ასე კარგად რომ მოვექცე, უნდა იმსახურებდეს…

„ასე კარგად ქმარს რომ მოვექცე, უნდა იმსახურებდეს”  – იყო ქალბატონის კომეტნარი ერთ-ერთ თემაზე.

გულწრფელობა – არის ყველაზე კარგი თვისება, რომელიც ადამიანს ანთავისუფლებს ზედმეტი აზრებისაგან, ფიქრებისგან და შეხედულებებისგან. გულწრფელობა, ჩემთვის შინაგან თავისუფლებასთან იგივდება. სიმართლეს თვალებში რომ ჩავხედოთ – „კარგად ვიქცევით“ არა ვინმეს გულისთვის (ქმარი ან მეგობარი…), არამედ საკუთარი თავისთვის. 

აღიარეთ ეს ფაქტი.

გარშემო არსებული რელობა, გარემოებები და ადამიანები ჩვენი გონების პროექციაა. ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სარკეა და მასში აირეკლება ჩვენში არსებული შინაგანი, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი, პროგრამები.

როდესაც ხელს იშვერთ სხვისკენ, ამ შემთხვევაში – ქმრისკენ ან მეგობარისკენ, დაუსვით თავს შეკითხვა – ის თუ არ მომწონს, მაშინ ვინ მომწონს? თუ უკეთესს ვიმსახურებ, რატომ არის დღეს „ის“ ჩემ გვერდით? რა თვისებები მაქვს ისეთი, რის გამოც მოვიზიდე ზუსტად ეს ადამიანი? რა თვისებები უნდა მქონდეს, რომ ხვალვე ხელი მთხოვოს „ ცხენზე ამხედრებულმა პრინცმა“? თქვენ ხომ ძალიან კარგად გესმით, პრინცი არ დაქორწინდება გოგოზე რომელსაც აქვს უამრავი კომპლექსი, უბედურია, უმადურია, წუწუნებს, ვერ იტანს თავს, თავის ცხოვრებას, სავსეა „ფობია-მანიებით“ და თავში დაუდის უთვალავი „მაჯლაჯუნები“.

როდესაც, მენტალური და ემოციური პროგრამა დავირეუსებულია, ვინ გაწმინდავს? პრინცი? თქვენ კი გინდათ ასე მოხდეს, მაგრამ მეტი სქმე არ აქვს. 🙂 პრინცი სხვა ცხოვრებით ცხოვრობს. 🙂 უბრალოდ, მას ვერ მოიზიდავთ! გასუფთავებას ახდენთ თქვენ, თქვენი სარკე და მასში ანარეკლი (ქმარი ან მეგობარი ბიჭი…). დაფიქრდით და უპასუხეთ: განა მანქანის ტარებას  სწავლობენ ლამბორჯინზე ან ბუგატზე ან პორშეზე? 🙂 .

ზემოთ ვახსენე, დავირუსებული პროგრამები. მკითხავთ – რას ვგულისხმობ?

ადამიანში არსებობს შიდა პროგრამები. ეს ის პროგრამებია, რომელიც მას არა აქვს გააზრებული – ვერ ხედავს ან არ იღებს, რკინის ფარდა აქვს ჩამოფარებული და ცნობიერისთვის მიუწვდომელია. მის დასანახად სჭიროა სარკე. სხვები (ადამიანები და მოვლენები), სარკეში ამ პროგრამის ანარეკლს წარმაოდგენენ.

ასე, რომ როდესაც გაიფიქრებთ „თუ კარგად მომექცევა, მეც კარგად მოვექცევი“- დაფიქრდით, თუ კი ის ცუდად მექცევა, როგორ მინდა რომ მექცეოდეს? სად ვექცევი საკუთარ თავს ან სხვას ანალოგიურად? ანარეკლი ხომ შინაგანი პროგრამული უზრუნველყოფიდან გამომდინარე გვაჩვენებს? როგორ ვიპოვი ჩემში ის, რაც მასში არ მომწონს? როგორ შევცვალო გამოსახულება? მოვახდინო კორექტირება ან სრულად ახლი, პროგრამული უზრუნვეყოფა ჩავწერო?

შემდეგ თემაში ვისაუბრებთ რა სახით აირეკლება შინაგანი სამყარო გარე სამყაროში:

იცით თუ არა, ვის აირეკლავთ გარე სამყაროში?

თუ მოგეწონათ თემა, გააზიარეთ მეგობრებს. მადლობა, ბლოგზე სტუმრობისთვის!

წარმატებები!

ინდივიდუალური ქოუჩ-სესიები: http://kvaratskhelia.pro

 

თქვენ უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით 

ტრენერი და ეფექტური აზროვნების ქოუჩი

თამარ კვარაცხელია

 

3 thoughts on “ასე კარგად რომ მოვექცე, უნდა იმსახურებდეს…

  1. უღრმესი მადლობა თამარ გვეხმარები ძალიან😍

  2. Didi madloba kalbatono tamar tkven kovel dge gvajlevt sixaryls sikvaryls da imeds gmertma syl bednieri gamkofot tkven gvimsybykebt koveldge sicocxlec madloba kvelafristvis mikvarxart.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.