მე ვიცი რას ნიშნავს შევიყვარო თავი

მე ვიცი ეს რას ნიშნავს.

ეს ნიშნავს დილით რომ გაიღვიძებ უკვე აღარ ფიქრობ, რომ მსოფლიოში არის ვინმე შენზე იღბლიანი, ლამაზი, ჭკვიანი, ბრძენი..

ეს ნიშნავს, იხედებოდე სარკეში და არ გინდოდეს თვალი მოწყვიტო შენს ანარეკლს, ენდობოდე მას. მნიშვნელობა არა ააქვს კოსმეტიკით ვარ თუ მის გარეშე და არც ჩემს ხასიათს აქვს მნიშვნელობა.

მე უბრალოდ ვენდობი იმას, ვინც ანათებს და ათბობს გულს.

მე ვიცი, რას ნიშნავს გიყვარდეს საკუთარი თავი. მეტი არ ელოდო ღონისძიებებს, საღამოებს, მოვლენებს, დაბადების დღეებს, გამოსასვლელ დღეებს… არ იყო სიყარულის და ყურადღების მოლოდინში სხვებისგან!

თავს მისცე უფლება, იყო ბედნიერი დღეს და ახლავე, პირდაპირ თვალებში ისე ჩახედო გამვლელბს, რომ თვალებს არ ხრიდე ჭუჭყიანი ასფალტის საფარისკენ… იცოდე, რომ სამყარო გარშემო ისეთივე მშვენიერია, როგორც იყო ყოველთვის.

მე ვიცი, რას ნიშნავს გიყვარდეს საკუთარი თავი. მოგგვაროს სიხარული ახლობლის ყოველმა წარმატებამ, ასევე უცნობის, წასულების, დავიწყებული ადამიანების. გიხაროდეს ის, რომ ისინი ცხოვრობენ, ცოცხლობენ, ქმნიან, სუნთქავენ, აღწევენ, იპოვებენ. რადგან მათი წარმატებით არანაირად არ მცირდება ცეცხლი ჩემს შიგნით. მე არ ვხდები ნაკლებად მშვენიერი, მე არ ვხდები ნაკლებად საყვარელი და დაცული. რადგან მე ისეთი ღრმა ვარ, რომ შემიძლია დავიტიო მათი წარმატებაც.

მე შემიძლია, გავიზიარო მათი წარმატება და სიხარული. მე შემიძლია, ყოველი ჩემი უჯრედით გავიგო, რომ მათი წარმატება ეს არის – წარმატება და სიხარული მთელ სამყაროში. ეს კი ნიშნავს, როგორც ყველაფერი ამ სამყაროში – ჩემი ნაწილიცაა.

მე ვიცი, რას ნიშნავს გიყვარდეს თავი. მეტი აღარ ვიწუწუნო ცხოვრებისეულ სირთულეებზე. უფრო მეტიც, შემიყვარდეს კიდეც ეს სირთულეები. ღიმილის და იუმორის გრძნობით შევხვდე ნებისმიერ წინააღმდეგობას, მესმის რა რომ ყოველივე ამის უკან დგას, უკან დაბრუნების პროცესის ძალა და მოთმინება.

ვიყო აღფრთოვენებული ქვეყნით, ქალაქით , ქუჩით და სახლით სადაც ვცხოვრეობ. ვგიჟდებოდე ფანჯრიდან ხედზე, ვგიჟდებოდე გამვლელბზე, თუნდაც იყვნენ ასეთი დათრგუნულნი. ისინიც, როგორც მე, ერთ დღესაც, აუცილებლად გაიგებენ რას ნიშნავს თავის სიყვარული.

 

გინტარე იოტეიკაიტე

(Гинтаре Йотейкайте)

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.