ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა

 „პატარა უფლისწულის“ ავტორის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა, რომელიც მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში დაიწერა.
ლოცვა:

უფალო, სასწაულებს და მირაჟებს კი არა, ყოველი დღის ძალას გთხოვ.

მასწავლე პატარა ნაბიჯებით სვლის ხელოვნება.
გამხადე დაკვირვებული და მიხვედრილი, რათა ყოველდღიურობის სიჭრელეში დროზე შევჩერდე ჩემს ამაღელვებელ აღმოჩენებზე და გამოცდილებაზე.

მასწავლე, ცხოვრებაში დროის სწორად გამოყენება.

მაჩუქე ალღო, რათა შევძლო გავარჩიო სასწრაფო მნიშვნელოვანისგან.

გთხოვ,მომცე თავშეკავებისა და ზომიერების ძალა, რათა არ ვიფარფატო ცხოვრებაზე, უბრალოდ კი არ ვიცხოვრო,  არამედ გონივრულად წარვმართო თითოეული დღე, რათა დავინახო მწვერვალები და შორეთები და ზოგჯერ მაინც ვიპოვო ხელოვნებით ტკბობის დრო.

დამეხმარე გავიგო, რომ  ვერც წარსულში დარჩენა და ვერც მომავალზე ოცნებები ვერ მიშველის. დამეხმარე, ვიცხოვრო აქ და ამჟამად და აღვიქვა ეს წამები ყველაზე მნიშვნელოვან წამებად.
დამიცავი იმ გულუბრყვილო რწმენისაგან, თითქოსდა ცხოვრებაში ყველაფერი ყოველთვის კარგად იქნება.

მომეცი იმის გაცნობიერება, რომ ცხოვრების გზაზე ყველა სირთულე, მარცხი, დაცემა თუ წარუმატებლობა მხოლოდ იმისთვის გვხვდება და სხვა არაფერია, რათა გაგვზარდოს და  მოგვამწიფოს.

შემახსენე, რომ გული გონებასთან ხშირად მოდის წინააღმდეგობაში.

გამომიგზავნე საჭირო დროს საჭირო ადამიანი , რომელსაც ეყოფა გამბედაობა და სიყვარულით მეტყვის სიმართლეს!

ვიცი, რომ ბევრი პრობლემა თავისით მოგვარდება და ამიტომ, გთხოვ, მასწავლე მოთმინება.

შენ იცი, როგორ გვჭირდება მეგობრები. ცხოვრებაში გამხადე ღირსი ყველაზე მშვენიერი, რთულად შესანარჩუნებელი, რისკიანი და სათუთი საჩუქრისა, რომელსაც მეგობრობა ჰქვია.

მომეცი მდიდარი წარმოსახვის უნარი, რათა შევძლო უსიტყვოდ ან სიტყვით მივცე სითბო ვისაც ეს ძალიან სჭირდება და მაშინ, როცა სჭირდება..

მაქციე ისეთ ადამიანად, რომელმაც იცის, როგორ გაუწოდოს ხელი „ქვემოთ“ მყოფთ!

დამიცავი, ცხოვრებაში „რაღაცის“ ხელიდან გაშვების შიშისგან და რომ ვერ გავხდები ამ „რაღაცის“ მონაწილე.

იმას კი ნუ მომცემ, რაც მსურს, არამედ მომეცი, რაც ნამდვილად მჭირდება.

 

მასწავლე პატარა ნაბიჯებით სვლის ხელოვნება.
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

One thought on “ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა

  1. ძალიან კარგია, გავმხიარულდი ცხოვრების აზრი გავიგე.
    ვლადიმერი 8 წლის

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.