გააგრძელე შენი საქმე

სანამ ფანქარს ფანქრების ყუთში ჩაალაგებდა, ფანქრის ოსტატმა ის გვერდზე გადადო.

— მალე იმ ქვეყნად გაგამგზავრებ — ამცნო ოსტატმა — მაგრამ არის ხუთი ისეთი რამ, რაც აუცილებელია იცოდე. კარგად დაიმახსოვრე რასაც გეტყვი და არასოდეს დაგავიწდეს. თუ კი ამას გაითვალისწინებ, სრულებით შესაძლებელია გახდე ის საუკეთესო ფანქარი, რომელიც შეიძლება მოევლინოს ქვეყნიერებას. 

პირველი — შენ შეგიძლია შექმნა უამრავი ფასდაუდებელი რამ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებ ამას, თუ კი მისცემ სხვას შენი ხელში აღების უფლებას.

მეორე — შენ დრო და დრო მოგიწევს მტკივნეული წამახვილების და გათლის პროცესის გავლა, მაგრამ ეს იქნება აუცილებელი, რათა გახდე საუკეთესო.
მესამე — შენ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას შეძლებ. ამის უნარი გექნება.

მეოთხე — შენი უმნიშვნელოვანესი ნაწილი მუდმივად იქნება, შენში შინაგანად.

მეხუთე და ყველაზე მთავარი: სადაც არ უნდა გამოგიყენონ და რამდენი ძალაც არ უნდა დაგეხარჯოს, გააგრძელე შენი საქმე – წერე და ხატე.

2 thoughts on “გააგრძელე შენი საქმე

  1. შ ე ს ა ნ ი შ ნ ა ვ ი ა! 💓 მადლობა, ქალბატონო თამარ, ძალიან მომეწონა! 💓

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.