ქალის სიცოცხლის იმიტაცია

ხშირად, ასე ხდება. გადის დრო და წყვილს რომელსაც ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, აღმოაჩენს – ძველებურად აღარ უყვართ ერთმანეთი, რაღაცნაირად, გახუნდა და გაუფერულდა მათი ყოველდღიურობა.

კაცი ყოველ დილით დგება და მიდის. ქალს ეიმედება.

კაცს ჰყავს საყვარელი. ქალი დარწმუნებულია, რომ ეს დროებითია.

კაცი უარს ამბობს ქალთან სექსზე, ქალი ცდილობს წონაში გახდეს, შეიღებოს თმები, იაროს სალონში, იყიდოს ახალი ტანსაცმელი… ფიქრობს მოხიბლავს, განუახლებს… მაგრამ ქმარი ვეც კი ამჩნევს შეღებლ თმებს… ცვლილებებს.

ქმრის სიცივე, უფრო და უფრო აღრმავებს უფსკრულს. 

ცოლი სწავლობს ილუზიაში ცხოვრებას და იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მაინც, უფსკრულის მეორე მხრიდან იწყებს ისტერიულ ყვირილს, „ქვის სროლას“, ფეხების ბაკუნს, ცრემლების ღაპა-ღუპს, მაგრამ კაცს არ ესმის და ვერ ამჩნევს.

ქალი ეგუება, ეჩვევა და ცდილობს მას ხელი არ შეუშალოს. ირგებს სამაგალითო ცოლის ნიღაბს, ცდილობს მოერგოს ამ იმიჯს და ხდება მოსახერხებელი, შეუმჩნეველი ცოლი. იმიტაცაიას ეწევა ცოლის.

ქალი ეძებს, რითი აავსოს ცხოვრებაში გაჩენილი უფსკრული.

ქალი თუ თამამია, მუშაობს და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, გაიჩენს საყვარელს. ცოლიანს, იმასაც რომ აწყობდეს და არანაირი ვალდებულებები არ ჰქონდეთ. თან გარანტირებული ექნებათ კონფედენციალურობა.

თუ კი მისი ფასეულობები არ აძლევს ამის საშუალება და ბავშვები ჰყავს გასაზრდელი, მაშინ მთლიანად გაითქვიფება მათში. თუ შვილები დიდები ჰყავს, გაუმწარებს სიცოცხლეს რძალს, სიძეს…. მათ ცხოვრებაში, ყველაგან და ყველაფერში ცხვირს ჩაყოფს….

თუ ბავშვები არ ჰყავს ან შორს ჰყავს, მაშინ ქალი ეძებს გასართობს: სერიალები, ცურვა, დარბაზი, შოპინგი, ერთობლივი გასვლები დაქალებთან. დიიიდი დოზით ცხოვრობს სხვების პრობლემებით: ხან რძალია მისი განასახილველი თემა, ხან მეზობელის გარაჟი, ხან ვინმე პოლოტიკოსი, სერიალის საყვარელი თუ ბოროტი გმირი, ხანაც მეგობრის ქალიშვილის სიძე…. მოკლედ, უსასრულოდ ქოთქოთებს, იმიტირებს სიცოცხლეს. ყოველნაირად ცდილობს თავთან არ დარჩეს მარტო და ეშინია, არ მოუწიოს სიმართლის თვალებში ჩახედვა.

კაცი თუ დღის განმავლობაში გასულია და მუშაობს, ქალი თავს ნაკლებად იწუხებს იმაზე ფიქრში, რომ რაღაც ისე არ არის მათ შორის… იმ წერტილიდან სადაც სიახლოვე შესაძლებელია და იმ წერტილამდე სადაც შეუძლებელია, მანძილი ტოლია. განა მარტო ზურგით დაგანან და ვერ ხედავენ ერთმანეთს, ვერ გრძნობენ და არ ესმით ერთმანეთის.

ზოგჯერ, როდეასაც ზამთრის ცივ ღამეში კაცი სახლში გვიან ბრუნდება, ქალს აზრი გაუელვებს : „მეტის ატანა, ასე გაგვრძელება შეუძლებელია. ერთხელაც იქნება და ვეღარ მოვითმენ“… მაგრამ იქვე, ამ ცივ ღამეში თავს საიდანღაც იჩენს შიში: „როგორ ვიქნები მარტო? რას ვიზამ მის გარეშე? ახლა ის მაინც მყავს (თუ ამას ყოლა ქვია). რაც არ უნდა იყოს მას ქმარი და მე ცოლი მქვია. წავიდე, სად წავიდე? რიგი არ მედგას ხელის მთხოვნელების… ან ვის ვჭირდები 3 შვილით, მიუხედავად იმისა რომ დიდიები არიან და არც კი მკითხულობენ. იქნებ სჯობია დედასთან წავიდე საბერძნეთში? ასე ქმრიანი ქალის სტატუსიც მექნება და ქმრის უმსგავსო საქციელებს ვერ დავინახავ. წლების მერე ჩამოვალ და ყველაფერი მოგვარდება. დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. სხვების თავლში ხომ მაინც მეყოლება ოჯახი. მგონი ასე აჯობებს… ეს კარგი მოვიფიქრე. ხვალვე დავურეკავ დედას საბერძნეთში… ყველაფრი კარგად იქნება… მოიცა, მოიცა, იქნებ შეჩვეული ჭირი სჯობდეს შეუჩვეველ ლხინს…  იქნებ ამერიკაში წავიდე, დეიდაშვილთან…. მოკლედ, არ ვიცი რა იქნება, უარესი არ მოხდეს…“

