უნივერსიტეტი ანგელოზებისთვის

ერთხელ ანგელოზმა ღმერთს მიმართა:
— მამაო, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავარ.
— რა გაწუხებს, ჩემო ანგელოზო? — გაუღიმა უფალმა.

— იცი შემოქმედო, ძალიან მიჭირს მოვალეობების შესრულება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ ბოლო დროს ცუდად ან საერთოდ ვერ ვუგებ ადამიანებს… დრო და დრო მეჩვენება, რომ ცოტაც და ავფეთქდები, ძალიან მაღიზიანებენ! არა და მე ხომ ანგელოზის მოთმინება უნდა გამოვიჩინო!

— რამ გამოიწვია შენი გაღიზიანება?
— მუდმივად უკმაყოფილონი არიან იმითი რაც აქვთ და მეტწილად, არ იციან რა უნდათ. სულ რაღაცაზე წუწუნებენ, ებრძვიან და შურთ ერთმანეთის. ანადგურებენ გარშემო ბუნებას. ვერ იტანენ განსხვავებულებს. არ შეუძლიათ დამოუკიდებელი აზროვნება და დადიან სხვების ჭკუაზე. ჭორიკნების და დემაგოგების უფრო სჯერათ, ვიდერა ბრძნული აზრების. ლოცულობენ ტაძრებში და ინანიებენ კიდეც, მაგრამ იქვე, იმ წუთშივე ისევ სცოდავენ.  ამ ყველაფრისგან დავიღალე! ამ ყველაფერმა დამრთგუნა!

— გასაგებია შვილო ჩემო. როგორც ვხედავ საქმე სერიოზულადაა — ჭაღარა წვერს  ხელი ჩამოუსვა დაფიქრებულმა — სწორად მსჯელობ, ამ საქმეს რაღაც უნდა ვუშველოთ და თან სასწრაფოდ! შენში გაიღვიძა შემფასებელმა —  ეს კი იმას მიანიშნებს, რომ კარგავ ანგელოზად ყოფნის შესაძლებლობას. ალბათ, ეს გადაგედო ადამიანებისგან!

— მეც მაგას არ ვამბობ? — დათრგუნულმა უპასუხა — ვგრძნობ, რომ მჭირდება პროფესიული ზრდა. ყურმოკვრით მსმენია, რომ ზოგიერთ ანგელოზს კვალიფილაციის ასამაღლებელად კურსებზე აგზავნით. შემიძლია მეც გთხოვოთ ამ კურსებზე გამაგზავნოთ?

 

— რა თქმა უნდა, შვილო ჩემო. მსგავსი კურსები არსებობს და ძალიან ეფექტურია! ის ვინც ბეჯითად ისწავლის, აუცილებლად მიაღწევს სასურველს.
— რა საგნებს ასწავლიან?

