იცი როგორ დაიბრუნო ბედნიერება?

ვერასდოს წარმოიდგენდა, პრობლემა თუ გახდიდა ბედნიერს.
პრობლემა გააშიშვლა ემოციებისგან  და შერჩა  მოვლენა.
გაანთავისფლააააა…
გამოეყო… განუდგა…
ერთხელაც ჩამოჯდა.  დახუჭუა თვლაები და შეეცადა ყური ეგდო, მოესმინა და გაეგო – სინამდვილეში, რა სურდა მის სულს? სულს სურდა ბედნიერება!!!
ცხოვრების ორომტრიალში ჩათრეულს, თითქმის, არასდოს არ ჰქონია ამის დრო. სულ ჩქარობდა სადღაც… ახლა, ვეღარც კი იხსენებს სად…
მოსმენის, პირველი მცდელობა უშედეგო გამოდგა.
გაუჭირდა…
მერე, კიდევ ერთხელ ცდის.
ისე, ცდის რა გითხრა და, სხვა გზა მაინც არ აქვს – სხვაგან ვერსად იპოვა, ვერავისგან მოისმინა… ვერც წიგნებში, ვერც მეგობრებში, ვერც… მათ თითქოს ეთანხმება, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის მისი, ნამდვილი…
ამიტომ კიდევ ერთხელ, ღრმად ჩაისუნთქა და ნელა ამოისუნთქა. თვალები დახუჭა…
ასე ასწავლა ერთმა ქალმა – დაელოდეო, პირველ აზრს რომელიც თავში მოგივა.
მაგრამ ჯერ, კითხვა უნდა დასვაო, სწორად. კითხვა რომელიც გტკივა და ხელს უშლის ბედნიერებას.
ჩამოაყალიბა:  …………
გაირინდა.
ჩუ, პასუხს ელოდება სიჩუმეში.
გაყუჩდა.
რამდენიმე ცდა და …
საიდანღაც მოსულმა უფერო აზრებმა გონებაში ნელ-ნელა ფორმა მიიღეს, გამოიკვეთნენ…
არა, ზუსტად არ იცის, იქნება და, თავად მოიფიქრა…
აერია…
მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ნათალად გაიგო:
„პრობლემას მოაცილე ემოციები – დაგრჩება მხოლოდ მოვლენა, ფაქტი“.
„მერე და, ეს ფაქია რომ მტკივა“ – შეეცადა შედავებოდა პასუხად.
„ვერ დაკარგავ იმას, რაც არ არსებობს. ვერ დაგინგრევს სხვა იმას, რაც არ აგიშენებია. შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ დაკარგო, დაგინგრიონ შენი წარმოდგენები. შენი ნაშენი რეალობის ილუზია… მომენდე – გაანთავისუფლე ფაქტი ტკივილისგან“
„კარგი დაგიჯერებ, მაგრამ… თუ ამ ტკივილს მოვაცილებ, ამაზე ამდენი ვინერვიულე, სულ ტყუილად? მაშინ ვინ ვიქნები მის გარეშე? ვერ ვგებულობ, რას ნიშნავს – „რაც არ გაქვს იმას ვერ დაკარგავ -ო“  „რაც არ აგიშენებია იმას ვერც დაგინგრევენ -ო“… 
„შენ იცი პასუხი“…
„ნუთუ… მეც, ხომ მინდა სიცოცხლის თუნდაც მისხალი სიკეთე, მეც ხომ ვიმსახურებ თუნდაც მცირედ ბედნიერებას? ნუთუ ასე ბევრს ვითხოვ?“
„დიახაც რომ გინდა! დიახ იმსახურებ… საქმეც იმაშია, რომ ცოტას ითხოვ, როდესაც მეტის აღება შეგიძლია! ცხოვრების გზაზე ღმერთი ყოველთვის გიგზავნის მოვლენებს, რომლებიც სჭირდება შენს სულს ჩარჩოებისგან გასასვლელად, გასანთავისუფლებლად. სულს ღმერთთან აქვს კავშირი, შენ კი მასთანაც კი არანაირი! თუ არა პრობლემით, სხვანაირად როგორ მიგახვედროს როცა ვერ ხვდები მარტივად? ეს შენთვის ხდება, შენ კი მადლიერების ნაცვლად დგახარ და ფსევდო ემოციებს ახვევ თავს, რატომ?
