რა არის უპირობო სიყვარული

უპირობო სიყვარული

როგორ ვიწყებთ სიყვარულის სწავლას?
ისწავლება კი სიყვარული?

თავიდან ჩვენი, მშობლებს არ ესმოდათ. მოგიანებით, თავად არ გვესმის უახლოესი ადამიანების – შვილების, მეუღლის, მშობლის, მეგობრის, კოლეგის, უფროსის… თითქოს და უმნიშვნელო კენჭი დროთა განმავლობაში გადაიქცევა მეწყერად და თუ არ გავიაზრეთ „რაღაცეები“ სრულად წალეკავს ჩვენს ცხოვრებას.

უპირობო სიყვარული ჰგავს ქალის მშობიარობას, რომელიც რამდენიმე საათიანი (ზოგჯერ, დღიანი) ტკივილების შემდეგ ჩვილის მოვლინებას ხვდება გაბრწყინებული თავლებით. ეს უდიდესი მიმღებლობის და უპირობო სიყვარულის მომენტია . აი, მაშინ ხვდები – სიყvარული სინათლეა.

და უყვარს დედას ბაშვი ისეთი როგორიც არის..

უყვარს უპირობოდ…

ბავშვიც და დედაც ერთიანდებიან უპირობო სიყვარულში.

გადის დრო. ზედაპიზე ნელა, ნელა ტივტივდება პირობითი სიყვარული – თუ ის იქცევა კარგად მაშინ, მიყვარს.… იმიტომ… ამიტომ…იმისთვის და ამისთვის… და რადგან, ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი, იწყება ცხოვრებაში გაკვეთილები – ნეგატიური ემოციები, პრობლმები… წესით, ამ ყველაფრმა ადამიანი უნდა დააბრუნოს იმ საწყისს გრძნობასთან, რაც ასე მოჭარბებულად ჰქონდა ბაშვობაში (უპირობო სიყვარულთან) და როემელიც ცხოვრების გზაზე დაეკარგა, გაუცვდა და გაუქრა…

მანამ არ მოვა ადამანში უპირობო სიყვარულის გაცნობიერება, მის ცხოვრებაში ისადგურებს ქაოსი,  ირევა ყველა ფერი.

შინაგანი მდგომარეობა აირეკლება გარეთ.

სიძულვილი იზიდავს სიძულვილს, სიყვარული – სიყვარულს!

რთული სიტუაციების დროს ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს კონკრეტული მოვლენა შინაგანის ანარეკლია. ეს, საკ. თავის ის ნაწილია, რომელიც თავში არ მოგვწონს, არ გვიყვარს და ზოგიერთ შემთხვევაში გვძულს. ამაში არასდროს გამოვუტყდებით თავს, რადგან არავის მოგვწონს სულში ჩახედვის პროცესი. ეს დესტრუქციას ინიღბება, ზის ჩუმად და შეუმჩნევლად. ადამიანები ვირგებთ სხვადასხვა ნიღაბს, ოღონდ არ ვნახოთ ნამდვილი „მე“. რეალურად, არ გვიყვარს სხვა (შვილი, ქმარი, მშობელი, ნაცნობი, გვაღიზიანებს უცნობი, ვბრაზობთ, განვიკითხავთ…)  და მათში არა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კაპრიზების და შეხედულებების, არამედ, ჩვენი არშემდგრობის და არარეალიზებულობის რეალიზებას ვცდილობთ.

ადამიანის აზრი ტრანსფორმირდება სიტუაციაში, რომელსაც ერთი შეხედვით სხვა იწვევს. არადა, თუ არ მოსწონს სხვებში რაღაცა, ეს რაღაცა არსებობს მასში. მსგავსი იზიდავ მსგავსს!!!

მოდი შევთანხმდეთ:

სანამ შევეცდებით სხვის შეცვლას, შევიცვალოთ თავად!!!

თუ მოცემული სიტუაცია აირეკლავს ჩემში არსებულ ემომციებს, მაშინ რას მეუბნება ეს სიტუაცია? რას მატყობინებს და რა ინფორმაციას მაწვდის საკუთარ თავზე?

ჩავდივართ უფრო ღრმად. თავიდან ვამბობთ:

„არ ვიცი… არაფერსაც არ მეუბნება“… (ასე   იწყება ქოუჩ-სესიები დიდ ნაწილი, როცა მსგავს საკითხზე ვმუშაობთ).  თითქოს ზედაპირზე არაფერი არ ჩანს. ძალიან დიდი სურვილი და მზაობა უნდა ჰქონდეს კლიენტს, რომ დაინახოს. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ხედავს  – სად არ იღებს და არ უყვარს თავი! აი, მაშინ, კი იწყება მტკივნეული განკურნება. თითქოს, რაღაც ბნელი ადგილი განათდება, შინაგანი ხედვით დაინახავს, შეიგრძნობს. მოვა გააზრებები და გაცნობიერებები!!!

