12 თვისება რომელსაც ადამიანი მიჰყავს სიღარიბემდე

ჩვევა 1 – ღარიბები მუდმივად დამნაშავეებს  ეძებენ

ღარიბი ადამიანი არასოდეს  აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ის ადანაშაულებს კოლეგებს, უფროსს, მთავრობას… ეს ბოლო, ძალიან გავრცელებულია. შედით პიროვნების პირად ფბ გვერდზე და მისი გაზიარებული პოსტებით მიხვდებიათ, იღებს თუ არა ის პასუხისმგებლობას თავზე და შესაბამისად ღარიბია თუ არა. ღარიბ ადამიანს უჭირს აღიაროს, რომ თავად არის რამეში დამნაშავე, მით უმეტეს, შეუმდგარ ადამიანად ყოფნაში!!! ღარიბი ფიქრობს: «ისინი რომ არა, მე დიდი ხნის წინ ვიქნებოდი წარმატებული», «მე ხომ ბედი არ მაქვს, ყველა ხელს მიშლის, რამის გაკეთებ აქ შეუძლებელია» რა ქნას, მართლა ასეა და…. მისთვის ეს რეალობაა, მისი ცნობიერი არ არის მზად დაინახოს შესაძლებლობები.

 ჩვევა 2 – დროის გაყვანა

ბავშვობოდან გიჩიჩინებდნენ ძველ «სიბრძნეს»: «შვიდჯერ გაზომე – ერთხელ გადაჭერი». დაივიწყეთ!!! დრო ისე სწრაფად მიდის… სანამ ფიქრობთ, აწონ-დაწონით…  ვიღაცა „ნაგლი“ თქვენს იდეას ახორციელებს, თან ისე, რომ არც კი იცნობთ, ვინ არის?… გამოდის, ლუკმას გართმევთ. ეი…. გაიღვიძე!!! იმარჯვებს ის, ვისაც არ ეშინია პირველი ნაბიჯის გადადგმის, მიდის რისკზე და ანხორციელებს საკუთარ იდეებს. იმის ნაცვლად დაჯდეს და აიწონა-დაიწონა ითამაშოს, აღწევს მზნებს და ინხორციელებს ოცნებებს. ღარიბი აზროვნებით ადამიანს, ყოველთვის გაჰყავს დრო და ამ თავის უმოქმედობას საბოლოო ჯამში, მაინც, დააბრალებს სხვას.

ჩვევა 3 – რისკზე წასვლის შიში

ღარიბი აზროვნების ადამიანი არ რისკავს, ის ითხოვს წინასწარ გარანტიებს. ამბობს : ამას გავაკეთებ  მაგრამ რომ არ გამოვიდეს?.. ეშინია ნეგატიური შედეგის, რადგან მარცხი მისთვის ფიასკოს წარმოადგენს და არა გამოცდილებას. მას ურჩევნია სტაბილური, თუნდაც მცირე მაგრამ მოჭრილი ხელფასი. საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ ცხოვრობს ხელფასიდან ხელფასამდე. სამაგიეროდ, აქვს სტაბილურობის ილუზია.

