როცა არ მოგწონს სარკეში ანარეკლი

წინა თემებში გავიგეთ:

  1. გარე სამყარო, შინაგანის პროექცია
  2.  რა მოხდება, როცა სარკის პრინციპს გავიაზრებთ?

გარე სამყარო შინაგანი პროგრამების სარკეა და აირეკავს ამ პროგრამებს, ადამიანების და გარემოებების მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ანარეკლით უკმაყოფილო ადამიანი მუშაობს თავთან და არა ანარეკლთან. თუ ამას დავამატებთ საკუთარ თავთან გაულწრფელობას, ვაღიარებთ საკუთარ თავთან დამოკიდებულებებს – როგორც ვექცევით თავს, ისე გვექცევიან სხვები, ისინი კი თავის მხრიდან, ჩვენში ირეკლავენ, საკუთარ ფარულ სურვილებს და წარმოდგენებს. რაც არის შინაგანად, ის არის გარშემო… ჩვენი შინაგანი სამყარო მოიზიდავს, სხვების შინაგან სამყაროს.

დააკვირდით,

  • თუ გარემოს აფასებთ (ანარეკლი)  უარყოფითად – თავად ხართ მოწყენილი და დეპრესიული , ეს ხომ თქვენში ხდება.
  • თუ გარშემო კეთილი ნათელი ადამიანებია, შინგანი მდგომარეობა გაქვთ შესაბამისი.

სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივია! იმუშავებთ,  შინაგან პროგრამებზე? შეიცვლებიან ადამიანები, გარემოებები და შეიცვლება სრულიად სამყაროს აღქმა. ❤

ვისთის ვწერ ამ თემას? ქალბატონებისთვის, რომ მოხდეს გაცნობიერება – სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ შეცვალონ გარემო თავისი დამოკიდებულებით. ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, ჩვენ ვარ საოცარი ნიჭით დაჯილდოვებული, ჩვენ ვართ ჯადოქრები! ჩვენ ვახდენთ სასწაულებს!

ვეცადე გასაგებად ამეხსნა, რომ ყველა გაკვეთილში რომელსაც მამკაცები (მეუღლე, მამა, შვილი, ძმა, გამვლელი, მოყოლილი ამბავი, წაკითხული ისტორია და ა. შ. ) გვიტარებს ცხოვრებაში, ჩადებულია ქალურობასთან დაბრუნების, შემობრუნების აუცილებლობა. დღევანდელ რეალობაში, უმეტესობა ქალბატონებისას აქვს მამკაცური საწყისი მეტობაში და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ნებისმიერი მამაკაცი „რკინის ლედის“ გვერდით წამოწვეს  ტახტზე, „დააჯდეს კისერზე“, იყოს უქნარა, დაიწყოს სმა ან თამაში ან გახდეს „მექალთანე“… როდესაც ქალი იმყოფებთ მსხვერპლის პოზიციაში, მოთქვამს რთულ და გაუსაძლის (საკუთარ და ზოგად) ხვედრზე, ნანობს უამრავ რამეს… ამ დროს, კაცში აღვიძებს ტირანს, რომელიც სჩადის უღირს საქციელს.

არადა, სწირედ მისი საშუალებით სამყარო ცდილობს მოიყვანოს აზრზე. „უმსგავსო“ და „არაკაცი“ მამკაცების“ არსებობა საჭიროა ცხოვრებაში. მათი არსებობით, სამყარო ქალს ეუბნება:  “გახდი ქალი! ისწვლე თავის სიყვარული, დაიწყე სიცოცხლის დაფასება, ამ ქვეყნად არ მოსულხარ სატანჯველად! შე ხარ ქალი! სად არის, მდინარე წყლის მოქნილობა, სიბრძნე? სად არის ვნებიანი ცეცხლი? რატომ უარყოფ შენ ქალურ საწყისს? სად არის სილამაზე, სინაზე, სიმსუბუქე, სიხარული? სად არის რწმენა? აი, შენ, ეს მამაკაცი! გყავდეს! ის იქნება შენი ანტივირუსი ან „ტრენაჟორი“ :), გაწმინდავ პროგრამებს ან ივარჯიშებ მანამ, სანამ ყვავილივით არ გაშლი, არ გამოაჩენ შინაგან სილამაზეს და ქალურობას, არ განავითარებ შინაგან სიბრძნეს… შენ გაცილებით მეტი ხარ! მეტის ღირსი ხარ და მეტი შეგიძლია! შენ შემოქმედი ხარ! ალამაზებ შენი შინაგანი სამყაროთო, ყველას და ყველაფერს გარშემო! შენ უნდა გეთაყვანებოდნენ, ბრწყინავდე, სითბოს და სიყვარულს ასხივებდე… გთხოვ, ისწავლე ქალურობა და გახდი ქალური!”.

