ნუგოს კივი

კივის ამბავს მოვყვები,🥝🥝 რა?

10 წლის წინ, ბათუმში 🏝️🏖️ვცხოვრობდით, როდესაც მეუღლის მშობლებმა გვითხრეს: სოფელში სახლი ვიყიდეთ, გელოდებითო.

კი გავიფიქრე – რად უნდოდათ, მამაპისეულ სახლში ხომ, ისედაც ჩავიდოდნენ წელიწადში 2 თვით-თქო… მამამთილი კი იყო იქ დაბადებული, მაგრამ აი, ჩემ დედამთილს „სადღაც“ ბელორუსია რუსეთის საზღვარზე დაბადებულ-გაზრდილს რამ შეაყვარა იმერეთის ეს მაღალმთიანი გათითოკომლებული ადგილი, მიჭირდა ამის გაგება.
მერე თავს შევუძახე: ვა,შენ რა გინდა? უნდოდათ და იყიდეს, ორი ბიჭი ყავთ და რომელიმე მაინც (მაზლი ვიგულისხმე)  ხომ მოისურვებს მომავალში… თან, თავადაც ძალიან ახალგაზრდები არიან.

 გადის დრო და ააყვავა მამამთილმა ეზო-კარი. ზამთარს ქალაქში ატარებდა, მაგრამ თოვლის დნობასთან ერთად გარბოდა სოფლისკენ, ცოლი ჯერ თავის ქვეყანას მოივლიდა, მოისიყვარულებდა დებს, ძმებს, ბებიებს (100 წელს მიტანებული დედის დები ჰყვდა )… ზაფხულობით, საქართველოს უბრუნდებოდა და სოფელს ჩადიოდა ქმართან, შვილების და შვილიშვილის მოლოდინში რომლებიც, რასაკვირველია, თითქმის, არ ჩადიოდნენ.

გადის რამდენიმე(სულ, რაღაც 2) წელი, 59 წლის ენერგიით სავსე მეუღლის დედა, მძიმე დიაგნოზით ერთ წელიწადში სამუდამოდ გვტოვებს.
გადის, კიდევ 2 წელი…

ცოლმა, ქმარს ხუმრობაში დაუბარა: „ტი ტაკ ლუბიშ მენია, ი 2 გოდა ბეზ მენია ნე პრაჟივიოშო (შენ ისე გიყვარვარ 2 წელიც ვერ გაძლებ უჩემოდაო)!“ იმდენი იმეორა ეს მამამთილმა – აიხდინა.
გამორჩეულად უყვარდათ მაზლი, „ცოლს არის გაცილებული და ცოდოა“, „ბედნი მოი სინოჩიკო“ ასე იძახდა დედა, მამა… იმდენი შეიცოდეს ეტყობა, ამ ყვეყნისთვი ვერ გაიმეტეს ახალგაზრდა ბიჭი და მამის სიკვდილიდან 4 თვეში, კომიდან გამოუსვლელად დაიღუპა, მოულოდნელად.

ყველაფერმა ამან და სხვა კიდევ, ბევრმა… გამაოგნა… დამამუნჯა… დამაფიქრა….😵
წუთისოფელზე, ფასეულობებზე, ცხოვრებაზე, აზრებზე, შეცოდების ძალაზე, ამაოებაზე, ილუზიებზე…

ჰო, რას მოვაყოლე ამბავი? 🙂
🥝🥝🥝🥝🥝🥝🥝🥝
კივი…

კივი დარგო მამამთილმა სოფელში, პირველმა. მის სიცოცხლეში ნაყოფი არ გამოიღო და გულდაწყვეტით თქვა – „ალბათ მომატყუაო ნერგების კაცმა, დედალ-მამლი ვერ მოუცია სწორადაო“… მუხედავად მეზობლის ყოველწლიური რჩევისა: „რა მოხელეა, თუ ძმა ხარ, მოჭერიო“…
„არაო, იყოს მამაჩემის დარგულია და ჩრდილი მაინც ხომ ექნებაო“ -პასუხობდა მეუღლე…

…გავიდა დარგვიდან 8 წელი და მოისხააააა… მოისხა საყვარელი „კივუნიები“!
ჩვენს ეზოში, წელს დიდი სტუმრიანობა გვქონდა. 80 წლის სონა ბებომ „მანახეთ ერთი, რა არის ეს კივიო“ … მეზობლები ექსკურსიაზე დადიოდნენ, თან რიგში ჩადგნენ, “როცა გასხლავ, შეგვახვედრეო“… ის ვინც ყველაზე მეტად ძალაობდა „რა მოხელეა, გადაჭერიო“ უკვე გადაწინდა კიდეც, თავის ეზოში ჩასაყრელი ადგილი და ტალავერიც გაამზადა. 🤣😃😄

უბრალოდ მიხარია, რომ „ნერგის კაცმა“ არ მოიტყუა, კივმა გაიხარა და მეუღლის მამის სახელი „ნუგოს კივი“ დაერქმევა ამ სოფელში კივს… ხალხი გაიხარებს მის ჩრდილ ქვეშ… ნუგოსაც გაიხსენებენ…

მიხარია და გიზიარებთ.
ასე შეგვრჩა, 🏕️🏕️🏕️სოფელი მთაში, 🥝🥝🥝🥝კივიც… და სტუმრობა წუთისოფელში…

თუ მოგეწონათ ჩვენი სოფლის ამბავი და კიდევ სხვა ისტორიების მოსმენა გსურთ, გამიზიარეთ კომენტარებში – წელს სოფელმა, განსაკუთრებით ბევრი სათქმელი დამიგროვა ❤

სიყვარულით და მადლიერებით თამარ კვარაცხელია

 

16.09.2017

19:45

ვახანი

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.