ანგელოზების სამუშაო

ორი ანგელოზი.

ქალი გარბის სამსახურში.

რთულად ასასვლელი კიბე.
— მიდი წააქციე, მიაწექი, მიაწექი რომ გეუბნები!
— რთული კიბეა, შეიძლება ისე დაშავდეს მარტო კისერი კი არ მოიტეხოს, მოკვდეს კიდეც!
— მე დავიცავ, მხოლოდ ფეხს მოიტეხავს!
— რა საშინელებაა, ცოდვაა, ის ხომ მუშაობს გიჟივით, უკვე ზედიზედ მესამე დღეა აგვინდებს!
— კი, მართალი ხარ. ახლა, მინიმუმ სამი კვირა მოუწევს სახლში ჯდომა. მერე, საერთოდ გაანთავისუფლებენ სამსახურიდან.
— ასე როგორ შეიძლება, სამსახურის გარეშე რა ქნას, ხელფასიც კარგი აქვს!
— წააქციე რომ გეუბნები, მერე აგიხსნი ყველაფერს, მიდი მიაწექი! 

იგივე ანგელოზები,

ტრასა. ორი ქალბატონი სამსახურის მანქანაში, მაღალი სიჩქარე.

მათ წინ, მორებით დატვირთული სატვირთო მანქანა მიდის. 

— რას უყურებ ჩამოაგდე ერთი მორი, დროს ნუ წელავ!
— გადმოვარდნილ მორს შეუძლია მათი მოკვლა, მით უმეტეს, ამ სიჩქარეზე მიმავალს, საქარე მინაზე თუ მოხვდა დაიღუპებიან, ერთ-ერთს ოჯახი აქვს და ბავშვები ჰყავს!
— ჩამოაგდე, რომ გეუბნები. მე დავიფარავ, უბრალოდ, შეშინდებიან.
— რა სისასტიკეა, რაში გჭირდება მათი შეშინება?!
—ახლა ამის ახსნის დრო არ მაქვს, მოგვიანებით. იმ მოსახვევის შემდეგ, დგას სარეკლამო დაფა წარწერით „თქვენ სახლში გელოდებიან“, როდესაც შიში გაუვლით, ამ წარწრის ქვემოთ მანქანა  გააჩერებინე. იქ ატირდებიან.

— შეხედე, ორივე ტირის, სახლში რეკავენ მგონი. ისე, სასტიკად მოვექეცით!

 

კორპორატიული საღამო. 

ორი ანგელოზი.

მამაკაცი, ხელზე ქორწინების ბეჭდით და გოგონა.

— კიდევ დალიოს.
— საკმარისია, ის ხომ ისედაც მთვრალია! ხედავ როგორ უყურებს იმ გოგოს!
— კიდევ დაუსხი, დალიოს!
— მას სახლში ცოლი და ორი შვილი ელოდება. თავს ძლივს აკონტროლებს. ხედავ, გოგონას სასტუმროში ეპატიჟება!
— მერე რა. შენ ისე გაკეთე, რომ დათანხმდეს!
— დათანხმდა, გადიან, რა საშინელებაა! ცოლი გაიგებს და გაეყრება!
— გეთანხმები, ჩხუბს ვერ აცდებიან! ასეც არის ჩაფიქრებული.

 

მზის ჩასვლა. ორი ანგელოზი.
— აი, მუშაობაც ამას ჰქვია, თავიდან ბოლომდე სტრესია!
— როგორც ვიცი, შენთვის ამ დონეზე მუშაობის პირველი დღეა, არა? ეს დონე ასეთია – სტრესებით სწავლა. თქვენ იქ, პირველ დონეზე წიგნებით და ფილმებით ასწავლით, აქ კი ისინი გადიან გაკვეთილებს, ვისაც წიგნები და ფილმები არ შველის. აქ გვიწევს, მათი კომფორტის ზონიდან სტრესით გამოყვანა. ეს ხდება იმისთვის, რომ გაჩერდნენ, დაფიქრდენენ – როგორ ცხოვრობენ, რისთვის ცხოვრობენ.