ჩვევა 4 – უფასო სწავლება

ტიპიური წარმოდგენა ღარიბი აზროვნებით ადამიანისა – უფასოდ გაგოს და მიიღოს რამე ფასეული! მასხოვს, ჩემმა მენტორმა თბილისში,  ჩაატარა უფასო მასტერ-კლასი და მოვიდა 150ზე მეტი ადამიანი. თავადაც არ ელოდა და აღნიშნა – ასეთი რამ ალბათ მხოლოდ საქართველოში ხდება, სხვა ქვეყნებში მსგასი რამ არ შეუმჩნევია. მართალია, ამ უფასო 150 კაციანი მასტერ-კლასიდან, ფასიან ტრენინგზე მოვიდა მხოლოდ 3 ადამიანი. საქართველოსთვის კარგი სტატისტიკაა 🙂  🙂  🙂 ის, ვინც ცდილობს მთელი ცხოვრება არ გადაიხადოს და მიიღოს უფასოდ ღირებული, იმყოფება სწავლებადობის ილუზიაში! განვითარებასთან და შემდეგში, მის გამოყენებასთან ამას არავითარი კავშირი არ ააქვს. „უფასო ყველი სად არის?.. მხოლოდ სათაგურში!“ იმისათვის, რომ გახდეთ წარმატებული საჭიროა ცოცხალი ურთიერთობა მენტორთან, წინამძღოლთან. საჭიროა, მიზნისკენ სავალი გზის მკაფიოდ ცოდნა. ტრენინგის ან ქოუჩინგის ფასი ეს არა მარტო წარმატებული მომავლის მაჩვენებელია, არამედ მიანიშნებს თქვენს მოტივაციას. აჩვენებს, რა ცნობიერის დონეზე იმყოფებით და რამდენად ხართ მზად წარმატების, ცვლილებების შემოსაშვებად. მე კარგად მახსოვს სემინარებს რომ დავსწრებოდი (ძირითადად საქართველოს საზღვებს გარეთ) რაზე მიწევდა წასვლა ფული რომ მეშოვა (ღამის ცვლებში ფიზიკური მუშაობა, ფული სესხება…). დღეს, ტრენინგებს რომელსაც გავდივარ, ხარისხმა და დონემ მოიმატა, მათი ღირებულებაც გაიზარდა და რაც მათავრია ჩემი შემოსავლებიც საგრძნობლად გაზრდილია. ეს უბრალო კანონზომიერებაა….

ჩვევა 5 – არ სურთ  მათ შრომაში ფული გადაუხადონ.

ღარიბის აზროვნების ადამიანს უყვარს სხვის ხარჯზე ცხოვრება. მუსიკა, წიგნები, ტრენინგები, ფილმები – ის ისმენს ინტერნეტიდან. მისი ფილოსოფიაა – ფასიანი მომსახურება, რამენაირად, მიიღოს უფასოდ. ქურდობა, ქურდობაა, ინტელექტუალური იქნება ის თუ მატერიალური. გადმოწერე ფასიანი პროდუქტი უფასოდ? ეს = ქურდობას! ასეთი ადამიანი განწირულია სიღარიბისთვის. ეს გაცნობიერება არც ისე დიდი ხანია მოვიდა და თანხებიც წამოვიდა! ამას წინათ ჩემი ახლოებლი მოხვდა ბიზნეს კონსულტაციაზე, რაზეც ფინანსური საკითხის გამო, არ დავესწარი. მან მოგვიანებით მითხრა მომაწვდიდა, რაღაც საკითხებს, მაგრამ განვაცხედე უარი. ფასიანის, უფასოდ მიღების მცდელობა – ღარიბი ფსიქოლოგიაა და მე ამაზე ვამბობ არას!

ჩვევა 6 – თავის შეცოდება

ხშირ შემთხვევაში, ადამიანები საკუთარი პრობლემის წყაროს ხედავენ გარემოცვაში და გარემოებებში – ეს, ხან არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობაა, ხან სხეულის ნაკლი, ხან ღარიბ ოჯახში დაბადება, არასაკმარისი განათლება, დაიბადა და ცხოვრობს არა იმ ქვეყანაში და ა. შ. ღარიბი ადამიანის არსენალში არის ათეულობით თავის შეცოდების საშუალება, მაგრამ თავის შეცოდებაზე ფულს ვერ გამოიმუშავებ. ნუ, სპეციალურად ამაზე ტრენინგს თუ არ შექმნი , მაგრამ რამის შექმანს მსხვერპლის დონიდან გამოსვლა სჭირდება.

