თქვენი შანსი მხოლოდ სიყვარულია

Alice-Mason

ფოტო: Alice Mason

სიყვარული, მდგომარეობაა და ის არ არის რამეზე ან ვინმეზე დამოკიდებული.

სიყვარული, ენერგიის ნაკდია და პირველად იგრძნობთ თუ არა, მუდმივად მიგიზიდავთ და ეცდება დაგაბრუნოთ.

და თქვენც ბრუნდებით, ხსნით და აღრმავებთ ნაკადს.

როდესაც გიყვართ – უბრალოდ, გიყვართ.

გინდათ ახსნათ, გინდათ სიტყვებით შეამკოთ…

მაგრამ ემოციები შემოგხვევთ ხელს, გაგჟღინთავთ, აგავსებთ, მოგიცავთ სრულად. სიტყვებისთვის ადგილს არ ტოვებს… და ასე, მხოლოდ გრძნობებს მინდობილი, მინაბებული, ღიმილნარევი ყუჩდებით…

Continue reading “თქვენი შანსი მხოლოდ სიყვარულია”

Advertisements

თუ კი ურთიერთობა იმალება, არ დარჩეთ ამ ურთიერთობაში

რეჯინა ბრეტი — ამერიკელი მწერალი, ორჯერ პულიტცერული პრემიის ლაურიატი. ის ცნობილია თავისი სტატიებით ცხოვრებისეულ საკითხებზე და მან კარგად იცის რაზე საუბრობს. თვისი ცხოვრების მანძილზე რეჯინამ ბევრი რამ გადაიტანა. 18 წელი მარტო ზრდიდა შვილს, 41 წლის ასაკში დაძლია მკერდის სიმსივნე,  ყველაფერი ამის მიუხედავად, შეძლო წარმატებისთვის მიეღწია, გაიკეთა შესანიშნავი კარიერა და მხოლოდ 45 წლის ასაკში შეხვდა ნამდვილ სიყვარულს.

Continue reading “თუ კი ურთიერთობა იმალება, არ დარჩეთ ამ ურთიერთობაში”

3 თვიანი ქოუჩ-სესიის უკუკავშირი

ნინო ფხაკაძე

საყვარელო თამარ, არ ვიცი საიდან დავიწყო და როგორ გამოვხატო მადლიერება შენ მიმართ, მოგმართე სრულიად დაკარგულმა და სასოწარკვეთილმა, თუმცა მჯეროდა რომ ქოუჩინგი რაღაცას მაინც შეცვლიდა ჩემს ცხოვრებაში და ასეც მოხდა… რაღაც კი არა ბევრი რამ შეიცვალა…

ვისწავლე საკუთარი თავის სიყვარული, უკეთესად ფიქრი, სიხარულის გახანგრძლივება, მადლიერების უკეთ გამოხატვა… ყოველ დღე ბედნიერების საოცარ ნაკადს ვგრძნობ და მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ შენ გაგიცანი.
შენ დიდხანს უნდა იცოცხლო, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს აპოვნინო გზა ბედნიერებისაკენ!.. საოცრება ხარ ამ უამრავ საოცრებათა შორის!..

უდიდესი პატივიცემა და სიყვარული შენ ჩემგან!.

სტაფილო, კვერცხი და ყავა (იგავი)

ტიბეტელ ბერთან მივიდა მისი მოსწავლე  და შესჩივლა:

– მასწავლებელო, დავიღალე, უმძიმესი ცხოვრება მაქვს, უამრავი სირთულეებითა და პრობლემებით აღსავსე. ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ ვცურავ, ყველგან დაბრკოლებას ვაწყდები, ძალებიც გამომელია… რა გავაკეთო?

მასწავლებელმა, პასუხად, ცეცხლზე წყლით სავსე სამი ჭურჭელი შემოდგა. ერთში სტაფილო ჩააგდო, მეორეში კვერცხი, ხოლო მესამეში დაფქვული ყავის მარცვლები ჩაყარა.

Continue reading “სტაფილო, კვერცხი და ყავა (იგავი)”

იცი როგორ დაიბრუნო ბედნიერება?

ვერასდოს წარმოიდგენდა, პრობლემა თუ გახდიდა ბედნიერს.
პრობლემა გააშიშვლა ემოციებისგან  და შერჩა  მოვლენა.
გაანთავისფლააააა…
გამოეყო… განუდგა…
ერთხელაც ჩამოჯდა.  დახუჭუა თვლაები და შეეცადა ყური ეგდო, მოესმინა და გაეგო – სინამდვილეში, რა სურდა მის სულს? სულს სურდა ბედნიერება!!!
ცხოვრების ორომტრიალში ჩათრეულს, თითქმის, არასდოს არ ჰქონია ამის დრო. სულ ჩქარობდა სადღაც… ახლა, ვეღარც კი იხსენებს სად…
მოსმენის, პირველი მცდელობა უშედეგო გამოდგა.
გაუჭირდა…
მერე, კიდევ ერთხელ ცდის.

აზრების ენერგეტიკული მიმართულება

Continue reading “აზრების ენერგეტიკული მიმართულება”

მადლობა

Khatuna მადლობა თქვენ, იმ სიღრმისეული და მყარი პროფესიული საუბრისთვის რაც ჩვენ შორის შედგა… მე გადავლახე ის დაბრკოლებები რისიც მეშინოდა რაც ასე მაკნინებდა და სულს მიმიძიმებდა.. მადლობა იმ ნახევარ საათიანი საუბრისთვის , ყველაფერი ისე მიდის ჩემს ცხოვრებაში როგორც მინდოდა, ამის დიდი სურვილი ყოველთვის მქონდა მაგრამ ბევრი რამ მიშლიდა ხელს, პირველ რიგში შიში..🙂 დღეს მე კმაყოფილი ვარ, ვმუშაობ და კიდევ ბევრის გაკეთება მინდა.

გკოცნით, ღმერთმა უფრო მეტი შეგაძლებინოთ…

რომ ჩამოვალ აუცილებლად შეგხვდებით.

თამარ კვარაცხელია პერსონალური გვერდი.

ქოუჩინგის მომსახურება: http://kvaratskhelia.pro