მაშინ, როდესაც ქალს უჭირს გაერკვეს სამყაროს კანონებში ან არ უნდა… როდესაც, ის შორდება ან გაურბის ანარეკლს, უკეთესი ახალი ანარეკლის (მამკაცის) პოვნის იმედით… ჰოპ, საოცრებავ…. სხვა ადამიანი კი მიიღო, მაგრამ აქვს იგივე ან უფრო უარესი პრობლემები…  ჩაკეტილი წრე. რაც არ უნდა მაკრიტიკოთ – რატომ ქალები, კაცები რა, არაფერ შუაში არ არიანო? მე ყოველთვის ცხოვრების ილუზორულობას დავეყრდნობია, ჩვენი შინაგანი პროგრამების პროექიას გამოვიყენებ ფაქტად, რეალობის ანარეკლად აღქმას მივაწვები და ვიტყვი: ქალია თუ კაცი, ყველა, ცხოვრობს თავის შინაგანი პროგრამების ანარეკლში და იმის მიხედვით რამდენად დავირუსებული აქვს თუ გასუფთავებული ეს პროგრამები, იმდენად ეძლევა სასურველი ცხოვრებით ცხოვრების საშუალება. კიდევ, დავამატებ: ქალს შეუძლია შეცვალოს თავისი ანარეკლი, თუ არ მოსწონს! გამოსახულებას ცვლის, სარკეში მომზირალი. ცვლილებები იწყება თავიდან. ყველაფრი. რაც ქალის გარშემო ხდება იწყება ქალის შინაგანი სამყაროსგან. როდესაც არ მოგწონთ ტანსაცმელი რომელიც გაცვიათ და სარკეში თავს უყურებთ, ხომ არ ეჩხუბებით სარკეს ან სამოსს? მიდიხართ და იცვამთ ისეთს, სადაც თავი ულამაზესი გგონიათ. ტყუილუბრალოდ კი არ ტრიალბენ გოგონები საათობით სარკის წინ, სანამ გარეთ გავლენ 🙂 ეს მათი ქალური ბუნებაა.

ქალი – სივრცეა. ამ სივრცეს ავსებს საკუთარი თავის სიყვარულით, პატივისცემით, თავის რწმენით, მიმღებლობით.. ამის მერე, ასხივებს სხვებში და სხვაგან, რათა ანათოს და ჰქონდეს სიცოცხლის ხალისი!

გეთანხმებით, რთულია.

მტკივნეულია საკუთარი თავის შეცვლა, მაგრამ გაცილებით მტკივნეულია, იმის გააზრება, რომ არსებული დებულებებით, შეხედულებებით, დავირუსებული პროგრამებით ქალი ანგრევს საკუთარ ცხოვრებას…

რამდენადაც არ უნდა იყოს გასკვირი,  “ტკივილი” საჭიროა.

მე მივხვდი ამას, როდესაც დავიწყე აქტიური მუშაობა საკუთარ თავზე. ჩემი ზრდა და განვითარების შედეგად ნელ-ნელა შეიცვალა უკმაყოლოების გამომწვევი გარემოებები. ტკივილი ურთიერთობებში – ეს განუყოფელი თანამგზავრია ორი ზრდასრული ადმიანისთვის, რომელიც ქმნის ან აქვს ოჯახი და მუშაობს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. მაქვს საკუთარი და უამრავი სხვა მაგალითები, როდესაც ქალბატონები და მამკაცები უარს ამბობენ ერთად გაზრდაზე, გაურბიან ტკივილს და ასრულებენ ურთიერთობას, ახალი ურთიერთობების იმედით, რომ სხვასთან გამოუვათ, მაგრამ ნურას უკაცრავად! თავიდან ყველაფრი მიდის გადასარევად (ეს შეყვარებულობის ხანა), მაგრამ მერე გარდაუვალად დგება დავირუსებული პროგრამების გაწმენდის პროცესი – კამათის, გამოკიდების, გაკრიტიკების, ლანძღვის და ისევ საიდანღაც, გამოძვრება ის ტკივილი, რომელსაც წინა ურთიერთობებში გაექცა. ახლა მითხარით, აქვს თუ არა აზრი წრეზე სირბილს?