ჩვევა 7 – ოხვრა და წუწუნი

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ უფულობა — ადამიანის ყოველდღიურობაში არსებული ნეგატიური ემოცების შედეგია. მდიდარი ადამიანის აზროვნებისგან განსხვავებით, ღარიბი პრობლემებს არ აღიქვამს – მიზნისკენ აღამავალ ერთ-ერთ საფეხურად. ის მიეჩვია ოხვრას და წუწუნს ბედზე, მთავრობაზე, ცხოვრებაზე. ასე, საკუთარ თავთან მართალია, მიუხედავად იმისა რომ ილუზიაა. მართალია, ზოგჯერ გინდა მოეშვა, მოდუნდე, ამოხეთქო… რათა შეგიცოდონ, თავზე ხელი გადაგისვან, მაგრამ…. გეკითხებით: ამისგან შვებას გრძნობთ? და მითუმეტეს , საფულეში ფულის რაოდენობა იცვლება? არა!!!  რამდენიც იყო, იმდენივე დარჩა და არც პრობლემა ქრება. მაშინ, აზრი?

ჩვევა 8 –  შიში, რას იფიქრებენ სხვები

წარმატებული ადამიანი აფასებს ინდივიდუალურობას, დარწმუნებულია საკუთარ თავში და ძალებში, ამიტომ დამოკიდებული არ არის გარემოცვის აზრზე. ღარიბი, როგორც წესი, პირიქით, დროის დიდ ნაწილს და ენერგიას ახმარს გარემოცვის აზრს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, რას იფიქრებენ მასზე. ამ თვლის პატრონეებად მიაჩნია მისთვის ავტორიტეტი ადამიანები, თავს მათ ადარებს, რაც მის სასრგებლოდ ნამდვილად არ სრულდება. ამიტომ კიდევ ერთი საწუწუნო მიზეზი უჩნდება.

ჩვევა 9 – ფულის ფლანგვა

ღარიბ ადამიანს არ გააჩნია ფინანსური სტრატეგია. მისი მიზანია – გამოიმუშავე და დახარჯე. მდიდარი თავის მხრივ გამომუშავებულს აბანდებს კაპირალის შექმნაში. მისი აზროვნებაა: «რა უნდა დავაბანდო როდესაც ფული არ მაქვს?». ფული არ არის, იმიტომ რომ ადამიანი არ ფიქრობს მომავალზე. მდიდრდებიან არა ისინი ვინც ბევრს გამოიმუშავებს, არამედ ისწავლეს საკუთარი ფინასების მართვა.

ჩვევა 10 – მომენტალური შემოსავლის ძიება

ღარიბი არ ცდილობენ რამე ახლის სწავლას,  არ მუშაობს პერსპექტივაზე. მას ფული უნდა ამ წუთში, მომენტალურად. ეს მომხმარებლური ქცევის ნათელი მაგალითია. ადამიანს უნდა ყველაფერი და ახლავე, მინიმალური ძალისხმევით. ეს ჰგავს იმ გლეხს, რომელსაც ზამთარში შემოეჭმევა დასათესად მომარაგებული კარტოფილი და არ იფიქრა რას ჩაყრის გაზაფხულზე.

ჩვევა 11 – აკეთებს იმ საქმის, რაც არ უნდა

ღარიბი ყოველთვის იპოვის 10 დამნაშავეს, 100 გამართლებას და 1000 მიზეზს რატომ უნდა აკეთოს არასაყვარელი საქმე. მას არასდროს აკმაყოფილებს შემოსავლი. ის ცხოვრობს პარასკევ დღეზე ოცნებით, წყევლის უფროსობას, არ „ევასება“ კოლეგები… მიუხედავად ამისა, ყოველ ორშაბათს მიდის ოფისში. საყვარელი საქმით რომ აკეთოს ამისათვის, რასაკვირველია, არ ყოფნის დრო და სითამამე. აი, ასე, ერთფეროვნებაში და უცვლელობაში ადამიანი გალევს  მთელ თავის ძვირფას სიცოცხლეს. წლიდან წალამდე ერთი და იგივე.

ჩვევა 12 – ფუჭად დროის დახარჯვა

ღარიბი ფიქოლოგიის ადმიანი თავს ეკითხება: როგორ «მოკლას» დრო?

მდიდიარი დასვამს კითხვას: როგორ გამოვიყენო დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ? საბოლოო ჯამში, თითოეული მიიღებს იმას რისკენაც ისწრაფვოდა — ღარიბი «კლავს»  დროს და უღიმღამოდ ფლანგავს ცხოვრებას, მდიდარი იყენებს დროს და კიდევ მეტად მდიდრდება.

