თქვენი შანსი მხოლოდ სიყვარულია

Alice-Mason

ფოტო: Alice Mason

სიყვარული, მდგომარეობაა და ის არ არის რამეზე ან ვინმეზე დამოკიდებული.

სიყვარული, ენერგიის ნაკდია და პირველად იგრძნობთ თუ არა, მუდმივად მიგიზიდავთ და ეცდება დაგაბრუნოთ.

და თქვენც ბრუნდებით, ხსნით და აღრმავებთ ნაკადს.

როდესაც გიყვართ – უბრალოდ, გიყვართ.

გინდათ ახსნათ, გინდათ სიტყვებით შეამკოთ…

მაგრამ ემოციები შემოგხვევთ ხელს, გაგჟღინთავთ, აგავსებთ, მოგიცავთ სრულად. სიტყვებისთვის ადგილს არ ტოვებს… და ასე, მხოლოდ გრძნობებს მინდობილი, მინაბებული, ღიმილნარევი ყუჩდებით…

აი, ასე გიყვართ…

მოშვებულს, მოდუნებულს, გავიწყდებათ გარშემო ყველაფერი და უბრალოდ, გიყვართ.

ამ დროს, ყოველი თქვენი ყოფიერი წამი განიბანება სიყვარულში.

ნაკადი შემოდის და გადის… ნავარდობთ სიყვარულში…

არაფრის გაკეთება არ არის საჭირო მოედინება და გაედინება მდინარე…

გინდა გამოსცადოთ? მზად ხართ?

სცადეთ.

დახუჭეთ თვალები..

წარმოიდგინეთ სიყვარულისფერი, თქვენი სიყვარულის ფერი.

დაიწყეთ მისი მართვა,

წარმოიდგინეთ, თავთან (გვირგვინოსან ჩაკრაზე) სიყვარულის ფერი, ენერგიის სფერო და შეიგრძენით, მისგან მომავალი ნაკადი.

აუჩქარებლად აივსეთ სრულად…

ახლა, სცადეთ გახსნათ გულის კარი და ამ კარებიდან  გაეცით სიყვარულის ენერგია.

რაც მეტს გასცემთ, მით მეტად გეღვრებათ სფეროდან.

შემუშვით თუნდაც ნაკადულხელა. შეიგრძენით როგორ ივსებით, ნელ-ნელა და ლივლივებთ ამ ნაკადში.

დროთა განმავლობაში გაზარდეთ ნაკადი და აქციეთ მდინარედ, გულის კარებიდან, სიყვარულის ოკეანეთისკენ მიმდინარე. გახდით გამტარი, სიყვარულის…

თქვენ კი, აქ და ამ მომენტში, განიბანეთ.

შეიგრძენით ეს…

ვიცი, ჩემთან ერთად, ამას შეძლებთ!!!

დაე, იდინოს თქვენში სიყვარულის ულევმა ნაკადმა და მას შემოუერთდეს ის, ვინც მოისურვებს შემოერთებას და ვისაც აირჩევს თქვენი გული.

სიყვარული ეს მდგომარეობაა! ნაკადში ყოფნაა!!!

სიყვარულის ნაკადში ყოფნა ეს მედიტაციაა, მნიშვნელობა არ ააქვს, უყვარხართ თუ არა პასუხად. მთავარია – გრძნობთ!

აუცილებლად, მოვა ის! მოვა, როდესაც აივსებით სიყვარულით. როდესაც, თავად გახდებით სიყვარული. მოვა და გასაღებს მოარგებს გულს და აგიზგიზდება ცეცხლი. ნუ შეეცდებით მის ჩაქრობას. ჩაქრობა მოგიტანთ ტანჯვას, რადგან, თუ კი ნაკადისთვის არხი გახსნილია და ეს აუცილებად აისახება  გრძნობებში… გამოჩენა, ცვლილებების დაიწყების ნიშანია…

სიყვარულის ნაკადი შინაგანია, გადაიშლება როგორც ულამაზეს, ენერგეტიკულ ყვავილად და გარდაისახება სხვა მდგომარეობაში. ხორცს ისხამს სხვა და სხვა ფორმაში.

გააცნობიერეთ, თქვენი, შანსი მხოლოდ სიყვარულია.

ეს გრძნობაა, რომელიც მუდამ უნდა 

შემოდიოდეს,

გავსებდეთ,  

გადიოდეს,

ავსებდეს გარემოს

და სრულიად სამყაროს!

თქვენში, მუდმივად ვარსკვლავი (გარეთ კი არა), გულში უნდა კიაფობდეს!

 

 

თამარი კვარაცხელია

29.05.2017

13:25

Advertisements

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s