მამაკაცის გულისთვის არ უღალატოთ თავს და ინტერესებს

მინდა შევეხო საკითხებს, რომლითაც ხშირად მომართავენ და გავაერთიანო ისინი ერთ თემაში – ქალის უპატიებელი შეცდომები ურთიერთობების დაწყებისას!

პირადმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ და მრავალ წლიანმა  ქოუჩინგის პრაქტიკამ (მათ, შორის უფასო ქოუჩ-სესიების ანალიზმა) გადამაწყვეტინა, ჩამოვაყალიბო პატარ-პატარა აქტუალურ თემებად – შეცდომები რომელიც, სჯობია არ დაუშვას გოგომ, ბიჭთან ურთიერთობების დაწყებისას.

ანალიზის შედეგად, პირველ ადგილზეა

  • მამკაცის გულისთვის საკუთარ თაზე და საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

გქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც შეყვარებულს დაუწუნია თქვენთვის გარეგნობა მაგ: ცხვირი ან მკერდი…. ან უთხოვია გახდომა ან გასუქება… ირონიულად მოუხსენებია ან დაუწუნია თქვენი გატაცება, ჰობი, საქმიანობა…

სანამ არ არის გვიან, დაივიწყეთ, გაუშვით თქვენი ცხოვრეიდან – ის არ არის თქვენი ადამიანი.

უარი თქვა საკუთარ თავზე და ინტერესებზე და გახდე – მას როგორიც უნდა! კი მაგრამ რატომ? რისი გულისთვის? რატომ უნდა გავხდე სხვა? იმიტომ რომ არ მიმატოვოს? იმის შიშით, რომ არ გადამიყავროს? ვითომ ვუყვარვარ? ან რა, თუ შევასრულებ შემიყვარებს?

დიიიიდიიიი სისულელეა….

ეს სხვისი, ვიღაცის, არარეალური, გაურკვეველი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრებაა. ეს საკუთარი თავის უარყოფაა, საკუთრ ბუნებაზე უარის თქმაა.

გოგოებო, ლამაზებო, მერწმუნეთ, ეს ბედნიერს ნამდვილად ვერ გაგახდით.

ამას, გამოცდილება და კლიენტების ისტორიების ანალიზი მაწერინებს.

როდესაც პირველად უთხრა: „რამხელა ცხვირი გაქვს“ – გაუკვირდა (მანამდე, არავის უთქვამს მგავსი)… მაგრამ დაუჯერა და რადგან სტუდენტს პლასტიკური ოპერაციის თანხა არ ქონდა (მადლობა ღმერთს, რომ არ ჰქონდა), ადვილი გამოსავალი იპოვა – შეიძულა საკუთარი ცხვირი.

როდესაც უთხრა: „რამ სიგრძე კაბები გაცვია, დედა ტერეზა ხომ არ ხარო“ – კვლავ დაუჯერა და დაამოკლა კაბა… 🙂

როცა, ბიჭის დედიკომ უთხრა: „ჩემ შვილს არ შეეფერები, სად შენ და სად ჩვენო“ – (თუმცა კარგა ხანი უკვირდა, რა კრიტერიუმებით ზომავდა) ეს ქაბატონი, კვლავ დაიჯერა და შეიძულა საკ. ცხოვრება, საკ. სიცოცხლე და საერთოდ, ერთ დღესაც, ყველა ფერი – ერთი ფერი გახდა…

ბევრი შემიძლია ვწერო… შეიძლება, ვინმეს ეცნობა ვითარება ან შეიძლება, რომელიმე თქვენთაგანი, ცხოვრების მოცემულ მომენტში, პარალელს ავლებს.

მოკლედ,  ყველაფერს აკეთებდა, ოღონდაც, მას მოსწონებოდა, ოღონდ არ ეთქვა მასზე უარი…

ჯამში მაინც მოხდა ის, რისიც ეშინოდა.

ამ მცდელობებში, საკუთარი თავიც დაკარგა და ბიჭიც გაიპარა, არაკაცურად, დილის ნისლივით… 🙂 დედიკოს შერჩეული, შესაფერისი მოიყვანა ცოლად.

აღმოჩნდა „არავისთან“… თითქოს „ის“ იყო, ის და არაც იყო…

და ჩაირთო დაბრუნების პროცესი.

ნელ-ნელა, გზადაგზა იხსენებდა და არკვევდა ვინ იყო, რა უნდოდა? ვინ უნდოდა? როგორ? რატომ?…. რას არ დაუშვებდა არავითარ შემთხვევაში, რას მიიღებდა სიხარულით, შემოუშვებდა თუ დაუშვებდა ცხოვრებაში.

