ქალის ოთხი მდგომარეობა (როლი)

ქალის 4 მდგომარეობა, უფრო გასაგები იქნება თუ ვიტყვი – ქალის ოთხი როლი.

ირველ რიგში, განვიხილავ როლს რომელიც თანამედროვე საქართველოში მეტად პოპულარულია ან ქალების დიდი ნაწილი ოცნებობს – „დედოფლის“ მდგომარეობა. ამ მდგომარეობაში ქალბატონი დამოუკიდებელი და უზრუნველყოფილია მატერიალურად. აქვს მაღალი შემოსავალი. ფიზიკურად – მოვლილია. გააჩნია მაღალი თვითშეფასება – საკუთარ თავში და ძალებში რწმენა. იმყოფება კარიერული ზრდის პიკზე ან გააჩნია საკუთარი ბიზნესი. დახმარებას ითხოვს? არასოდეს! არავითარ შემთხვევაში. დახმარებაზე პასუხობს – “მე თვითონ…“  საზოგადოებაში თავი უჭირავს ღირსეულად. გარშემომყოფებში იწვწვს აღფრთოვანებას – ჭკვიანი, პირადპირი და სწორხაზოვანია. იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს (ძირითადად: კარიერაში, ბიზნესში, ფინანსებში…)

„დედოფალი“  მიმღები ენერგიაა ანუ „მე ვარ „მაგარი გოგო“ და ველოდები რომ მომესმსახურებიან, ცხოვრების თანამგზავრიც მჭირდება რომელიც მომცემს, ჩადებს ჩემში, გამაკვირვებს (მომიპოვებს, იზრუნებს და ა. შ.)“. საქმე იმაშია, რომ ასეთი ქალბატობების დიდ ნაწილს, საერთოდ არ ჰყავს (დიდი ხანი არ უჩერდება) ან გვერდით ჰყავს სუსუტი (მათზე ნაკლები შემოსავლით, სოც. სტატუსით ან საერთოდ „არაფრის მაქნისი“) მამაკაცი.

მიზეზები სხვა დროს განვიხილოთ. თუმცა, შეიძლება ადვილად მისახვედრია რატომაც…

“პოპულარობით“ მეორე ადგილი უჭირავს — ქალი „დიასახლსი“. ეს ენერგია გამცემია. ამ როლის ეფექტურობა განსაკუთრებით მატუობს, როდესაც ოჯახში ჩნდება ბავშვები. ასეთი ქალი ალაგებს, ასუფთავებს, უსმენს, გაუჩერებლად ფუსფუსებს… დედასავით ზრუნავს. მის გვერდით მამაკაცი მშვიდდება და თავს გრძნობს კომფორტში.

ქალის მესამე  როლია — „გოგონა“. ის მიმღებია – სიცოცხლით სავსე და ამავე დროს ნაზი. „გოგონა“ ყოველთვის აღწევს საწადელს, მარტო იმიტომ რომ მას ასე უნდა (განსხვავდება დედოფლისგან, რომელიც ცხოვრებაში ყველაფრს თავად აღწევს). ამ ტიპის ქალების გვერდზე ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე, ისეთი მამაკაცი რომელიც დახმარების ხელს გაუწვდის, დაიცავს, იზრუნებს, გაანებივრებს. მუდმივი მეოცებეა და ამ ოცნებებს მამაკაცის დახმარებით მარტივად ინხორციელებს.

მეოთხე — „საყვარლის“ როლი. გაცემის ენერგიაა – ვნებიანი, თავისუფალი, სექსულაური. აქ, სექსის დახმარებით ქალი მამაკაცს გადასცემს უდიდეს ენერგიას, აძლევს ძალას. ასეთი ქალი სასურველია და ადვილადაც იზიდავს მამკაცს.

ეს ოთხივე როლი თანაბრად უნდა იყოს ქალში გადანაწილებული, რათა ჰპოვოს ჰარმონია და ბედნიერება.

როგორ ფიქრობთ, რა ხდება როდესაც ერთი რომელიმე მათგანი სჭარბობს?

განვიხილილოთ, ენერგიების დისბალანსი:

1. მოჭარბებული „დედოფლის“ მდგომარეობა
„დედოფალი“ ქალი მარტოა, არავინ არ მოსწონს, შინაგანად ცივია. თვლის: მამკაცების დიდი ნაწილი სუსტი, „უვარგისი“ და უღირსები არიან, ის ყველაფრს მათ გარეშეც შეძლებს.

