ერთი ქალი

ყველა მამაკაცის ცხოვრებში არსებობს ერთ ქალი, რომელიც გადაატრიალებს მის ცხოვრებას, გაყოფს „მდე“ და „შემდეგ“, შეუცვლის ხედვებს, სიტყვებით აუხსნელ ნაკვალევს დაუტოვებს ცხოვრების სავალ გზაზე და სა მუდამ ოდ დაიბუდებს მის გულში.

სრულებით არა აქვს, მნიშვნელობა იყო ეს ქალი წარსულში, არის ამჟამად თუ გამოჩნდება მომავალში.

ყველა მამკაცს ჰყავს – ის, ერთი ქალი.

ქალი, რომელიც ცვლის ცხოვრებას და თავად კაცს. ასეთი ქალების დანახვაზე თრთის ბეღურასავით, როდესაც სხვა დროს „ლომს შეეჭიდება“, მისით ავადდება, მათთვის სიმაღლეებს იპყრობს, ოცნებობს მასზე, სჩადის წარმოუდგენელ „სისულეებს“ , მისი ფანტაზია და „არასერიოზულობა“ სცდება ყოველნაირ საზღვრებს, სრულიად ცვლის თავს და ჯამში სამყაროს…

რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რადენი ქალიც არ უნდა შეხვდეს კაცს ცხოვრების გზაზე – მაღალი, დაბალი, შავი, თეთრი, მწვანე თუ შავ თვალა… ის, ერთი  ქალი, გაახსენდება ყოველთვის და მას შეადარებეს ყველას.

ეს ქალი ან ხელის გულზე დაჰყავს, მისით ამაყობს, ანებივრებს…

ან უფთხილდება, უბრალოდ იმიტომ, რომ დრო ჯერ არ დამდგარა. გულის „ფრიალით“ თავს იკავებს, რომ არ დაურეკოს, თავი რომ არ მოაბეზროს, „სისულეები“ არ უთხრას და ოცნებობს – ძალიან მალე დადგება ის დღე, როდესაც, ის ერთი ქალი, ეყოლება სახლში და გახდება მისი შვილების დედა .

ან კარგავს (ხშირ შემთხვევაში) ასეთ ქალს, მერე, მის გარეშე ცარიელდება კაცის ყოფიერება. იწყობს ცხოვრებას მაგრამ რაღაც მაინც ისე არ არის, სადღაც ეკარგებათ ფერებს სიხასხსე და უამრავი მცდელობების მიუხედავად, უკვე ვერავინ და ვერაფერი შეძლებს დანაკრგის ამოვსებას. ცხოვრებას აგრძელებს ნაიარევი გულით, რომელიც სხვადასხვა დროს ტკივილით და სინანულით თავს შეახსენებს. 

მამკაცებო, დააფასეთ  ქალი, რომელიც გულის ცემას და პულსს გიჩქარებთ, ვისაც გამოჰყავხართ ჩვეული მდგომარეობიდან, ვინც „გასულელებთ“,  ვისთვისაც მზად ხართ შეუძლებელი გაკეთოთ… გაანებივრეთ…

და თუ (რაღაც მიზეზებით) ჯერ არ დამდგარა დრო, გაუფრთხილდით და ყველაფერი გააკეთეთ ოცნება რეალობად გექცეთ, დაიმსახურეთ!

გახსოვდეთ, ასეთი ქალი ცხოვრებაში გხვდებათ მხოლოდ ერთხელ და ის თქვენი ცხოვრების გულისცემას და აზრს წარმოადგენს!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.