დღეს, მადლობას უხდის ამ ადამიანს, რადგან აჩვენა როგორ არ უყვარდა, პატივს არ სცემდა, როგორ ადვილად შეეძლო ეღალატა და უარი ეთქვა ცხოვრებაში უმთავრეს ადამიანზე – საკუთარ თავზე. გაეყიდა საკუთარ ინტერესები, იაფასიან გულის მოგებაში. ასწავლა თავის სიყვარული, დაფასება, მიმღებლობა, გაცემა, ზრუნვა, პატიება, მადლიერება….

ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელია, მართალია უხდი ძვირს, სამაგიეროდ გაკვეთილს ითვისებ საშვილიშვილოდ!

უბრალოდ, ვწერ იმისთვის, რომ გაითვალისწინოთ (ვისაც უნდა):

როდესაც შეეშვებით დარდს და წუხილს, სხვაში რეალიზების მცდელობას. როდესაც, იპოვით საკუთარ თავს და კონცენტრირდებით თქვენს ინტერესებზე. ნამდვილი მამაკაცები მოვლენ და მერე როგორ… თვისით ძალისხმევის გარეშე და მაშინ უკვე თქვენ აირჩევთ. აი, როგორც ზღაპარში – საუკეთესოს! თუ „ოქროს ჩიტს მომიყვან“ ან რამე მსგავსი… ამას აკეთებთ არა იმიტომ რომ “ოქროს ჩიტი გაკლიათ“ არამედ, ვინ არის თქვენი სიყვარულის ღისი, გაარკვიოთ.

გოგოებო დამშვიდდით, მიენდეთ საკუთარ თავს, შეიყვარეთ და აკეთეთ თქვენი საქმე სიამოვნებით. თუ მამაკაცის უნდა, შეგიყვარდებთ არა მხოლოდ სილამაზის და ღირსებების გამო, არამედ, შეუყვარდება ნაკლიც. რადგან ამ ნაკლში დაინახავს განსაკუთრებულობას.   მას თუ უნდა, მისთვის გახდებით საუკეთესო, ერთადერთი, სასურველი… ის, ვერასდროს გაგიბედავთ ვინმე სხვას შეგადაროთ, მიგანიშნოთ რამეზე …. პატივისცემით მოეპყრობა თქვენს ინტერესებს, თუნდაც არ ესმოდეს ბოლომდე რას აკეთებთ. ის მოგცემთ თვითგამოხატვის საშუალებას და თან ისე, როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. ყველანაირად ხელს შეგიწყობთ და გვერდით დაგიდგებათ.

მამაკაცი, რომლსაც თქვენი არ ესმის და არ გიღებთ ისეთს როგორიც ხართ – უბრალოდ, არ არის თქვენი.

როდესაც, მამკაცის გვერდით თავს იგრძნობთ დამცირებულად, გიქვეითდებათ თვითშეფასება, დარდობთ, განიცდით და გეჩვენებათ, რაღაც ისე არ არის როგორ უნდა იყოს – მერწმუნეთ, არ გეჩვენებათ – დაასრულეთ ეს ურთიერთობა!!! რადგან, აქ თქვენი „მე“- ისედაც სრულდება! (აქ საუბარია მეგობარ მამაკაცზე და არა მეუღლეზე)

არ დაიკარგოთ ისე, რომ საკუთარი თავისკენ ვერ გამოაგნოთ!

არ უღალატოთ საკუთარ თავს, სხვების გულისთვის!

არ დაკარგოთ თავი არ არსებული პიროვნების (რომელიც თქვენი ცხოვრებიდან, არაკაცურად, გაიპარება დილის ნისლივით) გაურვეველი იმედების და ილუზიების გამო!

ჰარმონია შინ და გარეთ,  გოგოებო!

დღეს სულ ეს იყო.

თუ დაგაინტერესათ, დამიტოვეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში. აუცილებლად გავეცნობი და გავითვალისწინებ შემდეგ თემებში. მადლობა.

 

რეგისტრაცია ინდივიდუალური ქოუჩ-სეიებზე: http://kvaratskhelia.pro

 

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით,

ქოუჩი და წარმატების ექსპერტი

თამარ კვარაცხელია

 

27 thoughts on “მამაკაცის გულისთვის არ უღალატოთ თავს და ინტერესებს

  1. მადლობა თამარ !! ნამდვილად საინტერესო და საჭირო თემა იქნება მომდევნო სტატია.