2.  “დიასახლისის“ როლი ჭარბად
ქალი ზედმეტად მზრუნველია. მამკაცი, ასეთ ქალთან კარგად გრძნობს თავს. ქალი, დედის როლს ირგებს. ზედმეტი მზრუნველობის დროს, ხშირად,  მამკაცი უხეშდება და გადადის ჩაგვრაზე. ასეთი ქალი ჯაფაშია, სულ დარდში, ფუსფუსში, ზრუნვაში და საკუთარი თვისთვის დრო არ რჩება. რის გამოც, მამაკაცი ვერ ხედავს მასში ნამდვილ ქალს – ვერ მოდის აღფრთოვანებაში. არა და მამკაცის „თავალები ჭამს და სვამს“ და ის, აღფრთოვანებაში მოჰყავს „დედოფალს“, „გოგონას“ და „საყვარელს“. მას ზრუნვის, მოფერების, განებივრების სურვილი, სრულებითაც არ უჩნდება ქალი „დიასახლისის“ მიმართ.

3. როდესაც სჭარბობს „გოგონა“ 
ერთი მხრივ, მამაკაცს აქვს მოთხოვნილობა იზრუნოს, დაეხმაროს, გაანებივროს, გაახაროს ეს „გოგონა“, შთააგონოს განვითარებაზე, გამოიჩინოს მხარდაჭერა. მეორე მხრივ, თუ მსგავსი რამ ხდება მუდმივად, შეიძლება მობეზრდეს. ქალი ასეთ როლში, მხოლოდ ითხოვს და მიღების ენერგებზე იმყოფება.

4. „საყვარლის“ როლის სიჭარბე
ასე, ქალების ის კატეგორია აზროვნებს, ვინც ამბობს: “კაცებს მხოლოდ სექსი აინტერესებთ!”

დიახ, რა თქმა უნდა უნდა, აინტერესებთ.

დიახ, კაცი ცდილობენ ქალის მოპოვებას (გარკვეულ მომენტამდე) ინტერესის დაკმაყოფილებემდე. მსგავს ქალთან, ოჯახს არ ქმნის. ქალი კი, მხოლოდ ამ როლით, მამკაცს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს..

გამოსავალი?

ქალურობა, გულისხმობს შეგეძლოს ამ ოთხივე მდგომარეობის მართვა, შეინარჩუნო მათ შორის ბალანსი, მოახერხო ლავირება.

გახსოვთ? ამ როლებში ორი არის გაცემის, ორი მიღების.

მაგ:

  • როდესაც მამაკაცს შია, რა აინტერესებს? მხოლოდ, ერთი რამ – ჭამა! ამ დროს ქალში უნდა ჩაირთოს „დიასახლისი“ს როლი. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, მშიერი კაცის წინ თუ დადგება ქალი „დედოფლის“ ან “საყვარლის“ პოზაში  🙂 ან „პატარა ბავშვის“ როლში?….  კარგად წარმოიდგინეთ? ამიტომ აჭამეთ (გემრიელად).
  • როდესაც, ოჯახში გააკეთა რამე ხელსაქმე ან შემოიტანა მატერიალური რამ, კარგი იქნება, თუ ქალი გადავა „ბავშვის“ როლში, რომლსაც გულწრფელად უხარია და აღფრთოვანებულია „მამის“  საქციელით ანუ აღფრთოვანდა თავისი ერთადერთი და განუმეორებელი მამაკაცით.
  • „საყვარელს“ შეუძლია მიიზიდოს, დააინტერესოს, მაგრამ სხვა როლების გარეშე ვერ შეინარჩუნებს ქალურობას.
  • „დედოფლის“ მდგომარეობა – თვითკმაყოფილების და უზრუნველობის შეგრძნებაა, საკუთარი თავის და სხეულის სიყვარულია (სხვების სიყვარული, თავიდან იწყება), სილამაზის სალონი, მოხდენილი ჩაცმა, ჰობი და თვითგანვითარება.

დააკვირდით, თუ გრძნობთ, რომ კაცი არ გაფასებთ? გადაერთვეთ „დედოფლის“ მდგომარეობაზე. მიხედეთ თავს – სახეს, სხეულს, ჰობს და რეალიზაციას. მხოლოდ არა შურისძიების ან წყენიდან გამომდინარე, არამედ დაიბრუნეთ საკუთარი თავის პატივისცემა.

… და თავად ნახავთ, რაც მოხდება!

დასკვნა, ქალის ოთხი მდგომარეობა:

„დედოფალი“ (მიღების ენერგია)
„დიასახლისი“ (გაცემის)
„გოგონა“ (მიღების)
„საყვარელი“ (გაცემის)
ადრე, არ მქონდა ამაზე წარმოდგენა და დღესაც ქალების დიდი ნაწილი თავს კარგად გრძნობს ერთ ან ორ მდგომარეობაში. ზოგი, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა როლს ირგებს… ამიტომაც, საბოლოო ჯამში რასთან მივდივართ, დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

ნამდვილი ქალის ბედნიერების გასაღები ენარგიებს (ოთხივე) შორის ბალანსშია.

