აზრების ენერგეტიკული მიმართულება

მშობლის პოზიტიური აზრი შვილზე რომლიც გამოხატულია კონკრეტულ აზრფორმაში, ხშირად უღობავს შვილს გზას…  აზრფორმები ენერგიით სავსე ფრაზებია: „მე უკეთესად ვიცი რა არის შენთვის კარგი“ ეს უკვე, ჩამოყალიბებულ აზრფორმას წარმოადგენს. ის, ბლოკავს შვილის პიროვნულ ჩამოყალობებას და ბლოკს ადებს მის განვითარებას. მომავლისთვის ის ხდება უუნარო და თუ ახლა მშობელმა იცის რა არის მისთვის კარგი, მომავალში სხვას (ხშირ შემთხვევაში მეუღლეს, საყვარელს, უფროსს, მეგობარს…) ეცოდინება.

პოზიტიური განზრახვით არის აზრფორმა თუ ნეგატიურით მასში დევს ენერგია, როემლიც უნდა რეალიზდეს ფიზიკურ ექვივალენტში.  ენერგიაში რაც მეტი ემოცია იდება, მით მეტად ცვლის ადრესატის გარშემო სივრცეს. ეს მიზანშეწონილი არ არის, რადგან (კიდევ დავწერ) მის პირად სივრცეში ჩერევას წარმოადგენს.

უარყოფითი აზრების ზეგავლენა

ერთი ფიქრობს მეორეზე ცუდად. თუ მეორესაც გააჩნია იგივე ფიქრები, მაშინ ეს აზრფორმა წარმოიქმნება თავიდან ფაქიზ ენერგეტიკულ ველზე. მაგრამ თუ არ მოხდა აზრების სინქრონიზება (მსგავსთა თანხვედრა), რა ძალებითაც არ უნდა იყოს ენერგია მიმართული, ვერ შეძლებს შეცვალოს მეორე ადამიანის ენერგოველი! ვიბრაციული ფონი სხვადასხვაა და თუ გაცილებით მაღალ ვიბრაციებზე მყოფს გაეგზავნა, დაბალ ვიბრაციებზე მყოფი ადამიანისგან აზრფორმა, მასთან ვერ აღწევს და შესაბამისად, ენერგია არ ეცვლება. სამაგიეროდ, გაშვებული აზრფორმა გამრავლებული ძალით, ბუმერანგივით უბრუნდება და ცვლის გამგზავნის ენერგოველს. მაგალითად, ვთქვათ პირობითად, გააგზავნა 10 ერთეული აზრი, უბრუნდება 20 + ;  დამოკიდებულია გზავნილის ემოციურ დატვირთვაზე.

როდესაც ადამიანი აგზავნის ნეგატიურ აზრებს სხვისკენ, ამ დროს, კვებავს და აძლევს ენერგიას იმ სხვას.

პირველი ვარიანტი:  მაგალითად, ორი ქალი განიხილავს მესამეს, რაც არ უნდა ილაპარაკონ მასზე, რა ჭუჭყში და ლაფში არ უნდა ამოსვარონ, მესამე ქალი ხარობს და იზრდება. მისკენ გაგზავნილი ენერგია წარმოადგენს მხოლოდ, იმ საწვავს, რომელსაც გამოიყენებს საქმეებში! მას ეგზავნება სასიცოცხლო ენერგია. რომ მოხვდეს გაგზავნილი აზრფორმის სტრუქტურირება მესამეში, გამგზავნნი უნდა ფლობდნენ საჭირო მახასიათებლებს – გააჩნდეს შინაგანი მაღალი პოტენციალი. მაგრამ ადამიანებს რომლებსაც, უკვე აქვთ პოტენციალის მაღალი დონე, ჩვეულებისამებრ, არ ფიქრობენ სხვებზე ცუდად.

მეორე ვარიანტი: ორი დაბალენგეტიკული ადამიანი აგზავნის ნეგატიურ-სტრუქტურირებულ ენერგიას ერთმანეთისკენ. ერთიც და მეორეც ამ დროს იღებს წინააღმდეგობრივ ენერგოველს. ტყვიები იქით აქეთ დახტის და ველს ხვრიტავს. ზიანდება ირივე ენერგოველი.

