სტაფილო, კვერცხი და ყავა (იგავი)

ტიბეტელ ბერთან მივიდა მისი მოსწავლე  და შესჩივლა:

– მასწავლებელო, დავიღალე, უმძიმესი ცხოვრება მაქვს, უამრავი სირთულეებითა და პრობლემებით აღსავსე. ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ ვცურავ, ყველგან დაბრკოლებას ვაწყდები, ძალებიც გამომელია… რა გავაკეთო?

მასწავლებელმა, პასუხად, ცეცხლზე წყლით სავსე სამი ჭურჭელი შემოდგა. ერთში სტაფილო ჩააგდო, მეორეში კვერცხი, ხოლო მესამეში დაფქვული ყავის მარცვლები ჩაყარა.

გარკვეული დროის შემდეგ, მასწავლებელმა ამოიღო წყლიდან სტაფილო, კვერცხი, ხოლო მესამე ჭურჭლიდან სითხე ყავის ფინჯანში ჩაასხა.

– რა შეიცვალა? – ჰკითხა მან მოსწავლეს.

– კვერცხი და სტაფილო მოიხარშა, ხოლო ყავა წყალში გაიხსნა. – უპასუხა მოსწავლემ.

– არა, უთხრა მასწავლებელმა, ეს საკითხის მხოლოდ ზედაპირული შეფასებაა. აი, შეხედე, – მაგარი სტაფილო, ხარშვის შედეგად რბილი და დამყოლი გახდა. მყიფე და თხევადი კვერცხი კი პირიქით – მაგარი. გარეგნული იერსახე არც ერთ მათგანს არ შეუცვლია, ერთნაირად არახელსაყრელი გარემოებში და მდუღარე წყლის ზეგავლენით, მხოლოდ სტრუქტურა შეეცვალათ.

ასეა ადამიანებშიც…

გარეგნულად ძლიერი შეიძლება სუსტი გახდეს იქ, სადაც სუსტი და ნაზი გაძლიერდეს.

– და ყავა? – შეეკითხა მოსწავლე.

– ო! ეს ყველაზე საინტერესოა! ყავის მარცვლები მთლიანად გაიხსნა ახალ, მტრულ გარემოში და  უბრალო მდუღარე წყალი შეცვალა და გადააქცია შესანიშნავ, არომატულ სასმელად.

ასე, რომ არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც არა თუ იცვლებიან გარემოებათა ცვლის შედეგად, არამედ, ცუდი ცხოვრებისეული სიტუაციებიდან იღებენ გამოცდილებას, ცოდნას, და ნებისმიერ არასასიამოვნო მდგომარეობას სასურველ და სასიამოვნო გარემოებად გადააქცევენ, ხოლმე…

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.