აზრები ენერგიაა…

სამყაროში ყველაფერი ენერგიაა. ფაქიზი და მკვრივი.

აზრები — ძალიან ფაქიზ და ამავე დროს, ძალიან მძლავრ ენერგიას წარმოადგენენ.

სიტყვები — უფრო მკვრივია ვიდრე აზრები.

მოქმედებები — კიდევ უფრო მეტად გამკვრივებული ენერგიაა. ის ვლინდება ფიზიკურ დონეზე და დიდი სიმძლავრით მოძრავ ენერგიას წარმაოდგენს.

როდესაც ფიქრობ, ლაპარაკობ და მოქმედებ დესტრუქციული, ნეგატიური არსიდან, მსგავსად, მაგ: «მე უიღბლო ვარ», ამ დროს მოქმედებაში მოგყავს უდიდესი ქმნადობის ენერგია. გასაკვირი იქნება მხოლოდ გაციებით ანუ გრიპით შემოფარგლულიყავი. ეს ყველაზე მცირე რამეა, რაც ამ აზრების შედეგად შეიძლება დაგემართოს.

კარგად მესმის, რომ რთულია ფიზიკურ რეალობაში უკვე გამოვლენილ დესტრუქციულ ენერგიას წინ აღუდგე, მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ ამას წინ უსწრებდა უარყოფითი აზრები.
არა, იმას კი არ ვამბობ რომ ეს შეუძლებელია – უბრალოდ რთულია.

ეს რომ მოახერხო დაგჭირდება მტკიცე რწმენა.

დარწმუნებული უნდა იყო იმაში, რომ სრულიად სამყარო პოზიტიურია. ვინც გინდა და როგორც გინდა მოიაზრე მასში: ღმერთი, ქალღმერთი, ჭეშმარიტება, პირველწყარო, აბსოლუტი, შემოქმედი…

დაგჭირდება ეზიარო და იცავდე სამყაროს კანონებს და გაცნობიერებული გქონდეს შენში არსებული უსაზღვრო ძალა. რწმენის შედეგად გაგეხსნას წვდომა და გაფართოვდეს ცნობიერი, რომ ხარ მკურნალის ხვედრით, დასრულებული და სრულყოფილი აქ და ამ წუთში.

ამ ცოდნის ფლობას წარმოადგენს აზრები და თანაც, ძლიერმოქმედი, რომელიც ფლობს საკმარის ძალას გადადგას მთები, რომ არაფერი ვთქვათ საკუთარ სხეულში მოლეკულურ ცვლილებებზე.

აი, რატომ შეუძლიათ მაგალითად, განდობილებს ან მკურნალებს დიდი მანძილიდან განკურნონ.

აზრს არ ესმის მანძილი.

აზრები მოგზაურობენ, იზიდავენ მსგავს ენერგიებს, ბევრდებიან, ბრუნდებიან ადრესატთან. გადალახავენ სამყაროში სივრცეებს გაცილებით სწრაფად, ვიდრე მოასწრებ ხმის ამოღებას და სიტყვის წარმოთქმას.

აზრები ენერგია,
სიტყვა ენერგია,
ქმედება ენერგია
და რაც მთავარია, შენ ენერგია,
ისწავლე მისი მართვა შენთვის და სამყაროსთვის სასიკეთოდ.

პიროვნული ზრდის სამყარო
თამარ კვარაცხელისთან ერთად
https://zrda.wordpress.com/

ქოუჩინგი თამარ კვარაცხელისთან http://kvaratskhelia.pro/

2 thoughts on “აზრები ენერგიაა…

  1. გთხოვთ ხშირად დადეთ სტატიები ❤ ჩემი საუკეთესო აღმოჩენა ხართ ❤ იმედი და ვარსკვლავები ❤

  2. ქალბატონო თამარ, თქვენ ჩემი ცხოვრების ხედვა შეცვალეთ. ძალიან დიდი მადლობა. რაც თქვენი საიტი აღმოვაჩინე, ცხოვრება მიხარია.უსაზღვროდ მადლიერი ვარ თქვენი.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.