 

აღწერილზე მეტი ჩვევები შეიძლება იქნას ჩამოყალიბებული.  ამ საკითხზე, რამდენიმე წლის წინ ვთარგმნე ინეტიდან თემა და ვთვლი არც მას აქვს დაუკარგავს აქტუალობა – 7 თვისება რომელიც გაპროგრამებთ სიღარიბეზე (შეგიძლიათ იხ. ).

დღეს სულ ეს იყო. გისურვებთ წარმატებებს!!!

მოგეწონათ თემა? გაუზიარეთ ის მეგობრებს. მადლობა.

34 thoughts on “12 თვისება რომელსაც ადამიანი მიჰყავს სიღარიბემდე

  1. ერთი გამოგრჩა, ღარიბები ყოველთვის ზარმაცები არიან და ყოველთვის “ხვალ” გადააქვთ დღეს გასაკეთებელი, მაგრამ ეს “ხვალე” არასოდეს დგება ხოლმე როგორც წესი.

    1. მადლობთ გია უკუკავშირისთვის. ოო. ეს მნიშვნელოვანი პუნქტია. ალბათ „2. დროის გაყვანა“-ში, ვიგულისხმე, მაგრამ ცალკე აღნიშვასაც იმსახურებს, ისეთ საპატიო ადგილზე დგას ეგ.

  2. sxva kutxitac sheidzleba ert-erti punqtis analizi,albat arsad ari imdeni umushevari ramdenic sasartveloshi sadac eg tqveni e.c mentori dabrdzandeba,tu ar aqvs ra gadaixados im scavlashic. saqartveloshi upro meti garibia vidre mdidari,mash zarmacebi vart xo??? aba sascauli eri da sascauli alxi varto ro vambobt.kvelas namdvilad ar moergeba eg tqveni dazutxuli teoriebi

    1. საქართველოში უმუშევრობა არარის ეს დაიმახსოვრეთ და ამოიღეთ თავიდან ! საქართველოში არის ზარმაცობა… წავლემ იმ უნივერსიტეტში არ სცავლობენ ერთობიან და მარტო ის უნდათ რომ აი “დიპლომი ავიღოთ და მორჩა რა” )) და ეს დიპლომიანი ხალხი საქმე საერთოდ არ იციან… რაც ისწავლეს ამ 4 თუ 5 წლის მანძილზე ის აღარ ახსოვთ. ამიტომ რომ მიდიან ვაკანსიაზე და დიპლომს ანახებენ ჰგონიათ რომ ვსო აიყვანენ სამსახურში… მაგრად როცა ეკითხებიან ეს და ეს იციო??? პასუხად იღებენ ნასწავლი მაქ და დამავიწყდა და მსგავსი პასუხები. აქ სპეციალისტების დიდი დეფიციტია ! ახალი ბიზნესი რო იხსნება დაუკვირდით რომ დიდი ნაწილი წამყვანი თანამდებობა უკავიათ უცხოეთიდან ჩამოსულ სპეციალისტებს. ალბათ იკითხავთ რატოო ??? იმიტომ რომ აქ ეგეთები არარიან. მე ძირითადად ვმუშაობ საფინანსო სფეროში. თიბისი ბანკი … 40 პროცენტი ჩამოყვანილებია. საქართველოს ბანკი 50 პროცენტი ჩამოყვანილია. და შემიძლია ასეთი ბევრი დაგისახელოთ. ამიტომ უმუშევრობა არა ქვეყნის ბრალია არამედ ხალხის ანუ ჩვენი ! საქართველოს წამყვანი ბიზნესები არის უცხოელების და არა ჩვენი. უცხოელები გვამუშავებენ ისევ ჩვენ და რატო უნდა ხდებოდეს ეგრე ? მეტრომარტი , არაი, ალტაოქეი, სიგარეტების შემომტანი კომპანიები, ელიტ ელექტრონიქსი… უკვე აღარ ვლაპარაკობ ტანსაცმლის წამყვან მაღაზიებს და ასევე მწირე ბიზნესებს. ამიტომ დაფიქრდით რაშია პრობლემა ! პრობლემა ხალხშია. ჰო და ის ჩამოსულები იმუშაონ და აკეთონ დიდი ფულები და ცჰვენ აქაურმა დიპლომიანებმა ტაქსი ვატაროთ ))

