისინი, ამ ქვეყანას მოევლინენ თავინთი გაკვეთილების ასათვისებლად და არა „ჩვენ გულში ჩამარხული“ სურვილების გასაცოცხლებლად. ისინი მოვიდნენ, საკუთარი და არა ჩვენი ცხოვრებით საცხოვრებლად! ჩვენ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილნი, წამიერეად, ვხდებით გულახდილი და ტკივილით ვამბობთ   «მე არ გამომივიდა» ან «არ გამიმართლა» და «მან მაინც გააკეთოს».

რას ჰგავს ეს? სიკეთეს და კარგი მინდა?

0მოდით შევთანხმდეთ, სანამ თითს სხვისკენ გავიშვერთ, ჯერ მივმართოთ საკუთარი თავისკენ. ქვეყნიერების შეცვლას ნუ შევეცდებით, თუ არ შევიცვლებით თავად!!!

ნუ ვეცდებით ახლობლის (შვილის, მეუღლის, მშობლის, მეგობრის, კოლეგის, მეზობლის…) შეცვლას. სწორედ, ამ გზით შემოდის ცხოვრებაში ძალადობა – „სიკეთე მინდა შენთვის“ მსგავსი შეფუთვით.

„ჯოჯოხეთისკენ გზა მოფენილია კეთილი სურვილებით “!

მოკლედ შევთანხმდით, საწყის ეტაპზე ვიწყებთ, საკუთარი თავის შეცვლით!

არა და ამის მერე, შესაცვლელი აღარაფერი რჩება, რადგან შევამჩნევთ როგორ შეიცვლება გარემო – ახლობლები, უცხო ადამიანები და თავად ცხოვრებაც…

ყველაფერი ერთად არ მოვა!

ვიქონიოთ მოთმინება და სამყაროს ნდობა..

ჩვენი შეცვლით ცვლილებები აუცილებლად დადგება, რადგან

გარეგანი – შინაგანი ცვლილებების ანარეკლია!!!

 

Advertisements

4 thoughts on “უპირობო თუ პირობითი სიყვარული

  1. ქალბატონო თამარ, ძალიან მომწონხართ!

    ვაღიარებ თქვენს ულტრა-თანამედროვე ხედვას და ტრენინგის სტილს, თუ შეიძლება დაგიკავშირდეთ, მეც მაქვს საინტერესი თარგმანები. მსურს ჩვენი მოსაზრებების დაახლოება ან გაზიარება.

    თუ ისურვებთ და გეცლებათ შემეხმიანეთ : 599 267233 ან მომწერეთ თქვენი საკონტაქტო და მე დაგირეკავთ.

    პატივისცემით
    მზია ლეჟავა

  2. მადლიერივარ თამარის შესანიშნავიხართ

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.