  2. მამაკაცსაც ვერ იღებენ ისეთს როგორიცაა და ქალსაც. ორივე შემთხვევაში მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წავიდეს ვისაც ვერ იღებენ. მე ასე ვფიქრობ,როცა რჩება ქალი თუ კაცი ასეთ ურთიერთობაში ძალიან ცუდია.

  3. ასეთ კაცთან ცხოვრება ურთიერთობის დასაწყისშივე უნდა შეწყვიტოს ქალმა, შედეგი მაინც ეს იქნება რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს …

  4. თქვენი ყველა თემა საინტერესოა და ძალიან მეხმარება.სიამოვნებით ველოდები შემდეგს

  5. ზუსტად ასე წლების წინ ჩემმა პირველმა სიყვარულმა მიმანიშნა სიელმეზე,მითხრა ნეტა ეგ გენეტიკურიაო?მახსოვს როგორ ჩამწყდა გულში რაღაც,განა მე არ ვიცოდი, რომ სიელმე მქონდა ,მაგრამ მანამდე არავის არც სკოლი’ს პეროდში და არც ინსტიტუტში ამაზე ჩემთვის არავის მიუნიშნებია,მახსოვს როგორ დავკომპლექსდი,შევიძულე საკუთარი თავი,რა თქმა უნდა იმ დღიდან დავშორდი იმ ადამიანს,მაგრამ მადლობა უფალს დღეს ჩემს გვერდით დგას ადამიანი,რომელმაც მიმიღო და შემიყვარა ისეთი როგორიც ვარ

  6. ფორმალური ლოგიკაა, სრული სიბეცეა როცა ასე ცალსახად, სწორაზროვნად და მილიონი ფაქტორის გაუთვალისწინებლობით ხელაღებით ამტკიცებს ავტორი კონკრეტულ აზრს. კომპრომისი – ჯანსაღი ურთიერთობის ერთ-ერთი წინაპირობა დათმობაა. ხშირად კომპრომისი აუცილებელია რადგან შექმნათ ჰარმონიული ურთიერთობა. კომპრომისს ყოველთვის საერთო სარგებელი მოაქვს. სიყვარული არ არის ჩარჩო, რომელშიც უნდა მოაქციოთ ან მოექცეთ,

    1. ქოუჩი ან კვახი? 🙂 ტროლობა ტეხავს!!!
      აღაშფოთება კარგია: მენტალური და ემოციური სიბინძურე ამოაქვს. იქნება და განთვისუფლდით ამით ან მოგეშვათ?
      ცხოვრება სარკეა და გაარწმუნებთ, რაც გაღიზიანებთ, არაცნობიერად ის გინდათ …
      ვინ გიშლით? გაშალეთ ფრთები. აიღეთ მაქსიმუმი! ცხოვრება მშვენიერია და დატკბით. ზოგადად, შურიან ტროლობას და ტესტის პირველ ნაწილს თუ არ ჩავთვლით, რაღაც არის თქვენს კომეტარში თქვენებური რეზონანული, ალბათ.

      1. პირდაპირ “ანბილივიბილია” რა:))) ნუ ფილოსოფოსობთ ერთი თქვენი ჭირიმე, ერთადერთი რაც მაღიზიანებს ადამიანების ზედმეტი თვითდაჯერებულობაა, რომელიც ხშირად იდიოტიზმთან იგივდება, ცხოვრება რომ მშვენიერია, ეგ თქვენ შეუძახეთ თქვენს თავს და იქნება დაიჭიროთ რამე სიხშირე. მაგრად მეშინია სახელი და გვარით ჩემი გამომზეურების, თქვენსავით პოპულარული რომ არ გავხდე:))))) ბავშვობიდან ვოცნებობდი გავმხდარიყავი “ქოუჩი”.:))))

        1. გმადლობთ აზრის დაფიქსირებისთვის, არ ღირდა თავის შეწუხებად!
          ახლა ერთს ვიტყვი და ამით მორჩება:
          როდესაც მესვრი ტალახს, მე კი არ ვისვრები, არამედ თქვენი ლამაზი ხეხუნები იტყუპნება.
          შეეშვი.. ტროლობა ტეხავს… მგონი… თუმცა, შენი საქმისა შენ იცი!

