ერთისთვის თავგანწირვამ, ორივე გადაგვარჩინა

ახლა ის დროა, როდესაც ფინანსურად არც თუ სახარბიელო მდგომარეობა მაქვს. მოვდივარ ჩემთვის ქალაქის ქუჩებში და ვფიქრობ, რა ვქნა. საფულეში უკანასკნელი ოცლარიანი მიჭყავის.

ყაზბეგის გამზირზე, მაღაზიის კუთხეში, შავებში ჩაცმული ბებო ზის, ვერც სახეს ვხედავ და მგონია, საერთოდაც თვლემს. გამახსენდა, რომ ამ ადამიანს ახლა ჩემზე მეტად უჭირს. ვინ იცის რა გაჭირვება აქვს, შია, წყურია, თავშესაფარიც არ აქვს და საერთოდაც რამდენი მოაგროვა შემოწირულობა? სამაგიეროდ, მე როგორი ,,მდიდარი” ვარ მასთან შედარებით, მე ოცი ლარი მაქვს, წარმოგიდგენიათ?! ვიფიქრე და რაც თავში პირველად მომივიდა, ავდექი და ეს ჩემი ოცი ლარი ამ ბებოს მივეცი დაუნანებლად. მივაწოდე თანხა… არა ის, რაც ზედმეტი აღმოგვაჩნდება ხოლმე ხურდის სახით, განსაკუთრებით მათ, ვინც ხურდას ვერ იტანს და საგანგებოდ ქუჩაში შეჭირვებულებისთვის აქვთ ხოლმე, არამედ სრულად გავეცი, რაც გამაჩნდა იმ მომენტში. აი, ასე, გავწირე თავი ჩემზე უფრო შეჭირვებულის ,,გადასარჩენად” იმ კონკრეტულად მომენტში. ჰო, მე ხომ არ ვიცი, ის რას ფიქრობს, იქნებ თავის მოკვლამდე არც არაფერი უკლია ან იმდენად სასოწარკვეთილია, რომ სასწაულების, რომ ვინმე თუნდაც რკინის ლარიანს მისთვის გაიმეტებს, აღარ სჯერა. მეც მასზე ვფიქრობ და მინდა დავაჯერო, რომ მცირე, მაგრამ მაინც ,,სასწაულები” მაინც არსებობს ამქვეყნად…

არასოდეს დამავიწყდება იმ ბებოს მადლიერი თვალები და გაურკვევლად წარმოთქმული მადლობა.

ერთი სულისთვის თავი კი გავწირე, მოვდივარ და მეღიმება. აი, ასეთი იმპულსური ვარ. დიახ, გავიღე უკანასკნელი ოცლარიანი და ბედნიერების ღიმილი არ მშორდება. ახლა შემომიტია ბოროტმა ,,მემ” და ვფიქრობ, ეს კარგი, მაგრამ ხვალ რას აპირებ? არ ვიცი, არ ვიცი, რას ვაპირებ. იმედი და ბედნიერება არ მტოვებს. ვიცი, რომ რაღაც კარგი მოხდება აუცილებლად…

საღამოა, ვზივარ სახლში და ვსვამ პიტნის ჩაის. თან ვფიქრობ ჩემი ფინანსური მდგომარეობის შესახებ და შეკითხვა: რა ვქნა? არ მშორდება.

აწკრიალდა ტელეფონი, ახალი სათარგმნი მასალა შემომივიდა და საკმაოდ დიდი თანხაც. ისევ მეღიმება. ტელეფონი ხელში შემრჩა და დავფიქრდი, მემგონი, იმ ბებოს დალოცვამ და კეთილმა აზრებმა მიშველა. იმ ოცლარზე გაცილებით მეტი შემოსავალი მექნება ხვალ…

„რასაცა გასცემ შენია, რაც არა – დაკარგულია“.

ერთისთვის თავგანწირვამ, ორივე გადაგვარჩინა… მადლობა სამყაროს…

Vade Mecum

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.