  3. აუცილებელი არ არის ყველას მოერგოს. ყველა ისე ცხოვრობს როგორი შეხედულებები აქვს და აწყობს, საბოლოო ჯამში (შეიძლება არა ცნობიერეად). ვისაც უნდა აიღებს გაითვალისწინებს და გამოიყენებს, ვისაც არა – ერთს კი არა 1000 მიზეზს მოძებნის, რატომ არ არის ეს ასე. მისთვის მართლა არ არის ეს ასე!!!!! რადგან შეხედულებების ტყვეობაშია და ცნობიერი არ იძლევა მეტის დანახვის საშუალებას. მთავრია, თბილად გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ზოგჯერ სუნმა შეაწუხოს, სამაგიეროდ თბილადააა!

  4. me piradad msgavsi mosazrebebi dzalian mexmareba imashi,rom dzlier pirovnebad davrche da sul brdzolashi var,ise rom aes ar mezareba. bevrjer momismenia treningebze es mtkicebulebebi,magram chveni realoba ar idzleva amis sashualebas,romc gindodes. tu vinme tavs kargad grdznobs sigaribeshi,aqvs perspeqtiva da ver xedavs,ailbat iq kopna urchevnia da maigtomac aris,radgan tundac erti nabijis gadadgmas didi brdzola chirdeba.ar mickinot,magra advili ar aris chventan cxovrebis gaumjobeseba,am qvekanashi es ar aris advili da es mizezia imistvis vinc ert adgilas zis,umodzraod da tavs imartlebs,magram sul tavis rcmuneba imashi,rom me ar vaketeb arapers tore kvelaperi kargad iqnebao,arc egrea.es saqartveloa da amas klanebi martavdnen,martaven da shemdegshic ase iqneba.chventan ki cnobierebis problema aramarto konkretul adamianeshi, aramed satitaod kvelashia,erteulebis gamoklebit. tqven madloba am statiistvis,me zogadad vmsjelob tore,piradad sachemos koveltvis vpoulob msgavs statiebshi

  5. მადლობა უკუკვშირისთვის და აზრის დაფიქსირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები საქართველოში ასე და ისე.. კლანებს… მართვას და ა. შ.
    მადლობა!

  6. სულელური სტატიაა, სტრატეგია “ლიჟბი დაწეროთ” უცვლელია, საქართველოში სიღარიბეში ცხოვრობს მოსახლეობის 90-95% და ის 5-10 % აზის მხრებზე, რა შუაშია “სიზარმაცე” როდესაც:
    მიზეზი 1- დაფარვა
    როდესაც პარლამენტში ზიან ბიზნესმენები და მხოლოდ საკუთარ ბიზნესს მფარველობენ ხალხი კიდიათ.
    მიზეზი 2- დასაქმებულის დაუფასებლობა
    დაიქირავებენ ადამიამს და გონიათ მონა, და ეს ადამიანი თუ ხმას ამოიღებს (ბევრი რო არ გავაგრძელო ფრესკოს ამბები ყველას კარგად ახსოვს) მაშინვე ეს კომპანიები მივარდებიან ტელევიზიებში მათ დაუთმობენ ძალიან დიდ საეთერო დროს და იმ დასაქმებულების გაკიცხვაში გავა მთელი გადაცემა
    მიზეზი 3- პროფკავშირების რეალურად უფუნქციობა
    პროფკავშირებს ყველანაირი უფლებები ჩამორთმეული აქთ და რეალურად თევზის როლშია რომელსაც პირი წყლით აქ გამოვსებული
    და ბოლოს 4 ბევრი რო არ გავაგრძელო მოდი ჯერ გარშემო მიმოიხედე რა ხდება და მერე წერეთ ასეთი არაფრის მომცემი უაზრო სტატიები

    1. პაპუნა, თქვენის აზრით რაც დაწერეთ ჭკვიანურია? მე უარს ვამბობ დაგეთანხმოთ რომელიმე პუნქტში, მაინც!!!