ყოველთვის, ყოველთვის დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები:

  • რას მასწავლის, ახლა, ეს სიტუაცია? 
  • რატომ მოხდა ასე – რას ვერ ან არ ვხედავ?
  • რა გაკვეთილი უნდა მივიღო?
  • რა უნდა გავითვალისწინო დღეიდან?
  • რა უნდა გავაკეთო, ეს რომ არ მოხდეს?

ამ კითხვებზე პასუხების შედეგად, გადახვალთ რესურსულ მდგომარეობაში.

თუ ტკივილი გვაძლიერებს და გავმყოფებს რესურსულ მდგომარეობაში, რატომ გავურბივართ მას და რატომ ვთვლით, რომ ის არ უნდა არსებობდეს?

ხშირად, სიცოცხლე რომ გაგრძელდეს, აუცილებელია „ცეცხლში გაიარო“, „წყალში ჩადგე“  და ეს ემსახურება ურთიერთოებების გამოწრთობას. ნუ შეგაშინებთ ტკივილი. ნებისმიერი ურთიერთოებები – ეს სირთულებია. თუ გგონიათ, რომ ბოლოდ და ბოლოს გეღირსათ გვერდით, ნორმალური მამკაცი და შეიძლება ახლა მოდუნდეთ და დატკბეთ, მერწმუნეთ, ტყუილად გგონიათ, იმედები მალე გაგიცრუვდებათ. მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ იქნება სირთულეები, მაგრამ ამ სირთულეებს შეხედეთ როგორც ერთმანეთთან დაახლოების, გაზრდის, უკეთ შეცნობის და თანამეცხედრედ გახდომის შანსს..

საყვარელი ადამიანი – ის კი არ არის ვისთანაც ყოფნით შეიძლებელია დროს 100% დატკბეთ. საყვარელი ადამიანია – ვისი გულისთვისაც მზად ხართ გადალახოთ წინააღმდეგობები და შეიცვალოთ უკეთესობისკენ. ეს ის ადამიანია, ვისაც იღებთ ისეთს, როგორიც არის, ყოველგვარი პირობების გარეშეეეეე და ამავე დროს, მუდმივად იზრდებით მის გვერდით!

თუ მოგეწონათ თემა, გაუზიარეთ მეგობრებს. მადლობა, ბლოგზე სტუმრობისთვის!

წარმატებები!

ინდივიადუალური ონლაინ ქოუჩ-სესიები: http://kvaratskhelia.pro

 

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით 

ტრენერი და ეფექტური აზროვნების ქოუჩი

თამარ კვარაცხელია

5 thoughts on “როცა არ მოგწონს სარკეში ანარეკლი

  1. სასწაული თემაა , თქვენ ნამდვილად ხართ ჯადოქარი და საოცრება მიხარია რომ წავიკითხე ❤

  2. როდესაც მე მინდა დავალაგო ურთიერთობა და ჩემს ქმარს არანაირად არ უნდა გადალახოს ეს სირთულეები და დაშორება ურჩევნია მაშინ რა უნდა ვქნათ 😥

    1. საკუთა თავთან გულწრფელობა ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა სარკის პრინციპის გამოყენებისას. თუ ჩავთვლით რომ მეუღლეც და ყველა დნარჩენი თქვენი ანარეკლია, დასაფიქრებელია, თქვენმა რა აზრებმა ემოციებმა მიიყვანა მდგომარეობა აქამდე. მოვლენა არ არსებობს მასზე მოლოდინის და მონაწილეების გარეშე…. გინდოდეს ცნობიერად ერთი, არ ნიშნავს ქვეცნობიერადაც იგივე პროგრამა არსებობდეს. ამიტომ თამუნა დიდი მადლობა კომენტარისთვის და სამუშაო ეს საკითხი. ან პირადად ჩემთან ქოუჩ-სესიებით ან პროფესიონალ ფსიქოლოგთან მიმართვით.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.