მადლიერება კლიენტებს

p

იცხოვრეთ სიხარულით და სიხარული იცხოვრებს თქვენთან!
იცხოვრეთ ბედნიერეად და ბედნიერება იცხოვრებს თქვენთან!
იცხოვრეთ სიყვარულით და სიყვარული იცხოვრებს თქვენთან!
იცხოვრეთ მადლიერებით და გაგიმრავლდებათ სამადლობელი!

იპოვეთ, აღომაჩინეთ, გააღვივეთ თქვენში არსებული სიხარულის, ბედნიერების, სიყვარულის, მადლიერების ნაკვერჩხალი და ის აგიზგიზდება ცეცხლად, რომელიც გაანთებს თქვენი სიცოცხლის გზას და სამყაროს შესძენს თქვენს წილ ნათელს.

მადლობას ვუხდი ჩემს საყვარელ ქოუჩინგში კლიენტებს და ტრენინგში მონაწილეებს.

ქოუჩ-სესიიების და ტრენინგის დროს მათთან მოსული გაცნობიერებიების შედეგად, ჩემშიც მიმდინარეობს არანაკლები გაცნობიერების პროცესი.

– მოდის ერთიანობის შეგრძნება.
– მათი გაცნობიერება აღვივებს მადლიერებას.
– მადლიერება ერთი-მეორეზე ხსნის 9 კლიტულად ჩარაზულ კარებს, ერთი ხელის მოსმით (ჯადოსნური ჯოხივით) აქრობს წარმოუდგენელ წინააღმდეგობებს.
– ამ გახსნილ კარების ზღურბლს გადაბიჯებული, მათთან ერთად ვხვდები უკიდეგანო სივრცეში სადაც მხოლოდ სიყვარულია.
– ამ სივრცეში ის აგნებს პირველწყაროს, რა დროსაც, თითქოს არსაიდან შემოდის ძალები, რომლის შედეგადაც ჩნდება უსაზღვრო სურვილი იხარო, იცოცხლო, ქმნა და აკეთო.

არ ვიცი რამდენად ზუსტად აღვწერე, მაგრამ მსგავსს პროცესს გადის კლიენტი და მაცთან ერთად მე, ვხდები საოცარი გარდასახვის თანაზიარი.
…და ერთმანეთში ირევა ცრემლი, სიხარული და თავისუფლება. ეს სასწაულია…

მადლიერება, მათ ამ საოცარი მოგზაურობისთვის და გააზრებებისთვის.

სიყვარულით თამარ კვარაცხელია
http://kvaratskhelia.pro

One thought on “მადლიერება კლიენტებს

  1. იმედი მაქვს მალე მეც მოვალ თქვენთან როგორც კლიენტი 🙂 ❤

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.