      კარგით. დავუშვათ გეთანხმებით. ხომ ხართ, გარემოებების მსხვერპლი? ახლა აიღეთ პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე და იპოვეთ ამ ჩიხიდან გამოსავალი!!! აი, მაშინ შექმნით ფასეულს. ჯერ თავად გამოდით და მერე სხვები გამოგყვებიან. აბა სხვისკენ თითის გაშვერა სწორედ, რამაც გაგაღიზიანათ იმ თვისებების გვერდითი მოვლენაა.
      თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია, რომ ბევრს თავი დაანახა, ზოგიც არ აღიარებს.
      კარგია, ძალიან კარგია!!!!
      სატატიამ ხომ გააღიზიანა მაინც თუ არ გამოაფხიზლა. ეს ქრონიკული დავადების გამწვავებას ჰგავს.
      ნუ, ზოგი ახალ იმხელა ძალისხმევად დახარჯავს იმაზე ფიქრში, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ზოგი რაღაცას მაინც შეცვლის (ამას ჩემთან მოსული, უამარავი წერილები მოწმობს). თქვენთან რამდენი წერილი მოდის თქვენს მოსაზრების სისწორეთან დაკავშირებით? ერთი მაინც, რომ ანახეთ გამოსავალი და შეიცვალა ცხოვრება, ერთი!!!

      ყველა იმას ვხედავთ რასაც ვფიქრობთ. ტვინს სხვანაირად არ შეუძლია – ხედავ შესაძლებლობებს? გაქვს შესაძლებლობები! ხედავ პრობლემებს გაქვს პრობლემები და მრავლდება ეგ ოხერი, ეგა!!! საბედნიეროდ, კარგმაც იცის გამრავლება!!!
      მადლობა!

      1. მე ვარ გარემოებების მსხვერპლი? 😀 მე აქ ჩემს თავზე არ ვსაუბრობ აქ საუბარია, საზოგადოებაზე რომელშიც ჩვენ ვტრიალებთ, ქართული მედია საშუალებების ყველაზე დიდი პრობლემა რა არის იცი? ის რომ საკუთარ ნაჭუჭში გამოიკეტნენ და დაშორდნენ საზოგადოებას იქიდან კი ათასგვარ ქადაგებებს მოსთქვამენ, პირადად შემიძლია გაჩვენო ხალხი რომლებმაც ეს ნაბიჯი გადადგეს მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერის ნაცვლად გაიმიჯნენ საზოგადოებიდან, თანამშრომლები კი იმ კაპიკების გამო გაჩერდნენ რომელთა გამოც უბრალოდ არ შეუძლიათ ცხოვრება, ქართული შრომის კოდექსია პირველ რიგში შესაცვლელი და შრომითი ბაზარი მოსაწერიგებელი

        1. https://youtu.be/Jv2qFWL3slo ხო ამ გამოძიების შედეგი რა იქნა? თუ კომპანია მართალი იყო აი ასეა შენი პუნქტებიც მართალი 🙂

