მადლიერება

მაია ჩავლეიშვილი Maia Chavleishvili

თამარ, ჩემო ძვირფასო❤️ , პირველ რიგში უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ 🙏! ამ სამმა თვემ უდიდესი გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში, დამაფიქრა ბევრ რამეზე. ნახევარი საუკუნე სხვების ბედნიერებაზე ვზრუნავდი, მხოლოდ სხვას რა გაუხარდებოდა იმაზე ვიყავი ორიენტირებული. ჩემი „მე“ სადღაც კუთხეში მიცდიდა და დაუსრულებლად მელოდებოდა უიმედოდ… სამთვიანი, სასწაული ურთიერთობების შემდეგ, გამოვიყვანე სადღაც კუთხეში მიგდებული საყვარელი მაიკო და მის შემდეგ ვზრუნავ მასზე. დავუბრუნდი თავს, დავინახე სამყარო ისეთი როგორიც რეალურად არის. მე სიყვარული შევიყვარე, კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ შეუძლებელი არაფრია, კიდევ ერთხელ მივხვდი რომ “გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი”! ვმართავ ემოციებს, აღარ ვარ ფიცხი და “გადარეული”, მოკლედ გურულს “უმკურნალე” თამარ! დამანახე, ამ პერიოდისთვის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – მინდა თუ არა? მჭირდება თუ არა? დავინახე შესაძლებლობების მაქსიმუმი და მინიმუმი. მამოგზაურე ოცნების ადგილებში, სადაც უკვე ზუსტად ვიცი რომ წავალ. ბედნიერმა  და მადლიერებით სავსემ, განახლებული ხედვით, მიბედნიერებულმა დავასრულე ეს სამი თვე. ფაქტიურად “აბდეითი” გამიკეთე! ყველაფერს რომ თავი დავანებო, იმხელა სისავსის შეგრძნება მაქვს იმისა, რომ ამ ვეებერთელა სამყაროში არსებობს ადამიანი, რომელიც შენი სულიერი მეგობარია, ვისი იმედიც მუდამ გაქვს!
მადლიერი ვარ თამარ ამ სულიერებისთვის!
ამ მეგობრობისთვის!
იმ ერთი სიტყვისთვის, რომელიც ქოუჩ-სესიების დროს საკვანძო იყო და მიხსნიდა თვალწინ სამყაროს!

იმ ერთი წინადადებისთვის, რომელიც პრობლემას აქრობდა!
იმ ერთი ამოსუნთქვისთვის, რომელსაც საოცრად ვგრძნობდი, ტვინის ხვეულები უცებ იხსნებოდა და უსიტყვოდ ვხვდებოდი თუ როგორ უნდა გადამეჭრა დროებითი ამოცანები!
მადლიერი ვარ, რომ არსებობთ ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ასე სჭირდებით!
თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა, როგორც უნდა იყოს და ეს თქვენ შემაძლებინეთ თამარ!
მიყვარხართ სულის ადამიანო

 

ქოუჩინგის ოფიციალური გვერდი: http://kvaratskhelia.pro

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.