          1. წარმატების ექსპერტო და ქოუჩო, ისეთ „ბრძნულ აზრებს” როცა აფრქვევთ აქ, კრიტიკისთვისაც მზად უნდა იყოთ, დემნა მღვდელივით კი არ უნდა გაიბეროთ. თქვენი ტრენინგი უკვე სასაცილოა, ერთი სული მაქვს როდის მოვხვდები:))))))))

            1. კვახი გვიყვარს ჩვენ შემწვარი სახით. მოლაპარაკე კი არა)))))) კვახის ადგილი ღუმელშია.ყველამ იცოდეს თავისი ადგილი;)))

        2. მოცლილი ხართ აშკარად. თქვენი ნაბოდვარი უკვე გამაღიზიანებელია. 💩

  7. ქოუჩი არა კვახი? რა კარგი სახელია აი ზუსტად შეგეფერებაეგ შენი იდიოტიზმი დაგღუპავს

    1. რა გინდა სიმართლეს იძახის და რატო ლანძღავ თუ არ მოგწონს შენი აზრი დააფიქსირე და ნუღა ილანძღები

      1. გიორგი, ამ ქალბატონს არავინ ედავება კომენტარის შინაარსს. დააფიქსირა – რაც დაინახა ის დაწერა. თავისი ხედვა აქვს .
        აქ ავატარი „ქოუჩი არა კვახი“ ხდება „სასაცილო“. თუმცა, გასაგებია – ნიღბებს, შიშებს, ფარულ სურვილებს ამოფარებულ ადამიანს აღიზიანებს, სხვებში საკუთარი უმწეობა.
        ტროლობა ტეხავს!!! ❤ ისე, ერთი მასეთი კი უნდა ჰყავდეს ბლოგერს 🙂

  8. გასაგებია ,რომ ამბობთ უნდა დატოვო უბრალოდ ასეთი მამაკაცი რადგან არ არის ჩვენი. მაგრამ, როცა უკვე ოჯახი გვაქვს და დღემდე ვთვლი რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოსწორდებადია როგორ უნდა წავიდეთ წინ უკეთესისკენ და არ დავშორდეთ ერთმანეთს?

    1. აქ საუბარია – ქალის უპატიებელ შეცდომებზე ურთიერთობების დაწყებისას და არა ცოლ-ქმარულ ურთიერთობებზე.
      რაც შეეხება „ვთვლი რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოსწორდებადია“ – გეთანხმებით თუ სიყვარულია.
      დანარჩენ კითხვაზე პასუხები ინდივიდუალურ ქოუჩ-სესიებზე. სადაც, კონკრეტულ სიტუაციებზე, კონკრეტული გაცნობიერებები გეწვევათ http://kvaratskhelia.pro/
      მადლობა კომენტარისთვის

  9. რატომ გაამრავლა ამ სტატიამ, „ტროლები“ კომენტარებში, კი ვხვდები, მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს, რა წერია აქ ისეთი მიუღებელი, ასაღშფოთებელი?
    შე დალოცვილო, შენა… თუ წაიკითხე და არ მოგეწონა, გადადი სხვა ტრეიტორიაზე, სხვა საიტზე, თან უკან შემოუსვლელად – დაბლოკე, წაშალე და რა ვი აბა… რა აუცილებელია, მეტალურად და ემოციურად მოისაქმო, ააყროლო და დააბინძურო, ბლოგი?

    … მაგრამ, სამაყარო ლამაზია თავის სიჭრელით და მაში ხომ ყველა ფერი საყვარელია? 🙂
    სახალისოა და გასართობი,
    ცირკია და სეირი

    აი ასე,
    თუ დრო გექნებათ ნახეთ

  10. gamarjobat. aq minishneba megobar mamakacze da meuglis shemtxvevashi rogor unda moviqcet? tqveni gamocdileba iqneb gagviziarot💓

    1. ნინო მეუღლის შემთხევეაშიც დაახლოებით იგივე რჩება, მცირე განსხვავებებისა და ინდივიდუალური პროგრამებისა.
      ქალი უნდა იზრდებოდეს შინაგანად და ჰქონდეს თვითგამოხატვის თავისუფლება. აკეთებდეს სამეს სიყვარულით და მადლიერებით და არა იმიტომ რომ „საჭიროა“.
      და ეს ყველაფერი უნარია რომელიც თანაცხოვრების დროს უნდა გამოიმუშაოს. მამაკაცი განვიტარებისთვის ეგზანება ქალს და ცნობიერების ასამაღლებლად. მადლობა საინტერესო კითხვა იყო. წამატებებს გისურვებთ. იხილეთ სხვა თემებიც, ვფიქრობ, პასუხებს იქაც იპოვით.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.