გახსოვს პირველი ქალი? სანამ მოტეხილი ფეხით სახლში იქნება, ისევ დაიწყებს კერვას და როცა სამსახურიდან გაანთავისუფლებენ, უკვე 5 შეკვეთა ექნება აღებული. რომ იცოდე, არც კი გაბრაზდება სამსახურის დაკარგვაზე. ახლაგაზრდობაში იცი რა კარგად კერავდა, ისე კერავდა გაგიჟდები, თავლებს არ დაუჯერებ! აგერ უკვე 10 წელია თავისი მისწრაფებას, ნიჭს და ტალანტს მომავლისთვის დებს. გამუდმებით საკუთარ თავს უმტკიცებს- უნდა იმუშაოს, სამსახურში საირული აუცილებელია, სოციალური გარანტიები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სულიერი ჰარმონია და საყავრელი საქმის კეთებით მიღებული სიამოვნება. არადა, კერვა შემოსავალსაც გაუზრდის და სიამოვნებასაც მოუტანს.

ახლა, ის ორი ქალი ტრასაზე რომ ტიროდა, ერთერთი, რამენიმე კვირაში წამოვა სამსახურიდან, მიხვდება, რეალურად, სახლში შვილთან და ქმართან ყოფნა ურჩევნია, მივლინებებში სხვადასხვა ქალაქში და სასტუმროში წოწიალს. მეორე, გათხოვდება და ბავშვს გააჩენს, ჩააბარებს ფსიქოლოგიურზე. ჩვენი პირველი დონის თანამშრომელი გახდება.

— კი მაგრამ ღალატი? ღალატში შეიძლება რამე სასარგებლო იყოს?! ოჯახი ხომ დაინგრევა?
— ოჯახი? ოჯახი დიდი ხანია აღარ ჰქვია მათ! ცოლს დაავიწყდა რომ ქალია, ქმარი საღამოობით სვამს, ისინი ჩხუბობენ, ბავშვებით მანიპულირებენ, ერთმანეთის წინააღლდეგ განაწყობენ. მართალია, ეს ხანგრძლივი, მტკივნეული პროცესი იქნება, მაგრამ ორივე მათგანი დაფიქრდება. ქალი თქვენი, პირველი დონიდან, წიგნების კითხვას დაიწყებს, მიხვდება რომ საერთოდ დაიკარგა მასში ქალი, ისწავლის ქმართან სხვანაირ ურთიერთობას.
— ოჯახის შენარჩუნება თუ იქნება შესაძლებელი?
— რასაკვირველია, შანსი აქვთ! თუმცა ყველაფერი ქალზე იქნება დამოკიდებული!

— აი, სამუშაოც ამას ჰქვია! 
— დროთა განმავლობაში მიეჩვევი, სამაგიეროდ – შედეგიანია! როგორც კი ადამიანს გამოაგდებ კომფორტის ზონიდან, იმ წუთშივე, იწყებს ამოქმედებას და ცხოვრების შეცვლას! უმატესობა ადამიანებისა ასეა მოწყობილი!
— მაშინ რა ხდება, როდესაც სტრესი არ შველით?
— არსებობს მესამე დონე. იქ ასწავლიან დანაკარგებით. მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა.

 

თარგმანი თ. კ.

5 thoughts on “ანგელოზების სამუშაო

  1. თითქოს ეს სმბავი ზუსტად ჩემთვის დაიწერა. ზუსტად ეხლა დავანებე თავი ჩემს სამსახურს სადაც 11წლიან ტყვეობაში ვიყავი_ სისტემის ტყვეობაში, სადაც არანაირი განვითარება,! არანაირი წინ სვლა….მადლიბა უფალს, მადლიბა სამყაროს, რომ შევძელი და სიხარულით დავწერე განცხადება წამოსვლაზე….და მაქვს უამრავი იდეა, უამრავი გეგმები და მიზნები ვაკეთო ჩემი საქმე….

  2. მადლობა ასეთი საინტერესო სტატიებისთვის. იქნებ მესამე დონის ამბებზე გვიამბოთ 🙂

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.