ქალის ოთხი მდგომარეობა (როლი)

ქალის 4 მდგომარეობა, უფრო გასაგები იქნება თუ ვიტყვი – ქალის ოთხი როლი.

ირველ რიგში, განვიხილავ როლს რომელიც თანამედროვე საქართველოში მეტად პოპულარულია ან ქალების დიდი ნაწილი ოცნებობს – „დედოფლის“ მდგომარეობა. ამ მდგომარეობაში ქალბატონი დამოუკიდებელი და უზრუნველყოფილია მატერიალურად. აქვს მაღალი შემოსავალი. ფიზიკურად – მოვლილია. გააჩნია მაღალი თვითშეფასება – საკუთარ თავში და ძალებში რწმენა. იმყოფება კარიერული ზრდის პიკზე ან გააჩნია საკუთარი ბიზნესი. დახმარებას ითხოვს? არასოდეს! არავითარ შემთხვევაში. დახმარებაზე პასუხობს – “მე თვითონ…“  საზოგადოებაში თავი უჭირავს ღირსეულად. გარშემომყოფებში იწვწვს აღფრთოვანებას – ჭკვიანი, პირადპირი და სწორხაზოვანია. იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს (ძირითადად: კარიერაში, ბიზნესში, ფინანსებში…)

Continue reading “ქალის ოთხი მდგომარეობა (როლი)”

Advertisements

ერთთვიანი ქოუჩ-სესიის უკუკავშირი

Irma Chincharauli

მადლაბა თამარ რომ არსებობთ.

თქვენ ღმერთისგან მოვლენილი ქოუჩი ხართ. თქვენი დახმარებით ამოვხსენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანები. სხვა ხედვით დავინახე საკუთარი თავი, მადლობა.

ცვლილებები ძენის 10 პრინციპით

 

1. თუ ადამიანი გიყვარს არ ჩაერევი მის პირად ცხოვრებაში. აზრად არ მოგივა, მისი შინაგანი სამყაროს საზღვრების დარღვევა.

Continue reading “ცვლილებები ძენის 10 პრინციპით”

რა არის უპირობო სიყვარული

უპირობო სიყვარული

როგორ ვიწყებთ სიყვარულის სწავლას?
ისწავლება კი სიყვარული?

თავიდან ჩვენი, მშობლებს არ ესმოდათ. მოგიანებით, თავად არ გვესმის უახლოესი ადამიანების – შვილების, მეუღლის, მშობლის, მეგობრის, კოლეგის, უფროსის… თითქოს და უმნიშვნელო კენჭი დროთა განმავლობაში გადაიქცევა მეწყერად და თუ არ გავიაზრეთ „რაღაცეები“ სრულად წალეკავს ჩვენს ცხოვრებას.

Continue reading “რა არის უპირობო სიყვარული”

50 ფრაზა რომელიც შეგიძლიათ შეინახოთ და რომელიც დაგეხმარებათ წარმატებაში! 

1. ირწმუნე თავის
2. აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თვზე
3. განსაზღვრე და მისდიე შენს პრიორიტეტებს
4. საკუთარი მომავალი შექმენი თავად
5. გააკეთე ფოკუსირება იმაზე, თუ რა გინდა
6. მოახდინე მიზნების ვიზუალიზირება
7. არ მისცე არავის, შენი ცხოვრების გაკონტროლების უფლება
8. იყავი კრეატიული
9. იფიქრე მაშტაბურად, ამავე დროს, სამუშაო დაყავი მცირედ ნაწილებად
10. აკონტროლე სტრესი
11. იფიქრე პიზიტიურად
12. დასახე კონკრეტული მიზანები და რეგულარულად გადახედე მათ საჭიროებას და მართებულობას

Continue reading “50 ფრაზა რომელიც შეგიძლიათ შეინახოთ და რომელიც დაგეხმარებათ წარმატებაში! “

მადლიერება კლიენტებს

p

იცხოვრეთ სიხარულით და სიხარული იცხოვრებს თქვენთან!
იცხოვრეთ ბედნიერეად და ბედნიერება იცხოვრებს თქვენთან!
იცხოვრეთ სიყვარულით და სიყვარული იცხოვრებს თქვენთან!
იცხოვრეთ მადლიერებით და გაგიმრავლდებათ სამადლობელი!

იპოვეთ, აღომაჩინეთ, გააღვივეთ თქვენში არსებული სიხარულის, ბედნიერების, სიყვარულის, მადლიერების ნაკვერჩხალი და ის აგიზგიზდება ცეცხლად, რომელიც გაანთებს თქვენი სიცოცხლის გზას და სამყაროს შესძენს თქვენს წილ ნათელს.

მადლობას ვუხდი ჩემს საყვარელ ქოუჩინგში კლიენტებს და ტრენინგში მონაწილეებს.

ქოუჩ-სესიიების და ტრენინგის დროს მათთან მოსული გაცნობიერებიების შედეგად, ჩემშიც მიმდინარეობს არანაკლები გაცნობიერების პროცესი.

– მოდის ერთიანობის შეგრძნება.
– მათი გაცნობიერება აღვივებს მადლიერებას.
– მადლიერება ერთი-მეორეზე ხსნის 9 კლიტულად ჩარაზულ კარებს, ერთი ხელის მოსმით (ჯადოსნური ჯოხივით) აქრობს წარმოუდგენელ წინააღმდეგობებს.
– ამ გახსნილ კარების ზღურბლს გადაბიჯებული, მათთან ერთად ვხვდები უკიდეგანო სივრცეში სადაც მხოლოდ სიყვარულია.
– ამ სივრცეში ის აგნებს პირველწყაროს, რა დროსაც, თითქოს არსაიდან შემოდის ძალები, რომლის შედეგადაც ჩნდება უსაზღვრო სურვილი იხარო, იცოცხლო, ქმნა და აკეთო.

არ ვიცი რამდენად ზუსტად აღვწერე, მაგრამ მსგავსს პროცესს გადის კლიენტი და მაცთან ერთად მე, ვხდები საოცარი გარდასახვის თანაზიარი.
…და ერთმანეთში ირევა ცრემლი, სიხარული და თავისუფლება. ეს სასწაულია…

მადლიერება, მათ ამ საოცარი მოგზაურობისთვის და გააზრებებისთვის.

სიყვარულით თამარ კვარაცხელია
http://kvaratskhelia.pro