თუ კი ქალი რომელიმე ერთ როლს თამაშაობს კარგად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა როლებში უნიჭოა. ქალი ნაზი, ბრძენი, მოქნილი და მგრძნობიარეა… მას სიტუაციიდან გამომდინარე, ადვილად შეუძლია გადაერთოს ერთი მდგომარეობიდან მეორეზე.

ჩათვალეთ – თქვენი ბედნიერბა მხოლოდ თქვენს ხელშია!

გისურვებთ ჰარმონიას, ბალანს და ქალურ ბედნიერებას!

გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მოგეწონათ თემა, გაუზიარეთ მეგობრებას.

15 thoughts on “ქალის ოთხი მდგომარეობა (როლი)

  1. მადლობა თამარ საყვარელო❤ არ მბეზრდება ამ სტატიის განხილვა არასოდეს!

  2. მამაკაცებსაც რომ ეს ოთხი როლი კარგად ესმოდეთ ძალიან კარგი იქნებოდა!

    1. და ისევ, მამაკცებზე პასუხისმგებლობის გადადება… ხშირად მესმის მსგავსი რამ.
      თუმცა გვავიწყდება, რომ ამ მამაკაცებს ზრდიან დედები. ანუ მაინც საწყისი ქალია. სანამ ხელს სხვისკენ გავიშვერთ ჯერ საკუთარი თავთან მოვაწესრიგოთ ბევრი რამ -, რას ვაკეთებ? როგორ იქნება უკეთესი და ა.შ. მადლობა კომენტარისთვის

  3. ძალიან მომეწონა, ნამდვილად ღირს ამ საკითხზე დაფიქრება. გმადლობთ 😀

  4. მიყვარხარ,, თამარ! საუკეთესო სტატიაა ქალებისთვის, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია შეუძლია ქალს ამ რჩევების გამოყენებით. ეს არის გზა ბედნიერებისაკენ! როგორ შემიძლია , არ გავითვალისწინო. გავტესტე ჩემი მდგომარეობა და აღმოვაჩინე, რომ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მაკლია! მადლობა, რომ ამ აღმოჩენაშიც დამეხმარე ისე, როგორც ბევრ სხვაში!

  5. მადლობა, შესანიშნავი და დასაფიქრებელი სტატიაა 👍👍👍

  6. რაც გიპოვეთ დიდი იმედი მომეცა, თქვენი ბლოგი სასწაულად მეხმარება ბედნიერი ვარ რო არსებობთ ეს ბლოგი რო არსებობს და რო გიპოვეთ, ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი და მნიშვნელობა მიენიჭა ამ ყველაფერს ეს ბლოგი ჩემი ცხოვრების ვარსკვლავად იქცა ისე მეხმარებით სულ ცოტა რამ მაქვს ჯერ წაკითხული და ახლა ვიწყებ საკუთარ თავზე მუშაობას და ამის გამოყენებას მაგრამ ეს ყველაფერი სასწაულად გამომადგება და გავითვალისწინებ ამ ინფორმაციის გაცნობით თითქოს ვგრძნობ ჩემი ცხოვრება როგორ შეიცვლება ისე როგორც მე მინდა ❤ ეს ის ცოდნაა რომელიც სამყაროს ხელში დაგაკავებინებს და შენს სურვილზე ისეთი გრძნობა მაქვს რომ განძი ვიპოვე ამ ცოდნით რითაც შევძლებ ყველაფერს რაც მინდა მადლობა რომ ასეთ ცოდნას აქ წერთ რომ ეს ბლოგი არის რომელიც ცვლის ჩემს ცხოვრებას ❤

    1. მადლობა ასეთი კომენტარისთვის! ყველა განძი, სიბრძნე და ცოდნა ადამიანის შიგნით არის დაფარული. უბრალოდ, ჩემი ბლოგი იძლევა იმის საშუალებას ზედემტი მოაცლოს და ხილული გახდეს ის, რაც ისედაც ჭეშმარიტი და მარადიულია.<3 წარმატებები თქვენ!!!

  7. რა საინტერესოა ეს ყველაფერი და საჭირო. მთავარია შევძლო და მოვირგოთ ეს როლები. სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს სტატიებს და მიჩნდება უამრავი შეკითხვა

  8. 100 %. ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ შნს პოსტებს.მადლობა ,რომ არსებობ და გვანებივრებ ძალიან სასარგებლო რჩევებით ❤

  9. 100 %. ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ შენს პოსტებს.მადლობა ,რომ არსებობ და გვანებივრებ ძალიან სასარგებლო რჩევებით ❤

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.