მტკივა!!!! ნუთუ არ გესმის, მე ველოდები როდის გავხდები ბოლოს და ბოლოს ბედნიერი! რატომ არ გესმის? მე ველოდები ბედნიერებას!.. მე თავის გადარჩენას ვცდილობ!“
„არა!!!! შენ ეგოს გადარჩენას ცდილობ! თავზე და ბედნიერებაზე, რომ ფიქრობდე ხელს გულზე დაიდებდი და სულს გარინდული მოუსმენდი… ჰკითხვადი მას რა გახდიდა ბედნიერს… აი, როგორც ახალა ცდილობ ამის გაკეთებას. გადადგი შემდეგი ნაბიჯი და გააკეთე რასაც გეუბნება, გაანთავისუფლე ის ფსევდო ემოციებისგან! მიეცი საშუალება აგამაღლოს ტკივილზე და გაგააცნობიერებინოს – ვინ ხდები შენ ამ ტკივილის შედეგად და ვინ ხარ მის გარეშე? პირველდ როდის იგრძენი მსგავსი რამ და რა ვერ გაიგე მაშინ? რაში გჭირდებოდა, რას ვერ ხედავდი და რის დანახებას ცდილობდა? რაში არ უტყდები თავს?  რას გეუბნება ახლა? რა ისწავლე და რას გააკეთებ მომავალში, რომ არ განიცადო იგივე?
……
ხელის გული უნებურად მივიდა გულთან და მიენდო…
სიჩუმე…
შენელდა სუნთქვა..
ნისლად შედედებული აზრები იკრიბება  და ფორმამიღებული გამცნობს: დღეიდან სულ ერთია რას იტყვიან, რას ფიქრობენ ჩემზე… მთავარია, რა ვიცი საკუთარ თავზე, რას მიხვდი, ვინ ვარ, რა მინდა და რას გავაკეთებ… დავუბრუნდე ბედნიერებას… ყველაფერი დანარჩენი მე არ მეხება. ეს მათი აზრებია, მათი ემოციებია. 
ჩაისუნთქა.. ამოსუნთქვით მოეშვა და განთავისუფლდა…
გამნთავისფლებულ ადგილებში შეიგრძენო ბედნიერების ნაკადის ნავარდი!
იგრძნო მზაობა და გაახილა თავლები განახლებულმა.
 
„ახალა იცი როგორ დაუბრუნდე ბედნიერებას?“ – ჩაესმა
„შევწყვიტო ლოდინი და  მოვძებნე ბედნიერების მიზეზები აი, აქ და ამ წუთას და უბრალოდ, გავხდე ბედნიერი“
ისე, რაც არ ჰქონია როგორ დაკარგავდა…
იქნება და, ამას პირველწყაროსთან დაბრუნება ჰქვია…
თუმც, რა მნიშვნელობა აქვს…
მართალი რომ გითხრათ, სხვა გზა არც ჰქონდა
და კი არ დაელოდა, გახდა ბედნიერი!
დაიბრუნა ბედნიერება რათა სულს ფრთები ეშალა, ეხარა, ენავარდა…
მადლიერებით, თამარ კვარაცხელია
20 მაისი 2017 წელი
14:30 სთ

4 thoughts on “იცი როგორ დაიბრუნო ბედნიერება?

  1. gmerto chemo qalbatono tamar …….chemzea dawerili……ase rom me ukve shevicvalee madlobt tqven amisatvis

  2. მე მიცნობთ და ჩემზე დაწერეთ ხომ? არა, შეუძლებელია სხვაგვარად…. მადლობა 💖მიყვარხართ

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.