მე არ მივცემ თავს უფლებას

Fb პოსტი ნატალი ოკუნსკი:

„ჩემი უფროსი ვაჟიშვილები 20 და 23 წლისანი არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება ნებისმიერ დროს შეხვდნენ თავის სიყვარულს, დაქორწინდნენ, გახდნენ მამები.

მე 46 წლის ვარ, დიდიხანია ვცხოვრობ და მინახავს უამრავი ისტორია, როცა დედის უგუნური და არაჯანსაღი სიყვარული ანგრევდა არა მხოლოდ საკუთარი ვაჟების, არამედ შვილიშვილების ცხოვრებასაც.

ჩემ უკვე ზრდასრულ შვილებთან მიმართებაში მე არ მივცემ თავს უფლებას:

* ჩავერიო ჩემი ვაჟების არჩევნაში, ვაკრიტიკო მათი ქალები, მივცე რჩევები, გადავათქმევინო აზრები. ეს მათი ცხოვრებაა, მათი არჩევანია და თავადვე უნდა იცხოვრონ ამით.

* მივიღო გადაწყვეტილებები მათ მაგიერ. ჩემთვის მისაღები იქნება ყველა მისი არჩევანი, თუ თუ ჩემი ვაჟი თავად იქნება ბედნიერი.

* გავეჯიბრო მათ ცოლებს. მე ჩემ ვაჟიშვილებს ვზრდიდი 18 წლამდე. საკუთარი თავი შემდეგ მათ და მათი ცოლებით თავად უნდა გაზარდონ.

* ვისმინო მათგან ჩივილები საკუთარ ცოლებზე, თუ ასე მოხდება. მე იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომელთანაც შეიძლება დაიჩივლო საკუთარ არჩევანზე. აირჩიე – იცხოვრე. არ მოგწონს – დაშორდი.

* მქონდეს კონფლიქტი შვილის ცოლთან. ჩემი შვილი ცუდს არ შეარჩევს და ამიტომ მისი რჩეული ჩემთვისაც აპრიორი კარგია.

* ვაკრიტიკო მისი ცოლის მიერ მოუწესრიგებელი სახლი და სადილები. რა საჭიროა ნერვების შლა, როცა არსებობს რესტორანი ლამაზი ოჯახური ვახშამისთვის.

* ვიცხოვრო ვაჟიშვილებთან, მათ ოჯახებთან და ”ვიდიასახლისო” მათ ცხოვრებაში. მამაკაცის სახლში და მის ცხოვრებაში უნდა იყოს მხოლოდ ერთი დიასახლისი და ზუსტად ვიცი, ეს მე არ ვარ.

* დავურეკო დღეში მრავალჯერ და გამოვკითხო, რას აკეთებს, სად და ვისთან ერთად. მე ასე არასოდეს ვიქცეოდი და არც სამომავლოდ ვგეგმავ. დაკაკუნების გარეშე მე არც მათ ოთახებში და არც მათ ცხოვრებაში არ შევდიოდი. არც ბავშვობში და არც ახლა. მე პატივს ვცემ ჩემ შვილებს და მათ პირად სივრცეს.

* გამოვკითხო ჯანმრთელობის შესახებ, აქვს თუ არა საკვები, სისუფთავე, სიწკრიალე. ქმარზე მზრუნველობა – ცოლის საკითხია.

* ვიწუწუნო და მოვითხოვო შვილიშვილები. ბავშვები უდიდესი პასუხისმგებლობაა და მხოლოდ მშობლების გადასაწყვეტია, როდის აიღონ ეს საკუთარ თავზე. მე მზად ვარ, ვიცადო მანამ, სანამ ჩემი ვაჟები და მათი ცოლები ჩათვლიან ამას საჭიროდ.

* თუ ჩემი ვაჟის ცოლს ეყოლება შვილები წინა ქორწინებიდან, ისინი საკუთარივით მეყვარება. შვილებიანი ქალი ისეთივეა, როგორიც შვილის გარეშე.

* ჩავერიო შვილიშვილების აღზრდაში. საამისოდ არსებობენ მშობლები, რომლებმაც უნდა გაიარონ ეს გზა. ჩემი ცხოვების 24 წელი მე ბიჭებს დავუთმე. ახლა 7-10 წელი უმცროს გოგონებს უნდა მივუძღვნა. ვფიქრობ, ეს საკმარისია ქალის ”აუცილებელი პროგრამისათვის”, რათა შემდგომ ცოტაოდენი საკუთარი თავისთვისაც იცხოვროს.

* დავტვირთო ვაჟიშვილები საკუთარი პრობლემებით. ყველა ჩემ საკითხს თავადაც წარმატებით ვაგვარებ და ამით არასდროს ვმანიპულირებ – დიდი გოგო ვარ და არ ვსაჭიროებ ”ბებისითთერს”.

* გაყრის შემთხვევაში (ხდება ხოლმე), მე ჩემ ვაჟიშვილებს არ მივცემ უფლება, ცუდად მოეპყრონ ჩემი შვილიშვილების დედას, ჩივილს და ალიმენტებისაგან თავისდაღწევას. ჩემ შვილიშვილებს არ დავშორდები და თუ საჭირო გახდა, თავად ჩავერთვბი და არ მივატოვებ მათ.

* მოვითხოვო ვაჟიშვილებისაგან ყურადღება და დავადანაშაულო ამის დეფიციტში. მათ შეუძლიათ დამირეკონ, ან მესტუმრომ ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც ამას თავად მოისურვებენ. მე ისინი იმიტომ არ გამიჩენია, რომ შემდგომ ძიძებად ვაქციო.

ჩემი ყველაზე დიდი და უმთავრესი სურვილია, რომ ჩემი ვაჟიშვილები ბედნიერები იყვნენ… და ჩემი გადასაწყვეტი არ არის სად, ვისთან და როგორ იქნებიან… მე გამოვიყენებ ყველა ჩემ შესაძლებლობას, რომ დავამყარო მშვიდობა და არ დავანგრიო ის. არ მინდა ომი! არ მინდა, რომ ჩემი ვაჟიშვილები გადააწყდნენ იმ სისატიკეებს, რომლის მოწმეც მე უამრავჯერ ვყოფილვარ. დედები მზად იყვნენ, რომ ყველაფერი ყოფილიყო მ ა თ ი   ს ც ე ნ ა რ ი თ, რითაც ანადგურებდნენ საკუთარ ვაჟიშვილებს”

One thought on “მე არ მივცემ თავს უფლებას

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.