დაწყება

„უსიტყვოდ და გრძნობით-მეთქი კი ვთქვი, მაგრამ მაინც სიტყვიერად გადმოვცემ იმას, რასაც ვგრძნობ ახლა და ეს რამდენიმე დღეა… ანუ დავიწრიტე.

საკუთარ თავთან დიალოგი დიდი ხანია, გამიმართავს. მუდამ ჩემს თავს ვესაუბრები. ვეუბნები, რომ უნდა დავიწრიტო, უნდა გავთავისუფლდე ყველაფრისგან იმიტომ, რომ ყველაფერი მომბეზრდა. მოვიყირჭე ეს ყველაფერი და სიახლეს ვეძებ.

ახლა ვიცი, ვიცი ბევრი რამ.

ვიცი ის, რომ სიახლე მსურს. ვიცი ის, რაც მიყვარს და მამხიარულებს და ის, რაც აღარ მინდა. აი, პორტრეტები. ადამიანების პორტრეტები ავიღე. ოღონდ ჩემი ცხოვრებიდან. ყველას სათითაოდ წარმოვიდგენ ხოლმე და ვესაუბრები. ვესაუბრები წარსულსა და აწმყოზე, ასევე, შესაძლო მომავალზე, რომელიც მათთან მელოდება. ზოგი ჩემთან დავიტოვე, გულში ჩაკვრით. მათი შიგთავსი გავიგე და ვთქვი, რომ მე ისინი მჭირდებიან ჩემი ცხოვრების მანძილზე. ზოგი? ზოგი გავუშვი. გავუშვი სამუდამოდ, კარგი ნაცნობების სიაში გადაყვანით. დამწყდა თუ არა გული? უკვე აღარ. გულისწყვეტაც გადავლახე. მადლიერება? კი, მადლობელი ვარ და მადლობის თქმით გავაცილე თავიანთ უკანასკნელ გზაზე. დამრჩნენ რჩეულნი. აი, ნივთები. ნივთებიც დავახარისხე. ყველაფერი ზემდეტი და არასაჭირო მოვიშორე. როცა საქართველოდან დიდი ხნით მივდიოდი, მაშინაც სია გავიკეთე. რა მიმქონდა თან და რას ვემშვიდობებოდი. ასეა სულ. რაღაცას ვიტოვებ, რაღაცას ვტოვებ.

მადლიერება? ყველა ნივთის მადლიერი ვარ. შევცოტავდით ადამიანებშიც და ნივთებშიც. ცხოვრება. ცხოვრება გავიმარტივე.

ნერვიულობა? ნაკლებად..

სიმშვიდე? უფრო მეტად.

ფაქტი? ფაქტად მივიღე.მღელვარება? ალაგ-ალაგ ვღელავ. ზღვასავით.

დრო? დავუმეგობრდი. მივხვდი, რომ ბავშვის დაბადებასაც დრო უნდა. მოვლენის მომწიფებასაც დრო უნდა. დროს თვითონ დრო უნდა. დროს დრო მივეცი. დროს და საკუთარ თავს მივეცი დრო. კიდევ კარგი, რაც მინდოდა, დრომ არ მომცა. არ მომცა, რომ მერე დროს არ წაერთმია. მე ხომ დრო არ მქონდა საკუთარი თავისთვის. ახლა? ახლა მაქვს. მაქვს დროც და დროს – მე.

ვიცი? ვიცი ის, რომ ნდობას მოპოვება უნდა და ნდობა ურთიერთობით მოდის.

არ ვიცი? არ ვიცი, როდის წავალ. წავალ კი? გადავალ უფრო. გადავალ სხვა განზომილებაში, რომ ისევ გავაგრძელო სამარადისო არსებობა.

მივხვდი? მივხვდი იმას, რომ რაც გულით მინდა, ყველაფერი მაქვს. რაც არ მაქვს, გულს არ უნდა.

ვგრძნობ? ვგრძნობ ადამიანებს. ვხედავ ადამიანებს, ფერებში, სახელებად და გვარებად, ემოციებად და განცდებად.

მე ვინ ვარ? სახელი და გვარი ჩემი იდენტიფიკაციაა. განსხეულება ადამიანად ყოფნას ნიშნავს. მე გულმოწყალება ვარ და მე თანაგრძნობა ვარ.

მიყვარს? მიყვარს სიყვარული. ღმერთი ღმერთად მიყვარს და სიყვარულად.