— მრავალგვარს, ერთმანეთისგან განსხვავებულს! შეიძლება ითქვას, მრავალმხრივი განათლებაა! პირადიპირი მნიშვნელობით – უნივერსიტეტია ანგელოზებისთვის. იქ აუცილებლად იპოვი მეგობრებს, თანამოაზრეებს და ვერაფრით მოიწყენ.
— რა სფეროშია სწავლება? ლექციები? სემინერები?
— მეტწლიად ინტერაქტიულია. თითქმის ყველაფერი გამოცდილებაზე, გრძნობებზე და შეგრძნებებზე გადის. თუმცა, ცოტა თეორიაც იქნება, მხოლოდ მრავალი კუთხიდან დანახული. ეს პლიურალიზმისთვის და არჩევანის თავისფლებისთვის არის საჭირო.
— რა კარგია, შემოქმედო, ეს სწორედ ის არის რაც მჭირდება! ძალიან მინდა კურსებზე მოხვედრა. რა არის ამისათვის საჭირო?
— რა არის საჭირო? მხოლოდ და მხოლოდ გაეცნო პირობებს, შვილო ჩემო… პირველ ყოვლისა, შენ მიიღებ სხეულს. გაუფრთხილდი მას! სხეული გეძლევა ერთხელ და სამუდამოდ, გამოცვლა იქნება შეუძლებელი. შეიძლება მოგეწონოს ან არ მოგწონდეს, მაგრამ იცოდე – სხეული არის ერთადერთი რამ, რაც შენი იქნება სწავლის დასრულებამდე. ასევე, დროებით სარგებლობაში, ამა თუ იმ დროთ მიიღებ სხვა ყველაფრს რაც დაგჭირდება… ეს გასაგებია?
— გავიგე: მე არ მეკუთვნის არაფერი, გარდა სხეულისა და მას უნდა გავუფრთხილდე, რადგან ამ სწავლების პროცესში ის მეძლევა მხოლოდ ერთხელ.
— შემდეგი… მოგიწევს ისწავლო დღე და ღამე იმდენი, რამდენიც დასჭირდება პროცესის დასრულებას. თითოეული ადამიანი და თითოეული გარემოება გახდება შენი მასწავლებელი, ამიტომ აზრი არა აქვს მათზე გაბრაზებას.
—  და თუ კი ისინი ცდებიან?
— არ არსებობს შეცდომები, მხოლოდ გაკვეთილებია და ისინი მასწავლებლები არიან. შენც იქნები ვიღაცისთვის მასწავლებელი – იქონიე ეს მხედველობაში.
— მე? მასწავლებელი?! მე რა ვიცი? თუ არ გამომივა?
— ვერაფრსაც ვერ იზამ, შეიძლება არ გამოგივიდეს, დამარცხდე… მარცხი — წარმატების გარდაუვალი ნაწილია. თითოეული მარცხი შეიძლება იქნას გაანალიზებული და შემობრუნებული ახალ წარმატებად!
 ათვისება თუ გამიჭირდა, შევძლებ უარი ვთაქვა გაკვეთილზე?

— გაკვეთილი განმეოდება და მოგეწოდება სხვადსხავა სახით და ფორმით მანამ, სანამ არ იქნება სრულად ათვისებული. თუ მარტივ გაკვეთილს ვერ აითვისებ, გართულდება. მხოლოდ მაშინ როდესაც ჩააბარებ, გადახვალ უფრო მაღალი დონის გაკვეთილზე. მკაცრად ნუ განსჯი, რას იზამ ასეთია პროგრამაა!

— როგორ მივხვდები რომ გაკვეთილი ათვისებულია?
როდესაც დამოკიდებულებები, ქცევები და აზრები შეგეცვლება მიხვდები, რომ გაკვეთილი ათვისებულია. სიბრძნე მოდის პრაქტიკით და არა თეორიით.
— გასაგებია. რა კარგია. ნეტავ, მალე დავაგროვო სიბრძნე!
— ნუ დახარბდი ანგელოზო! ზოგჯერ ცოტაოდენი რამ უკეთესია, ვიდრე ბევრი არაფერი. შენ „იქ“ შეძლებ მიიღო ყველაფრი რაც მოგინდება. ქვეცნობიერად ზუსტად განსაზღვრავ რამდენი ენერგია რაზე დახარჯო და როგორი ადამიანები შემოიკრიბო.  შეხედე რაც გაქვს და დაიმახსოვრე – ეს ის არის რაც გინდოდა. „დღეს“ განპირობებული იქნება შენი „გუშინ“ დღიდან და “ხვალ“განსაზღვრავს შენი „დღეს“».
— თუ შევცდი არჩევანში და პრობლემები შემექმნა?
— რასაც ხედავ გარეთ, ის ხდება შიგნით. და პირიქით. გარეგანი პრობლემები – ზუსტი ანარეკლია შინაგანი მდგომარეობის. შეცვლი შინაგანს – გარეგნული თანდათან შეიცვლება. ამას ცხოვრება გიკარნახებს!
— როგორ? როგორ გავიგებ ამ კარნახს?
ტკივილი — ეს ის საშუალებაა რითაც სამყარო ცდილობს შენი ყურადღების მიქცევას. თუ სულსა და სხელს ტკივა – ეს იმის ნიშანი, რომ დაგიდგა ცვილებების დრო! რაღაც უნდა შეცვალო ცხოვრებაში!
— „იქ“ ხომ ანგელოზები სწავლობენ და ნუთუ ისინი ტკივილს მომაყენებენ, მამაო?