და ცდილობს ამ აზრებით ჩაიძინოს.

გათენდება და წუხანდელი აზრების შეეშინდება… ვერ გაბედავს, ამიტომ სწავლობს დათმენას, მოთმენას, მორჩილებას.

პირადაპირ მოირგებს ანდაზას: „ვინც მოითმენს ის მოიგებსო“. მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად დუღს, ბუყბუყებს… მორჩილი ხდება ქმრის, შვილების, მოვლენების, გარემოებების… დიდი ხანია თავის ტკივილები აწუხებს, მის სახლში გახშირებულია საწრაფოს გამოძახება. შვილები და ქმარი ისე შეეჩვივნენ ამ მოვლენას, რომ რეაქცია აღარ აქვთ. მოვალეობის გულისთვის, იშვიათად, შეეკითხებიან – „… როგორ ხარ?“

თავად კი ხვდება რაშიც არის საქმე. რატომ ტკივა გული და აწუხებს წნევები… ადრე თუ კი გამოხატავდა, აპროტესტებდა, ახალა დარწმუნებულია რომ ქმარს არ სცალია ბევრი საქმე აქვს.  ადრე თუ ისტერიკებს აწყობდა, გაციებული ვახშმის, სტუმრებთან დაგვიანების და საერთოდ, ყველასი და ყველაფრის „დაკიდების“ გამო, ახლა უსაზღვრო გახდა მისი მოთმინება. კარგად ისწავლა, როგორ გააფართოვოს მოთმინების საზღვრები: თუ არ მოვიდა, არაუშას… თუ დაავიწყდა, რა მოხდა მერე, დაკავებულია კაცი, ბევრი საქმე აქვს…

მსგავსად ცხოვრება საჭიროებს ენერგიას. ადამიანებს გვაქვს გარკვეული სასიცოცხლო ენერგიის მარაგი – როგორც სრული სიცოცხლისთვის განკუთვნილი, ასევე დღიური.

კარგი იქნებოდა, ქალი ერთი წამით მაინც დაფიქრდეს და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილმა, კითხვა დასვას: როგორ ვცხოვრობ? არის ეს, ის რაც მინდა? და მე რა მინდა? რაში ვხარჯავ ჩემს სასიცოცხლო ენერგიას, დროს?

ეს ქალი ხარჯავს ენერგიას რომ იცხოვროს სიცრუეში, სიბრმავეში, ყოველდღიურ სინანულში, ცდილობს არ იგრძნოს, არ იტანჯოს, არ განიცადის, არ იფიქროს …. რამდენადაც გარედან მალავს, იმდენად შინაგანად სხეული ეწვის, ბუყბუებს, რაღაც აწვება, გაჰკივის, უპროტესტებს – თავის ტკივილით, აწუხებს წნევებით, კუჭზე შეტევით, დენით… ამაოდ… ქალს საკუთარი თავის ეშინია…

სანამდე მიიყვანს? მას პროცესი ჩართული აქვს, თვითგანადგურებაზე….

არადა ეეჰ, ის ძალები რასაც კარგავს სიცოცხლის იმიტაციაში, რომ დახარჯოს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებაში რამდენ რამეს გააკეთებს, რამდენ ვინმეს გაახარებს, როგორც საკუთარს, ისე სხვის სიცოცხლეს დაამშვენებს თავისი არსებობით… რამდენ საინტერესო რამეს აღმოაჩენს, შექმნის…

ეეეჰ, რომ არა საკუთარი თავთან დარჩენის შიში, შეეძლო ეცხოვრა ბედნიერად, ეხარა ყოველდღიურობით და ელაღა სიცოცხლით…

აი, ახლაც, არ არის გვიანი!

 

ინდივიდუალური ქოუჩ-სესიები.

გაიარეთ რეგისტრაცია და მიიღეთ ერთი ქოუჩ-სესია საჩუქრად: http://kvaratskhelia.pro

სიყვარულით და თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით

ეფექტური აზროვნების ქოუჩი თამარ კვარაცხელია

One thought on “ქალის სიცოცხლის იმიტაცია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.