მესამე ვარიანტი: ადამიანი რომელიც ფლობს მაღალხარისხიან ვიბრაციებს ბრაზდება და დაბალხარისხიან ვიბრაციების მქონე ადამიანისკენ უშვებს ნეგატიურ გზავნილს, აქ ამუშავდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ამ შემთხვევაში, ადამიანი მიიღებს ძლიერ  საპასუხო დარტყმას, სადაც მას კონკრეტული ცხოვრების მაგალითებზე ეჩვენება – რა გააკეთა, რატომ იყო მისი საქციელი დაუფიქრებელი და ენერგეტიკულად საშიში. ეს სიტუაცია ყველაზე მძიმე და მტკივნეულია!

დადებითი აზრების ზეგავლენა

როდესაც ადამინის აზრები მოდის უპირობო სიყვარულიდან, ენერგია ისე ნაწილდება, რომ სხვები ამ ენერგიას ეწყობიან თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს. სამაგიეროდ, მასთან არ ხდება ენერგეტიკული სტრუქტურული გაფართოვება. არ არის თანაბარი ველის მდგომარეობა და ის ენერგიულად მუშაობს ამოწურვამდე.

ავსებენ თუ არა მსგავსი ადამიანები თავიანთ პოტენციალს?

ერთი ფაქტია, ძლიერები ამით არ ზარალდებიან. როდესაც ადამიანი სხვასთან აგზავნის უპირობო სიყვარულს, მაშინ აზრი უფორმოა, არის მხოლოდ უპირობო სიყვარულის შეგრძნება. ფაქიზ ენერგეტიკულ დონეზე ეს გამოიყურება შემდეგნაირად: ის სრულად აკუმულირდება ადრესატის ენერგოველში და მომენტალურად შეავსებს მის ენერგო პოტენციალს, რესურსულ მდგომარეობას. უპირობო სიყვარულის გამგზავნი ენერგისგან კი არ ცარიელდება, არამედ, სიყვარულის გაგზავნის პროცესში მასში ენერგია იზრდება რამოდენიმეჯერ. გარდა ამისა, გააჩნია და აქვს ენერგიის შევსების სხვა მხოლოდ მისთვის ცნობილი წყაროები.

ჩვენ არა მარტო შეგვიძლია გავაგზავოთ, არამედ, შესაძლებელია მოვახდინოთ გენერირება!

მაგრამ აქ დასაფიქრებელია – რაში გჭირდება ამის გაკეთება?

უპირობო სიყვარულის გზავნილი მაღალენერგო დონეზე მდგარი ადამიანის მხრიდან, დაბალ ენერგო დონეზე მდგომ ადამიანისკენ, ითვლება ენერგო ველში დაუკითხავად შეჭრად. ამ დროს, ჩნდება სიმპტომები, როგორიცაა – „ყურები გამიხურდა, ვიღაცა მახსენებს“, ღაწვის უმიზეზო ახურება, მთელი სახის აალება… უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ამ დროს ჩამრევი, თუნდაც უპირობო სიყვარულით, არღვევს საკუთარ ენერგო რესურსულ ბალანსს. დაბალ ენერგო დონეებთან ურთიერთობისას იყავით ყურადღებით და რაც მთავარია, ფრთხილად მათი მდგომარეობის მიმართ. მოუმზადებელი ენერგო სტრუქტურები რთულად აღიქვამენ უპირობო სიყვარულს.

თუ კი რამე აზრი მოგივიდათ ადამიანზე კი არ უნდა ჩაიკარგოთ ამ აზრებში, არამედ დასვათ კითხვა, რატომ მოგივიდათ ეს აზრი? ისწავლეთ აზრების გაფილტვრა, ისწავლეთ მენტალურ სიჩუმეში ყოფნა. ეს დიდი სამუშაოა!

ისწავლეთ ლოცვის, უმაღლესი „მე“ს, სიყვარულის, მადლიერების და მიტევების ენერგიების გამოყენება. პატიება ჯადოსნური ენერგიაა (შემიძლია ასეც ვუწოდო) აბრუნებს ენერგიას რომელიც გაეცით და აბალანსებს ურთიერთობებს ფაქიზ დონეზე. პატიება – როცა იგზავნება გულწრფელი პატიება!