— გახსოვდეს თითოეული თქვენთაგანი მოსწავლეა და ყველა თანაბარი პირობებით სარგებლობთ. „იქ“ ანგელოზები – შენი ანარეკლია. შეუძლებელია გიყვარდეს ან გძულდეს რასაც სხვებში დაინახავ, ისინი, შენი სულის მდგომარეობას აირეკლავენ. დაიმახსოვრე: იქ მხოლოდ შენი მსგავსნი ანგელოზები არინ, სხვა არსებები უბრალოდ არ ცხოვრობენ. ასე, რომ ნებისმიერი ტკივილი – იქნება მხოლოდ თამაში, შენი გონების რეაქცია და ამით, შეფასდება ათვისებული გაკვეთილების დონე.

— კიდევ რამის ცოდნა ხომ არ არის საჭირო , უფალო?
— რასაკვირველია. მინდა ერთი რამის გაგებას შეეცადო: ადგილი „იქ“ სადაც შენ გაემგზავრები არანაირად არ არის აქაურზე უკეთესი. „იქ“ არ ჰგავს „აქ“.  რა წამსაც „იქ“  მოხვდები, დაგავიწყდება წარსული, ვერ განჭვრეტ მომავალს და ერთადერთი რაც იქნება მნიშვნელოვანი – ისწავლო „აქ და ახლა“ .

— ძალიან მიჭირს გავიგო რასაც მეუბნები, მამაო. ყველანაირად შევეცდები. ვფიქრობ, ადგილზე მასწავლებლები ყველაფერს ამიხსნიან, ხომ სწორად გავიგე?
— არ ღირს სხვაზე, თუნდაც მასწავლებლებზე გადადო პასუხისმგებლობა. მასწავლებლები მოგცემენ პროგრამას, მაგრამ ბეჯითად სწავლა მოგიწევს შენ! რამდენის ათვისება მოგესურვება – იმდენი სიბრძნე დაგიგროვდება.
— შეცევდები რაც შეიძლება მეტი სიბრძნე დავაგროვო!
— კარგია, ჩემო ანგელოზო! გამოიყენე შესაძლებლობები საუკეთესოდ და შენ არ აცდები საწადელს.

— შენ, უფალო… შენ ძველებულად მიხელმძღვანელებ? თუ მხოლოდ წიგნებიდან და ჩანაწერებიდან სწავლა მომიწევს?

— მე ერთი წამითაც არ დაგტოვებ, შვილო ჩემო! ვიქნები შენთან და შენში. რადგან ვიქნები უხილავი თვალთაგან, მოგიწევს თავიდან ისწავლო ჩემი გაგება და მოსმენა. შემიძლია დაგამშვიდო: ყველა კითხვაზე პასუხს მიაგნებ შენში. შენ გაცილებით მეტი ცოდნა გაქვს ვიდე დაწერილა წიგნებში ან გააკეთებ ჩანაწერებში. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო  — ჩაიხედო შიგნით, მოუსმინო და მიენდო თავს. მაშ ასე, თუ ჯერ კიდევ არ გადაგიფიქრებია, სასწავებლად გამგზავრების დრო მოვიდა!

— კარგი, მზად ვარ. მადლობა, მამაო! ნეტავი არ დამავიწყდებოდეს ყველა ეს დარიგება!

— ჩემო პატარავ, აი, აქ კი გელოდება სიურპრიზი — გაუცინა შემოქმედმა — კარგად მომისმინე, ანგელოზების გადამზადების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მათ ახალი ფურცლიდან უნდა გაიარონ სრული პროგრამა. ასე, რომ დაგავიწყდება ჩვენი საუბარი და მხოლოდ მაშინ გაგახსენდება როდესაც იქნები ამისათვის მზად… ახლა კი წავედით?
— წავედით! — შემართებით გაშალა ფრთები ანგელოზმა. დაინახა წინ გვირაბი და  როგორც უფსკრულში, თავლდახუჭული გადაეშვა. თამამად, წამითაც არ დაფიქრებულა ისე გადაეშვა სრულ გაურკვევლობაში, რადგან ენდობოდა მამას, შემოქმედს და უფალს.. მისი ფრენა აღმოჩნდა ხანმოკლე….

… გაისმა ტირილი და სადღაც „იქ“ , დედამიწაზე დაიბადა კიდევ ერთი ადამიანი.

 

ავტორი უცნობი

ინეტიდან თარგმანი თ.კ.

3 thoughts on “უნივერსიტეტი ანგელოზებისთვის

  1. ძალიან საინტერესოდ არის დაკავშირებული ადამიანის დაბადებასთან.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.