ასე იწყება თავის უპირობო მიღება და შეყვარება. ეს არ არის მიმზიდველი პროცესი მითუმეტეს, რომ მთელი ცხოვრება შთაგვაგონებდნენ, რომ არ ვართ საკმარისად კარგები! ჩვენ ვალდებული ვართ! ჩვენგან მოელიან! ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია!  არა, ამის წინააღმდეგი არ ვარ… მაგრამ როგორ შეიძლება გავხდეთ უკეთესი, თუ არ გვეცოდინება ვინ ვართ სინამდვილეში?

როდესაც მიაგნებთ ნამდვილ „მე“-ს, მომენტალურად იცვლება გარემოებები, იცვლებით და იცვლებიან სხვები თქვენთან ერთად!!!

კიდევ ერთხელ, რა არის უპირობო სიყვარული?

წარმოიდგინეთ: თქვენმა ერთი წლის შვილმა გატეხა, პირადად თქვენთვის, ძვირფასი ნივთი. რა არის, თქვენი ემოციები და მოქმედება ამ დროს?…. 🙂

ახლა წარმოიდგინეთ: იგივე გააკეთა 10 წლის შვილმა, რომელსაც ათასჯერ სთხოვეთ -არ გაეფუჭებინა ნივთი. თქვენი რეაქცია ამ დროს? ….

გრძნობთ განსხვავებას?

პირველ შემთხვევაში, შეეგუეთ და აპატიეთ. იტყვით  – რას უზამ? ანუ მიიღებთ სიტუაციას როგორც არის.

მეორე შემთხვევაში, არ გინდათ ფაქტთან შეგუება და პატიება.

დახუჭეთ თვალები. შეადარეთ ეს ორი ემოცია ერთმანეთს და გაიგებთ რას ნიშნავს მიიღოთ და აპატოით. ეს პროცესი ძალიან ჰგავს სინანულს, მორჩილებას და შეგუებას. მთავარია, ყველაფერი ეს მოდიოდეს გულიდან, სხვანაირად არ გამოვა.

დააკვირდით თავს, როგორ ექცევით ახლობელ ადამიანებს. დააკვირდით, რა არ მოგწონთ მათ ქცევებში და რა გაღიზიანებთ?

მერწმუნეთ, თქვენი ქმედება მორიგი გაცხადებული აზრფორმაა (მტკიცებულება, ბლოკი), რომელიც  სიატუაციამ ქვეცნობიერიდან ზედაპირზე ამოაგდო და მოახდინა მოდელირება. რატომ? ალბათ, აქამდე კარგად ვერ ისწვლეთ და საჭირო გახდა კიდევ ერთხელ გაგატაროთ გაკვეთილი, რომ  ბოოს და ბოლოს ისწავლოთ და შეძლოთ პატიების და უპირობო სიყვარულის სწავლა. რაც მთავარია, დაიმახსოვრეთ: გაუთავებლად გაივლით მსგავს გაკვეთილებს, სანამ არ აითვისებთ.

მაგალითად: არ მოგწონთ გინება, ლანძღვა… მაშინ თავად გახასიათებთ მსგავსი რამ სხვების ან საკუთარი თავის მიმართ ან თქვენში არსებობს შეხედულება: მე სუსუტი ვარ… ყველა მე მიბრიყვებს… მლანძღავს… დამნაშავე მაინც მე გამოვდივარ… ერთი სიტყვით, იმყოფებით მსხვერპლის როლში.

როგორ გამოვიდეთ მდგომარეობიდან?

არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, პირიქით. ეს შეიძლება ყველაზე ოპტიმისტური მესიჯი იყოს, რაც კი საკუთარ თავზე ოდესმე მიგიღიათ. იმისათვის, რომ წინ სიარული შეძლოთ, უნდა უპასუხოთ:

– სად იმყოფებით და  რა გაქვთ მოცემულ მომენტში.

– რა გინდათ?

– რამდენად მნიშვნელოვანია, ის რაც გინდათ?

– როგორ უნდა შეცვალოთ თავი, რომ მიიღოთ ის რაც გინდათ?

– რა უნდა შეცვალოთ?

ვინ დაგეხმარებათ ამაში?

– როდის გადადგამთ პირველ ნაბიჯს?

– როგორ მიხვდებით რომ ცვლილებები დაიწყო?

როგორ შეიძლება ადამიანი შეიცვალოს, თუ უჭირს თავთან გულახდილობა? როდესაც ადამიანი თავს იტყუებს, შეუძლია თუ არა მას სხვისი მოტყუება?  დიახ!

ადამიანი იტყუება როდესაც აშინებს სიმართლე ან მტკვივნეულიად ეჩვენება, აშინებს, რომ გამოიყენებულ იქნება მის წინააღმდეგ. თუ ცრუობთ, იცრუეთ, (თავისგადასრჩენად), მაგრამ საკუთარ თავს მაინც ნუ მოიტყუებთ. თქვენთვის მაინც დააფიქსირეთ – ცრუობთ შეგნებულად. საკუთარ თავთან გულახდილი დიალოგის შედეგად მიღებული ინფორმაცია – ეს ყველაზე ოპტიმისტური ინფორმაციაა რომელიც კი შეიძლება, საერთოდ, მოისმინოთ ცხოვრებაში. რადგან გაცნობიერების შედეგად მოსული სინათლე განდევნის სულიდან სიბნელეს. ეს თავთან, ქვეყნიერებასთან და ღმერთთან გაერთიანებაა.