არაფერი არ ხდება უბრალოდ ისე

ყველანი ვქმნით საკუთარ ცხოვრებას. ერთადერთი ბავშვს ვაძლევთ უპირობო სიყვარულს მთელი ძალით და უსაზღვრო ოდენობით. კიდევ, საყვარელ მამკაცს, საყვარელ ქალს ვაძლევთ თავისუფლებას და სიყვარულს, ისეთს რისი მიცემაც შეგვიძლია ყოველნაირი  პირობების გარეშე. უპირობო სიყვარული არის ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება გავცეთ და სამაგიეროდ მივიღოთ ყველაფერი საუკეთესო ფორმით.

რა მასალისგან, რა დამოკიდებულებებს ვაშენებთ – ისეთ ურთიერთობებს ვღებულობთ!

ქალი ეს ენერგიის წყაროა და საინტერესოა, როგორ გადასცემს თავის ენერგიას ოჯახის წევრებს?

ქალი, როცა ფიქრობს ოჯახის წევრებზე, მისი ფიქრები მათი ენერგიაა. როცა ქალი ფიქრობს ქმარზე, ის აძლევს ენერგის. როდესაც ფიქრობს კარგად ან ცუდად, ის გადიქცევა ადრესატში განსახორციელებელ ენერგიად. როგორ ფიქრობთ, რატომ არის დედის ლოცვა ყველაზე ძლიერი ლოცვა შვილისთვის?

როცა ვუყურებთ ტელევიზორს, სად მიდის ენერგია?

ფიქრობთ წამყვანზე: რა ლამაზია, საინტერესოა, ის იღებს წარმოუდგენელ სასიცოცხლო მუხტს. ვარსკვლავების საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ ისინი უყვართ ათასობით ადამიანს. ისინი არა მარტო საკუთარ ენერგიებზე დგანან, არამედ, მათ ყოველდღე კვებავს ათასობით ადამიანი.

ახლა დაფიქრდით, სად მიდის თქვენი ენერგია, როდესაც თავში გიტრიალებთ ვინმეზე ან რამეზე ნეგატიური აზრები? რაში ან ვისზე ფიქრში ხარჯავთ სასიცოცხლოდ აუცილებელ ენერგიას? 

ყველა ადამიანს გააჩნია გარკვეული სასიცოცხლო ენერგიის ზღვარი, მათ შორის დღიური ზღვარი… კარგად გააცნობიერეთ – სად ფლანგავთ ან რაში იყენებთ მას?

მაგალითად, ბევრი ფიქრობს – რა ცუდი და ბოროტი დადამთილი/მამათილი ჰყავს. არადა, უყურებ და ეს „ცუდი ადამიანი“ კი ხდება ვარდენას ქალიშვილივით ან მზეჭაბუკივით. ხარობს ცხოვრებით, ყიდულობს ახალ ნივთებს, იცინის, უდარდელობს სერიალების ყურებაში… ასე ხდება იმიტომ რომ, ყოველ დღე, დღიდან დღემდე აძლევთ  თქვენს უძვირფასეს ენერგიას. გთხოვთ, მე ნუ მომწერთ ამაზე პირადში, ნუ გამრევთ თქვენს ენერგეტიკულ ვიბრაციებში… თუ გარკვევა გინდათ, აიღეთ ტელეფონი და დამირეკეთ ან ქოუჩ-სესიებზე ჩაეწერეთ და იქ კანონზომიერად მიიღებთ პრობლემის გადაჭრას. დაინახავთ და გააცნობიერებთ პრობლემა სად არის…. რატომ ფასიან ქოუჩ-სესიაზე? რათა მოხდეს ენერგიების სწორი ცვლა და მიიღოთ სარგებელი. თქვენს პრობლემაზე ჩვენი ერთდროული მუშაობით! უფასოზე თქვენ იღებთ გადწყვეტას, რას ვიღებ მე? რასაც იხდით(ან არ იხდით), იმის „წონის“ სარგებელს იღებთ(ან არ იღებთ) – ეს უბრალოდ ენერგიების ცვლაა და კანონზომიერება!

