მიუხედავად ყველაფრისა აკეთეთ სიკეთე (იგავი)

ერთი, ინდოელი ღარიბი ქალი ყოველ დილით აცხობდა ორ პურს – ერთს ოჯახის წევრებისთვის, მეორეს დამატებით, შემთხვევითი გამვლელისთვის. მეორე პურს, ქალი ყოველთვის დებდა რაფაზე და ნებისმიერ გამვლელს შეეძლო მისი აღება.

ყოველთვის, როდესაც რაფაზე პურს დებდა ლოცულობდა შვილისთვის, რომელიც დიდი ხნის წინ, უკეთესი ცხოვრების საძებნელად წავიდა სახლიდან და რომელზეც არაფერი სმენოდა. დედა ლოცულობდა შვილის უვნებლად დაბრუნებაზე.

რამდენიმე ხანში ქალმა შენიშნა, რომ ყოველ დილით ვიღაც კუზიანი მოხუცი მოდიოდა და იღებდა პურს. თან მადლიერების ნაცვლად, წაიბურდღუნებდა: “ბოროტებას რომელსაც სჩადიხართ რჩება თქვენთან, ხოლო სიკეთე გიბრუნდებათ თქვენვე!” იტყოდა და გაუდგებოდა თავის გზას.

ასე გრძელდებოდა დიდი ხანი. მადლიერების სიტყვების გამოუხატვად, ქალი თავს მოტყუებულად  გრძნობდა. არ მოსწონდა უმადური კუზიანი მოხუცი. ფიქრობდა  – “ეს კუზიანი, ყოველ დილით  ერთსა და იგივეს ამბობს! რას გულისხმობს ნეტავ? რა აქვს მხედველობაში?”

ერთხელაც, ძალიან გაღიზაინებულმა და განერვიულებლუმა გადაწყვიტა წერტილი დაესვა ამ უმსგავსო, საქციელისთვის. “თავიდან უნდა მოვიცილო ეს საზიზღარი კუზიანი!”– თქვა გულში და მეორე პურს საწამლავი დაამატა. როდესაც გამომცხვარ პურს რაფაზე დებდა, ხელები აუცახცახადა. “კი მაგრამ რას ვაკეთებ?” – გაიფიქრა და დანთებილ ცეცხლში გადაუძახა. ახალი გამოაცხო და დადო რაფაზე.

კუზიანმა, პური აიღო და ჩვეულად ჩაიბურდღუნა: “ბოროტებას რომელსაც სჩადიხართ რჩება თქვენთან, ხოლო სიკეთე გიბრუნდებათ თქვენვე!” რის მერეც, განაგრძო გზა ისე, რომ ქალის შინაგან, ბობქარ ემოციების არსებობაში ეჭვი არაც კი გასჩენია.

იმავე საღამოს, გაისმა კარზე კაკუნი. ქალმა კარი გააღო და ზღურბლზე მონატრებული შვილი შერჩა ხელში. ბიჭი საშინლად გაოიყურებოდა: მშიერი, გამხდარი, დასუსტებული, ძონძებში გახვეული. 

“დედა, აქ რომ ვარ და გხედავ ნამდვილი სასწაულია! სახლიდან რამდენიმე კილომეტრში  ვიყავი, როდესაც შიმშილისგან გული წამივიდა. მოვკვდებოდი რომ არა მოხუცი კუზიანი, რომელმაც სიკეთე გამოიჩინა და მომაწოდა მთლიანი პური, რომელიც მისი მთელი დღის, ერთადერთი საჭმელი იყო. ის მიხვდა, რომ მე უფრო მჭირდებოდა.“

როდესაც, დედა ამ სიტყვებს უსმენდა გაფითრდა და ფეხები რომ არ მოკვეთოდა, კარს მიეყრდნო. გაახსენდა დილით მოწამლული პური, როგორ ჩააგდო ცეცხლში, ასე რომ არ მოქცეულიყო მისი შვილი ახლა ცოცოხალი არ იდგებოდა მის წინაშე!

ახლა კი ქალი მიხვდა კუზიანი მოხუცის სიტყვების აზრს: “ბოროტებას რომელსაც სჩადიხართ რჩება თქვენთან, ხოლო სიკეთე გიბრუნდებათ თქვენვე!”

იგავის მორალი:
შეეცადეთ, ყოველთვის აკეთოთ სიკეთე, თუნდაც, მოცემილ დროს, არავინ არ აფასებდეს მას.

One thought on “მიუხედავად ყველაფრისა აკეთეთ სიკეთე (იგავი)

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.