აანთე სინათლე შენს ფანჯრებში

ერთი ქალი მეზობელს აღშფოთებული უყვებოდა თავის მეგობარზე, რომელმაც ძალიან გააბრაზა. მეზობელი ამშვიდებდა და სთხოვდა, რომ ეპატიებია.
— ვაპატიო? რანაიარად? იმის მერე, რაც მან გამიკეთა? არა, არა, მსგავსი ბოროტების პატიება შეუძლებელია – თქვა ქალმა – და საერთოდ, მე რატომ უნდა მიყვარდეს ყველა, ისინიც კი ვისაც არ ვუყვარვარ, რატომ უნდა გავაკეთო ყოველთვის მე სიკეთე, მაშინ როდესაც გარშემო ყველა გატყუებს, გღალატობს, ზურგს უკან გჭორავს და სჩადის ბოროტებას?


— მომისმინე, ერთ ისტორიას მოგიყვები — უთხრა მეზობელმა — ცხოვრობდა ერთი კაცი. მან დედაბუნებას სთხოვა, რომ  ღამე ნათელი ყოფილიყო, რათა სანთლის ანთება არ დასჭირვებოდა, ხოლო ზამთარი თბილი, რათა ბუხარი არ დაენთო. მაგრამ ეტყობა, დედა ბუნებამ უკეთესად იცოდა რა, როგორ და რანაირად უნდა ყოფილიყო, ამიტომ არ შეისმინა თხოვნა.

გაბრაზდა კაცი და გადაწყვიტა: «ასე, ხომ? მაშინ მეც არ ავანთებ ღამ-ღამობით სანთელს და არ გავანთებ სახლს. ზამთარში ბუხარს არ დავანთებ, არ გავათბობ სახლს. კიდევ უფრო მეტი, ღამე კარებს დავტოვებ ღიას, რომ სითბოს ნასახი აღარ დარჩეს. აი, მაშინ ვნახოთ რაც მოგივა.
—რა სულელი ყოფილა — გააწყვეტინა ქალმა — ის რა, ფიქრობდა სანთელს თუ აანთებდა სხვას გაუნათებდა ან ბუხრის დანთებით ყინვას ათბობდა? გამოშტერებული ყოფილა ეს შენი კაცი! პირველ რიგში, ეს ყველაფერი სჭირდებოდა თვითონ მას. აჯობებდა საკუთარ თავზე ეზრუნა.
— მართლა? მაშინ, შენ რატომ აკეთებ იგივეს?
— მე? მე რა შუაში ვარ? — გაიკვირვა ქალმა
— დიახაც შენ. შენ, რატომ აქრობ სიყვარულის შუქს, როდესაც გარშემო უკუნი სიბნელეა და რატომ არ ანთებ გულში ცეცხლს, როდესაც გარშემო ადამიანების გულები გაიყინა? უკუნ სიბნელეში ჯდომას და ლოდინს ვიღაცა ოდესღაც გაგინათებს, არ აჯობებდა თავად აგენთო და გაგენათებინა შენთვის და სხვებისთვის? ამ შემთხვევაში, ხომ თავადაც გაიკვლევდი გზას და შეიძლება, გარედანაც დაენახა ვინმეს. გამოყვებოდა ამ შუქს.. სიცივეში ჯდომას და სხვისგან მოლოდინს, უკეთესი არ იქნებოდა, აგეგიზგიზებინა ცეცხლი გულში და მისგან წამოსული სითბოთი გაათბობდი თავსაც და სხვებსაც – დათბებოდა ადამიანთა გულები და  არ იქნებოდა ამდენი სიცივე.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.