ახლა კი ვიცი ნამდვილად რას ნიშნავს „გადაიწვა“

ახლა ნამდვილად ვიცი რას ნიშნავს “გადაიწვა”.

როდესაც მისით ცხოვრობ, მისით სუნთქავს, მას შესციცინებ, მასზე ფიქრობ – რას აკეთებს? კარგად არის? ხომ არ ცივა? ხომ არ უნდა რამე? უჩემოდ გაუჭირდება……

ყველა აზრი თავში მოსული მხოლოდ მას დასტრიალებს.
ყველა ემოცია, მხოლოდ მასთან გაკავშირებს.
ის ხდება სამყაროს ცენტრი და ფერადი…
დანარჩენი ყველაფრი გარშემო შავ-თეთრია.

შენ და ის!!!

არა, არა…
განა ამ დროს არ დადიხარ სამსახურში…
განა ამ დროს არ ხვდები მეგობრებს…

მაგრამ გამუდმებით დაგყვება ის… ხდება აჩრდილი – ეს მას მოეწონებოდა, ნეტავ რას იტყოდა, ის როგორ ფიქრობს, ვიცი მას ვუყვარვარ, უბრალოდ ასეთია და…

ის არ რეკავს, თუ გამოჩნდა მაშინაც უკმარისობას უჰაერობას გრძნობ და ბევრი კითხვა უპასუხოდ გრჩება…

შენ კი განაგრძნობ შენს შექმნილ სამყაროში წ ვ ა ს.
შენ მასზე ამდენს ფიქრობ, დარდობა, ერთგულობ… მისგან კი არც მადლობა, არც მოკითხვა, არადა…

თავიდან სხვანაირად დაიწყო…

„დამირეკე ტელეფონო“ – დიახ, ახლა მეცინება  🙂 მაგრამ მაშინ ნამდვილად ემოციები ბობოქრობდა ამ მოლოდინში და განაგრძნობდი წ ვ ა ს. ასჯერ დახედავდი, მილიონჯერ იკითხავდი- ხომ არ დამირეკეს?…

სანამ..
სანამ ერთ დღესაც არ ჩ ა ი წ ვ ი.
ერთხელაც რაღაც ჩაიწვა და ყველაფერი გახდა ს უ ლ ე რ თ ი.
…………

და იყო ხელახალი დაბადება და საკუთარ თავთან დაბრუნება – აზრები და ემოციები დაუბრუნდნენ საკუთარ თავს და ინტერესებს. გაჩნდა კითხვები:

საერთოდ,
ვინ ვარ?
რა მინდოდა?
რა შემეძლია გავაკეთო? რა მინდა გავაკეთო? როგორ მოვახერხო? ვის შეუძლია დამეხმაროს?
როდის ვიწყებ?
….

არ იყო ადვილი გაცნობიერებები:
პატიება თავის, სხვისი, მიღება, აღიარება…
ტკივილიანი გამოდგა, საკუთარ თავთან დაბრუნება.

მერე?

– მერე მოვიდა ს ი მ შ ვ ი დ ე…
– მერე შეგხვდა ის ერთადერთი – მოვიდა, თქვა და გააკეთა… მოგხიბლა და შეგაყვარა… მაგრამ ეს სულ სხვა ისტირიააა, ბედნიერების! 
– მერე გაცემის დრო – თუნდაც იგავით, ან პირდაპირ ან ირიბად ნათქვამი, მაგრამ უთქმელდაგრივილი სათქმელი…

არ იფიქრო, არ დახარჯო ერთ წამიც დრო ადამიამზე რომელიც არ ატარებს ამ დროს შენთან და გტოვებს უამრავ უპასუხო კითხვებთან და ემოციებთან…

ეს გაგრძელდა 9 წელი. 🤔 ოხ ეს დრო? რატომ? რისთვის?
გესწავლა მადლობა, მიმღებლობა და დაბრუნებოდი საკუთარ თავს…
ვაუუუუუ!!! ძვირია სამყაროს გაკვეთილები ფულს არა, მაგრამ დროს ითხოვს..

ხლა კი ვიცი ნამდვილად რას ნიშნავს „გადაიწვა“

სიყვარულით და მადლიერებით
ეფეტური აზროვნების ქოუჩი თამარ კვარაცხელია
გაიარეთ რეგისტრაცია და მიიღეთ ერთი ქოუჩ-სესია საჩუქრად თამარ კვარაცხელისგან http://kvaratskhelia.pro/

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.