  7. ლუხუმი

    აბსოლუტურად არაფრის მომცემი და სულელი სტატიაა. საწყალი თურმე ღრიბი ზარმაცი ყოფილა და ორშაბათს მიდის ოფისში. რომელ ოფისში პატივცემულო? სტატისტიკას თუ იცნობთ რამდენია უმუშევრობის პროცენტი საქართველოში? ან შრომის კანონმდებლობა როგორია? საქართველოზე არ წერია ეგ სადაც ნეპოტიმი ჰყვავის, სადაც არაფრის წარმოება არაა და 95% იმპორტირებული საქონელია. საქართველოს არ ეხება ეგ სადაც პარლამენტარი ადამიანისათვის საჭირო კანონებს კი არ წერს არამედ ბიზნესი და საკუთარი კეთილდღეობისას. სადაც ბიზნესს და მთვრობას კუდები აქვთ გადაბმული და საქართველოს 95%-ის ძარცვითაა დაკავებული. გადმოწერთ რაღაც სისულელეს უცხოური საიტებიდან და აქ მენტორის როლში ევლინებით ხალხს. თურმე საქართველო ოაზისია ოღონდ ხელი გაანძრიე და მიდი მოვდივაარ. ეგ სტატია და ეგეტი უმარავი იწერება ბიდლოსთვის რო აი ძმაო ზარმაცები ხართ, არ შრომობთ და აი მდიდრები ვერასოდეს გახდებით და რამე. მარა ეგ დრო წავიდა. ინეტის ხანაში მაგას ვინ ჭამს თორე კი. სახელმწიფო სანამ არ იქნება ორიენტირებული უბრალო ადამიანზე და მის განვითრებაზე და არ მიიღებს შესაბამის კანონებს ამ ადამიანის განვითრების ხელშეწყობისათვის აი ესე მათხოვარი იქნება საქართველო ყოველთვის ვიღაც ნაბიჭვარი ოლიგარქის ხელში …

      1. გეთანხმებით 100% ით.სოციალურ დახმარებას ვიღებ 220 ლარს.სლჩემ ქალაქში სამუშაო რომ ვნახო 200 ლარზე მეტს არავინ გადამიხდის.ეგეც რამხელა შრომის ფასად.არც შრომის კოდექსი უვარგა ჩვენ ქვეყანას.12 საათი ფეხზე დგეხარ,ცონს აბრტყელებ და რაღაც გროშებს გიყრიან.თქვენი სტატია ჩვენი ქვეყნის ხალხზე არ არუ დაწერილი.თქვენ ალბათ გაგიმართლათ.ხალხში გადით,სოფლებში,გამოკითხვა ჩაატარეთ,გაიგეთ რა უჭირს და რატომ არ “მდიდრებიან” ქართველები.მერე კი დაწერწთ სტატია ისე როგორც ჩვენ ქვეყანას შეეფერება

  8. “ის, არ შემდგრობაში ადანაშაულებს კოლეგებს”-აი ასეთი ქართული თუ გამეგოს სადმე…. 🙂
    მშობლიური ენის ცოდნა და სწორად მეტყველება, წარმატების საიდუმლოში არ მოიაზრება , როგორც ჩანს… 🙂 🙂 🙂

    1. ალბათ ლელა, ალბათ… ახალ სიტყვას ვამკვიდრებ… ეტყობა 🙂 თქვენ კარგად იყავით არ აიშალოთ ნერვები. მხოლოდ, ამისთვის საჭიროა სხვა ბლოგზე შებრძანდეთ და იქ მიიღეთ ინფორმაცია, რაც რაც გინდათ და როგორც გინდათ. აქ მსგავსს აღმოჩენებს წააწყდებით და თუ მხოლოდ ეს დაინახეთ და გააცნობიერეთ ამ თემიდან, ნამდვილად არ არის ეს ბლოგი თქვენთვის, ამ ეტაპზე…

  9. ძირითადად ვეთანხმები, რამოდენიმეს ერთად გაერთიანება შეიძლება, მაგ:მე-2 და მე-12. ავტორი არ უარყოფს რომ სტატია თარგმნილია. ეს საგანგაშო არ არის. მთავარია შინაარსი და თუ ერგება ჩვენს რეალობას. მე ვფიქრობ, რომ ერგება. სურათი აღწერს ქართულ რეალობასაც, ისევე როგორც საერთოდ მსოფლიოში არსებულ რეალობას. მაგრამ არასწორად მეჩვენება გეოგრაფიული არეალის, პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის უგულვებელყოფა საერთოდ. როგორ უნდა იშოვოს ადამიანმა იმდენი, რამდენიც სჭირდება? ან საერთოდ რამდენი სჭირდება ადამიანს? ყველას თავის საკუთარი ზღვარი აქვს. ვისთვის როგორ…