დავუმეგობრდი? საკუთარ თავს. ღმერთი შევიყვარე. ღმერთს დრო მივეცი. ვთხოვე და გავუზიარე ჩემი ფიქრი, საუბარი დავიწყე მასთან, მაგრამ დავუმეგობრდი. მხარზე თავი დავადე და ავტირდი. ავტირდი? მცირედმორწმუნე ავტირდი. ავტირდი და დავიცალე. მერე? მერე დავმშვიდდი და მივხვდი, რომ დრო ღმერთია. ღმერთი უსასრულობა და სიყვარული. ყველაფერი რომ ღმერთია, ამას მივხვდი.

თავისუფლება? მივანიჭე.

ეჭვი? ვიეჭვიანე. მერე? დავმშვიდდი და რადგან მიყვარს, თავისუფლება მივანიჭე. დავრწმუნდი? დავრწმუნდი, რომ მჭირდებოდა ის ჩემს ცხოვრებაში. მერე? თავისუფლება მივეცი.

დარჩენა? ალბათ, დარჩება და დავრჩები მასთან.

წასვლა? თუ უნდა წავიდეს. თავისუფალია, თავისუფალი ვარ.

სიცოცხლე? ხანმოკლეა, მაგრამ ცხოვრებად ღირს. თუნდაც ერთხელ ამქვეყნად მოსვლა ღირს.

სიტყვები? ზოგჯერ ზედმეტი. და მაინც სიტყვები? დუმილად ვაქციე. დავიღალე საუბრით? საუბარს აზრი მივანიჭე.

ენერგია? ენერგიას მოვუფრთხილდი.

ადამიანები? მივიღე და დავფიქრდი.

უსიტყვოდ? ჩავწვდი ადამიანებს.

მოსმენა? უფრო კარგად ვისწავლე.

გრძნობით? გრძნობით შევიყვარე.

სითბო? სითბო ჩავიღვარე. დავაგუბე და გავანაწილე.

აღმოვაჩინე? ახლობელი ადამიანები, ვისაც ამდენი ხანი ვერ ვამჩნევდი.

პრიორიტეტები? გადავალაგე. ანუ ცხოვრება ხელახლა დავიწყე? არა, დაწყებული გავაგრძელე.

ვისწავლე? ბევრი რამ ვისწავლე.

მიხვდი? მივხვდი, რომ უნდა მივმხვდარიყავი.

მეტკინა? ძალიან.

ბევრჯერ? საკმაოდ.

არ ნანობ? აღარ. რადგან ცხოვრებამ ყველაფერზე უკლებლივ მაზღვევინა. და ის? ის მიყვარდა და მიყვარს. მადლობელი ვარ და დავემშვი


სიძულვილი?
არავისი.დობე. არა, ის, ის? ისიც. მადლობელი ვარ ყველასი. დავემშვიდობე. მშვიდობით გავუშვი. მშვიდად ვარ.

სიყვარული? შემოქმედის, საკუთარი თავის, მოყვასის და მტრის.

სიახლე? მთავარანგელოზი.

სინათლე? მზის სინათლე.

ვიწყებთ? დავიწყოთ. უსიტყვოდ, გრძნობით.“

Vade Mecum

5 thoughts on “დაწყება

    1. მადლობთ, ეს არ არის ჩემი დაწერილი. სწორედ ამ სახელით თუ ფსევდონიმით არის ფეისზე დარეგისტრირებული. ყველა ჩემს პოზტზე აკეთებს საინტერესო და ღრმა კომენტარებს. სულ ეს არის რაც შემიძლია ვთქვა მასზე ჯერჯერობით.. რამდენიმე დღისწინ დამხვდა მესინჯერში ეს საოცარი „ნაფიქრი“ ძალიან, ძალინ მომეწონა, თითქოს ყველას სათქმელს ამბობსო და მისი ნებართვით დავდე.. . არ შევცდი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ერთ დღეში.

    2. Vade Mecum – Latin ლათინურად ნიშნავს ,,მომყევი”. ხშირად ამ სიტყვებით აღნიშნავენ წიგნის სარჩევსაც.
      ყველა ადამიანი ხომ თითო მოთხრობაა, გოდერძი ჩოხელის თქმისა არ იყოს. ეგაა, რომ წაკითხვა და მკითხველია საჭირო 🙂

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.