შეიძინეთ ქოუჩინგის მომსახურების სასურველი პაკეტი http://kvaratskhelia.pro 

ამ ბმულით შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ 21 დღიან ონლაინ ტრენინგზე: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

თუ არცერთი გაწყობთ, მაშინ ბლოგზეც საკმარისი თემებია, რომ საკუთარ თავში გამოგზაუროთ და კითხვებზე პასუხები გაპოვნინოთ, ეს ხომ აბსოლუტურად უანგაროა ❤ მარტივ ენეზე დაწერლი, მათში დევს ჩემი ენერგია და თუ მოვიდა თქვენთან რეზონანსში, ისღა დაგრჩენიათ იშრომოთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ:

  1. მესინჯერით დიიიდ ცხოვრებისეულ პრობლემებს არ წყვიტავენ
  2. ქოუჩი რჩევებს არ იძლევა, მან მთელი რიგი ტექნიკები უნდა გამოიყენოს, რომ ერთობლივი მუშაობით, გაგიყანოთ პრობლემის გაცნობიერებამდე.
  3. ნუ ეძებთ ადვილ გზებს და ნუ მწერთ: თქვენგან რჩევა მინდა და იმხელა წერილს აყოლებთ, რომ ნახევარი დღე მიდის წაკითხვაში და გააზრებაში (თან ინგლისური ასოებით). ვერ გავიგე, გამოსავალი ვის სჭიდება, მე თუ თქვენ? ❤ თან არ გაკმაყოფილებთ პასუხი და გაუჩერებლად მწერთ, ზოგჯერ დღეებიც გადაბმით. ამ დროს, სრულებით არ მიკვირს – რატომ გაქვთ პრობლემა და რატომ ადანაშაულებთ მათში სხვებს.
  4. დარეკეთ და შემითანხმდით სესიებზე ან შეიძინეთ ქოუჩინგის მომსახურების სასურველი პაკეტი http://kvaratskhelia.pro 
  5. ამ ყველაფრს კეთილი გულით და ზრახვებით ვწერ!

და გახსოვდეთ: ცხოვრებაში ყველა პრობლემა თქვენი გაზრდის შანსია და შეგიძლიათ გაიზარდოთ დამოუკიდებლად ან ქოუჩთან ერთად! საკუთარი ცხოვრების ბატონ პატრონი ხართ თავად და არჩევანს აკეთებთ მხოლოდ თქვენ!!!

მადლიერებით და სიყვარულით ❤

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

8 thoughts on “აზრების ენერგეტიკული მიმართულება

  1. gaixaret zalian didi madloba.shesanishnavi informaciaa …tqven ver warmoidgent rogor damexmaret …..ukve ramodenime tvea chemi ojaxis wevrebs vkvebav chemi pozitiuri azrebit da vxedav rogor midis saqme kargad.tumca ar davmalav da mainc mjirdeboda zutad aseti statia rom ufro energiulad vimushao sakutar tavze da agarasodes ejvi ar shemeparos arafershi…….ugrmesi madlobaa

  2. Dzalian sasiamovno rchevebia q-no tamar!!mixaria rom gipovet gmadlobt kvelaperi detalurad da gasarkvevad aris agcerili!

  3. დიდი მადლობა,გაიხარეთ.ბედნიერებაა როცა გაქვს სურვილი სხვა ადამიანების სიხარულითა და წარმატებებით გაიხაროთ და ყოველთვის სიკეთე უსურვო.
    სიყვარულს,ჯანმრთელობას და სიხარულს გისურვებთ.გამრავლდით და გაიხარეთ,დატკბით ცხოვრებით და სიყვარულით🌹👍❤

  4. დიდი მადლობა,გაიხარეთ.ბედნიერებაა როცა გაქვს სურვილი სხვა ადამიანების სიხარულითა და წარმატებებით გაიხაროთ და ყოველთვის სიკეთე უსურვო.
    სიყვარულს,ჯანმრთელობას და სიხარულს გისურვებთ.გამრავლდით და გაიხარეთ,დატკბით ცხოვრებით და სიყვარულით🌹👍❤

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.