ვინმეს შეუძლია საკუთარ თავს უწოდოს – წმინდანი? არავის.

ამიტომაც, საჭიროა ვისწავლოთ გულწრფელი თვალებით შევხედოთ თავს და მივიღოთ ის ისეთი როგორებიც ვართ. ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული. როგორ შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი სრულყოფილებისკენ, თუ არ მივიღებთ თავს? სხვანაირად, ისევ და ისევ 9 კლიტულს დავადებთ უარყოფით მახარეებს, გადავმალავთ იქ სულში, შეგვეშინდება გულწრფელად ჩავხედოთ თავს თვალებში და ისევ და ისევ გავეხვევით მოვლენებში რომელის შედეგად დავიტანჯებით. როდესაც, საქმე ეხება საკუთარ ნიღბებს, შეგვიძლია ნელ-ნელა მოვიხსნათ და «ვისწრაფოთ სრულყოფილებისკენ». მანამ არ შეიცვლება არაფერი სანამ არ დავინახავთ საკუთარ თავს ნამდვილს.

ვისწვლოთ თავის გაგება, მიღება, სიყვარული და მხოლოდ ამის მერე ვისწავლით სხვების სიყვარულს, გაგებას და მიღბას. ამას გულისხმობს მოყვასის სიყვარული და თანაგრძნობა.

როგორ შევიყვარებთ სხვა ადამიანს თუ არ გვეცოდინება საკუთარი თავის სიყვარული?

როგორ შევძლებთ სხვის დახმარებას, თუ არ შეგვიძლია საკუთარი თავის დახმარება?

როგორ შეგვიძლია მოყვარეს მივცეთ ის, რაც თავად არ გვაქვს?

როგორ შეგვიძლია ვიგრძნოთ რომ ვუყვარვართ, თუ არ ვიცით რა არის სიყვარული?

ახლა კი, ყველამ თავს დაუსვას კითხვა და თავის მოკატუნების გარეშე, გულწრფელად უპასუხოს – შემიძლია უ-პირობო სიყვარული თუ ვთამაშობ სიყვარულობანას და ამით ვატყუებ თავსაც და გარშემომყოფებსაც? თუ ეს უკანასკნელია, ნუ გაგვიკვირდება რატომ გვექცევიან და ხდება მიუღებელი რაღაცეები ჩვენს თავს და გარშემო, უბრალოდ დავსვათ ზემოთმოცემული კითხვები, ავივსოთ სიყვარულით და მოვფინაოთ გარემოს!

 

თუ თვლით რომ თემაში განხილული საკითხი ფასეული და სასრგებლოა, გაუზიარეთ ის მეგობრებს. დატოვეთ კომენტარები ან კითხვები, დიდი სიამოვნებით გავეცნობი და გავცემ პასუხს!

 

სიყვარულით,

დანიშნულების და ურთიერთოებების ჰარმონიზაციის ექსპერტი

თამარ კვარაცხელია

 

8 thoughts on “რა არის უპირობო სიყვარული

  1. Clebis mandzilze megona rom scored mikvarda da dzaan kai adamiani vikavi.syl sxvebze vzrunavdi da chemi tavi paktiurad dakarguli mkonda .ffti celia vmuahaob gundtan ertad da mivxvdi tu chemi tavis mteri me tviton vikavi .sxvebi araper ahuashi ar ikvnen.ty ar mikvars chemi tavi rogor ahevikvareb sxvas.dzaluan mixaria rom arsebob da kartvel xalxs exmarebi .sakartveloshi.

  2. ამ საინტერესო სტატიის შემდეგ ასეთი კითხვა გამიჩნდა.ნეტავ საერთოდ მიყვარს ჩემი თავი?ან რამდენად საკმარისად მიყვარს?როგორ უნდა მივხვდე ამას?😊

  3. ძალიან საინტერესო და აქტუალური კითხვაა ლალი, ეს პრობლემა აწუხებს ძალიან დიდი ნაწილს ადამიანებისას,იმიტომ არის ამდენი აგრესია სხვებისკენ მიმართული. როდესაც თავად ხარ რეალიზებული, ბედნიერი და გახარებს შენი ცხოვრება, შეუძლებელია არ მიიღო სხებიც ისეთი ოროგორიც არიან, შეიყვარო, აკეთო სიკეთე, მაგრამ ეს ყოველივე გაკლია საკუთარი თავის მიმართ, ცდილობ აკეთო და ამ დროს წუუხხარ -ხალხი რა უმადურიაო, ამ დროს, საკუთარ თავშია ჩასახედი – რას არ ვუკეთებ საკუთარ თავს და სად ვარ თავად უმადური საკუთარი თავის, ცხოვრების მიმართ. კიდევ უამრავი ასპექტებია,რომელიც ინდივიდუალურ სესიებზე მუშავდება. წარმატებები.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.