სამოთხე და ჯოჯოხეთი (იგავი)

ერთხელ, ღვთისმოსავი ადამიანი და ღმერთი სუბრობდნენ, რა დროსაც ადამიანმა ჰკითხა: “ღმერთო, ძალიან მინდა გავიგო რა არის ჯოჯოხეთი და რა არის სამოთხე”.
ღმერთმა მიიყვნა ის ორ კართან. გახსნა ერთ-ერთი და შეუძღვა. იქ იდგა ერთი დიდი მრგვალი მაგიდა. შუაში იდო  ძალიან დიდი ჯამით სავსე იყო საჭმელი, რომელიც უგემრიელეს სურნელს აფრქვევდა. ამის შემყურე ადამიანს ძალიან მოშივდა.

ადამიანები რომელბიც ამ მაგიდას უსხდნენ გამოიყურებოდნენ ავადმყოფურად, მშივრებად. უკლებლივ ყველა იმყოფებოდა შიმშილით სიკვდილის ზღვარზე. თითოეულ მათგანს ხელზე მიმაგრებული ჰქონდა კოვზი, გრძელი, ძალიან გძელი სახელურით. მათ ამ კოვზით წვდომა ჰქონდათ  ჯამთან და თავისუფლად შეეძლოთ საკვების აღება, მაგრამ პირთან მიტანას ვერ ახერხებდნენ, რადგანაც კოვზის სახელურები იყო გრძელი .

ღვთისმოსავი ადამიანი შეძრწუნდა მათი უბედურების შემხედვარე. ღმერთმა უთხრა: “შენ იხილე ჯოჯოხეთი“.

რის შემდეგაც, ისინი გაემრთნენ მეორე კარისკენ. შევიდნენ თუ არა კაცის წინაშე წარსდგა, ზუსტად იგივე სცენარი –  დიდი მრგვალი მაგიდა, იგივე ღრმა ჯამი, ნერწყვის მომგვრელი, გემრიელი საჭმლით პირამდე სავსე, მაგიდის გარშემო მსხდომთ ხელზე მიმაგრებული ჰქონდათ დიდი და გრძელი კოვზები. მხოლოდ ამ ჯერზე, რაც მათ განასხვავებდა წინამორბედებისგან ის იყო – აქ ადამიანები გამოიყურებოდნენ ბედნიერად, მხიარულად და სასიამოვნოდ მუსაიფობდნენ ერთმანეთში.

ადამიანს გაუკვირდა: ” ვერ ვხვდები, როგორ არის ეს შესაძლებელი?..“.
ყველაფერი ძალიან მარტივია“, – გაეღიმა ღმერთს, – “მათ…………………. (დაასრულეთ წინადადება: რა უთხრა ღმერთმა 🙂 ) “.

4 thoughts on “სამოთხე და ჯოჯოხეთი (იგავი)

  1. მათ შეუძლიათ ერთმანეთი გამოკვებონ , რადგან ერთმანეთს აჭმევენ საჭმელს

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.