ედიტ პიაფი და ასოცი ფრანგი სამხედრო ტყვე

მეორე მსოფლიო ომის დროს, ედიტ პიაფი მღეროდა ფრანგი სამხედრო ტყვეების წინაშე საკონცენტრაციო ბანაკებში. ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში ძალინ უყვარდათ ედიტი და ყოველთვის უხაროდათ თანამემამულის მოსმენა, მითუმეტეს ასეთი ცნობილის.

ერთხელ ედიტმა გამოთქვა სურვილი სურათი გადაეღო მათთან. გერმანელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ცნობილი მომღერალისთვის უარი ეთქვა. ასოც ტყვესთან გადაიღო ედიტმა სურათი და სამახსოვროდ ითხოვა მათი პირადი მონაცემები.

პარიზში ჩსვლისას, სურათი გადაეცა იატაკქვეშა ფოტოლაბორატორიას, სადაც გულმოდგინედ ჩაატარდა შემდეგი სამუშაოები: ყოველი ჯარისკაცის სახე გადაიტანეს ცალკე, გაადიდეს და მიაკრეს ყალბ პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტს.

გადის რამოდენიმე ხანი და ედიტი მიმართავს გერმანულ მთავრობას თხოვნით – მისცენ უფლება კიდევ ერთხელ ჩაატაროს ამ ბანაკში კონცერტი. ის იღებს თანხმობას. თავის მდივანთან ერთად, ჩანთაში რომელსაც გააჩნდა ორმაგი ძირი, მალავს ასოც ყალბ მოწმობას და აპარებს ბანაკში.

რა მოხდა შემდეგ?

ასოცივე ტყვეს, ხელმოწერის დარიგების მომიზეზებით, ჩუმად გადასცემს ყალბ საბუთს. ჯარისკაცებს დასჭირდებოდათ მხოლოდ, ხელმოწერა და პირველსავე ხელსაყრელ ვითარებაში გაქცევა. რამოდენიმე ტყვე ორკესტრში მომუშავე მუსკოსებად გაასაღა, გადააცვა და ყალბი საბუთებით გაიყვანა ბანაკიდან…
ისინი რაოდენობრივად იყვნენ ასოცნი და ყველა მადლობას უხდიდა ედიტ პიაფს ასეთი თავდაუზოგავი ძალისხმევისთვის. მოგვიანებით, წლების შემდეგ, თავისუფლებაში მყოფი ფრანგი ჯარისკაცები, მოდიოდნენ ედიტის კონცერტზე რათა, კიდევ ერთხელ გადახვეოდნენ და ერთად ეტირათ.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.