  10. ეს არის ვიღაც მამიკოს გამდიდრებული ბიჭუნას დაცინვა და მასხარად აგდება გაჭირვებული ვირივიტ მშრიმეი და მაინც ღარიბ-ღატაკ მოსახლეობაზე რა სამსახური რის სამუშაო ელემენტალურ სამსახურში რომ დაგნიშნონ ლამის მთელი გენეალოგია უნდა გამოგიკვლიონ არც ნორმალურ სესხს მოგცემენ (დაბალპრცენტიანს და გრძელვადიანს) ბანკებში რომ რამე წესიერი ბიზნესი დაიწყო

  11. დავიტანჯე კითხვისას. ცოტა სტილისტურად რომ გამართოთ არ იქნება ცუდი.

    1. რატომ იტანჯავთ ბატონო თავს,ხედავთ არ არის გამართული და სხვა ვერაფრს ხედავთ ღირებულს? დახურეთ! ეს ბლოგი არ არის სათქვენო! ვერ პასუხობს თქვენს სტანდარტებს? იპოვეთ გამართული, დახვეწილი და იკითხეთ, ისამოვნეთ რამდენიც გინდათ, იხარეთ და დატკბით წაკითხულითაც და ცხოვრებით!ტანჯვა არ არის ბუნებრივი მოვლენა. ეს ნიშანია რომელიც მიგვანიშნებს ან უნდა გავეცალოთ ან შევცვალოთ დამოკიდებულება!
      წარმატებები!

  12. მხოლოდ სიმდიდრე არ განაპირობებს ნამდვილ წარმატებას, თუმცა არც მის გარეშეც იქნება. ეს თემა უფრო მაპროვოცირებელი და სილის გასწნელია, რათა ადამიანიგამოაფხიზლოს და მიახვდეროს – საკუთარი წარუმატებლობის ვექტორი სხვისკენ კი არ უნდა იმართოს, არამედ თავისკენ. იმისათვის რომ გავიგოთ რა განაპირობებს წარმატებას, ფინანსებში, ურთიერთოებეში, კარიერაში, ჯანმრთელობაში და ა.შ.არსებობს საკუთარი თავი რომელსაც შეეკითხებით და ის აუცილებლად მიგვიყვანს დანიშნულებამდე. ან არსებობს ზღვა ლიტერატურა. მათ შორია გამოირჩევა ბესცელერად აღიარებული ჯერ კენფულდის „წესები“ სადაც განხილულია წარმატებისათვის აუცილებელი 64 კანონი. ან არსებობს პიროვნული ზრდის ტრენინგები…

  13. როგორი ნამდვილი და სწორი სიტყვებია. მადლობა ქალბატონო თამარ, რომ გვიზიარებთ მსგავსს თემებს.

  14. Simdidre erterti didi jvaria da misi zidva arc tu ise iolia …me simdidre did dabkolebad mimachnia martlmadideblistvis…simdidre mxolod upalshia da mastan ertad yopnis dros sinergriit vart mdidrebi…danarcheni rac simdidret agiqmeba surogatia …bednieri mdidari ver iqneba …

  15. Gavixsenot bibliuri personaji iobi…mas yvelaperi qonda da dakarga erti paqtoris gamo.shishis…mdidars sul eshinia..vai tu davkargo…

  16. სულ რაღაც ორი წლის წინ პირველ პუნქტზე ვიყავი. მერე დავიწყე საკუთარი აზროვნების სხვა მიმართულებით მომართვა და აღზრდა. დავიწყე შემექმნა საკუთარი თავისგან ისეთი ადამიანი რომელთანაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. მგონია რომ საკუთარ თავთან დისჰარმონია არის პრობლემის სათავე. დღეს ბოლო პუნქტზე ვარ. მდიდარი არ ვარ მაგრამ მაქვს მიზანი და ვხედავ უკვე პატარ – პატარა პუნქტების მიღწევებს. რაც მთავარია თვითშეფასება და შემართება არ მაკლია. მადლიერი ვარ თქვენი ქ.ნო თამარ და მადლიერი ვარ ჩემს მეგობრების და ოჯახის წევრების. მადლიერი ვარ უფალის ყველაფრისათვის!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.