უბრალოდ ერთმანეთს ეწყობიან

მეგობარი ნანკა — მუშაობს ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში. 42 წლისაა. ლამაზია. მოხდენილი ქალურად, მაგრამ ამავე დროს, ერთ-ერთ აღმოსავლურ ორთაბრძოლაში აქვს ოსტატის წოდება. ზოგჯერ კაცივით იგინება, ძალიან უშიშარია. ჰყავს ქმარი, რომელიც მასზე 12 წლით უმცროსია. ის წამყვანი არქიტექტორია, სოლიდურ სამშენებლო ფირმაში. სიმპატიურია, ჟურნალიდან გადმოსულს ჰგავს. გაგიკვირდებათ და გურმანია. იგონებს და ამზადებს უგემრიელეს საჭმელს. იგონებს ზღაპრებს წლისნახევრის ტყუპებისთვის, თუ ნანკა დაკავებულია ტყუპებს დაბანს კიდეც. გარდა ამისა, დგება ღამე თუ ბავშვებს გაეღვიძათ. ნანკას არ აწუხებს, იმიტომ რომ დაღლილია, ქალია და დაისვენება სჭირდება.

ნინო — ფილოსოფიის პროფესორია. გათხოვდა უდიპლომო მამაკაცზე. კაცი უშენებს ნინოს სახლს, ნინოს შერჩეული პროექტით. „ჭკუა ეკეტება“ შვილებზე. თუ ხმაურობენ და ამ დროს მისი საყვარელი ნინო ლექციისთვის ემზადება, ბავშვებს ეჩხუბება. ნინოს ძალიან უყვარს თავისი პროფესია, მოხიბლულია მეცნიერული კარიერით. ამ დღეებში აპირებს სტოკჰოლმში მივლინებით წასვლას. მეუღლე მოხიბლულია ნინოთი. მას არასდროს წაუკითხია გეგელი და წარმოდგენა არ ააქვს, რა არის ეგზისტენციალიზმი. სამაგიეროდ, იცის რა უყვარს და ესიამოვნება ნინოს. …და კიდევ, მეუღლეს აქვს ბიზნესი. რეალურად, საკუთარი შრომით მიაღწია მილიონიან შემოსავლებს.

ირმა – ბავშვთა ფსიქოლოგია. 9 წლის წინ დაეღუპა მეუღლე და დარჩა 3 წლის პატარა ბიჭი გასაზრდელი. რამდენიმე წლის წინ მოჰყვა ავარიაში. ჰქონდა უმძიმესი მდგომარეობა.  ის გაჰყვა ცოლად მეგობარს, რომელიც დაეხმარე ფეხზე წამოდგომაში და ექვსი თვე, ერთი წუთითაც, არ მოსცილებია გვერდიდან. ისინი სტუდენტობის დროიდან მეგობრობდნენ. მეუღლე ყოფილი სამხედროა. როდესაც ირმას მდგომარეობა გაიგო, თავი დაანება სამსახურს და გახსნა ფოტო სალონი (ბავშვობიდან ეხერხებოდა ეს საქმე) – იღებდა ვიდეო და ფოტო შეკვეთებს, აიყვანა ფოტოგრაფი და თან ირმაზე საზრუნავად მეტი დრო რჩებოდა. ბავშვმა მიიღო ის როგორ მამა, რომელიც თითქმის არ ახსოვს. კაციც ამაყობს  რომ ზრდის ჭკვიან, ნიჭიერ და გონიერ ვაჟკაცს.

როდესაც მეუბნებიან, რომ იდეალური ურთიერთობები არ არსებობს, ვამბობ – არსებობს და ასეთი წყვილები ჩემს გარშემო მეტობაშია. და თუ მაინც შემოდიან კამათში, უბრალოდ, გულში მეღიმება რადგან, კიდევ ერთხელ, სამაყროსგან ვღებულობ გზავილს: როგორც ვფიქრობთ, ისე ვცხოვრობ! კამათი აზრს კარგავს – მათ საკუთარი აზრების შესაბამისი რეალობაა აქვთ. ამავე დროს, ხომ ვიცი, არასებობს, აგერ ჩემს თავლწინ, სხვაგვარი რეალობა, სადაც წყვილებში ჰარმონიული ურთიერთობებია. და მათ უყვართ არა იმიტომ, რომ რომელიმე იდეალურია რომელიმე, არამედ ერთმანეთს ეწყობიან. უბრალოდ, ერთმანეთს ეწყობიან! თავში არსებული „მაჯლაჯუნებით“, ნაკლით.

ყოველ ალხანას ჰყავს თავისი ჩალხანა-ო.

ამიტომ ნუ გეშინიათ იცხოვროთ ისე როგორც გინდათ, აკეთოთ რაც გინდათ და გახდეთ ვინც გინდათ. ალხანა იპოვის თავის ჩალხანას 🙂

წარმატებები!! დღეს სულ ეს არის.

მადლობა.

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.