გონების გაწმენდა “სიბინძურისგან”

ავადმყოფობის დიდი ნაწილი, უბედური შემთხვევა, სიავე, ბოროტება და საერთოდ, ცუდად ყოფნა, იმ ყველაფრით, რაც ადამიანის თავს ხდება – ინფორმაციული საწამლავის ბრალია, რომლმაც თავისუფლად შეაღწია გონებაში და დაიდო ბინა. ინფორმაციული საწამლავის გონებაში შეღწევის შემდეგ, ის „თავის საქმის“ კეთებას განაგრძნობს და ხდება ტოქსიკური – წამლავს და აბინძურებს მენტალურად, ემოციურად და ფიზიკურად.

ავად გახდა. საინტერესოა, რატომ? წინა დღეს, ვიღაცამ დაადანაშაულა…

ფეხი წამოკრა და წაიქეცა. რატომ? ერთი საათით ადრე, ვიღაცამ გააკრიტიკა.

საშინლად დაიღლა და აღარ უნდა სიცოცხლე. რატომ? ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა „გაუმწარა“ ცხოვრება.

ის ძაალიან შეშინებულია და უმარტივეს საქმესაც ვერ კიდებს ხელს… რატომ? ვიღაცამ უთხრა, რომ არაფრის მაქნისია, სუსტია. მონაა, „ჩვარია“, უნებისყოფოა, უუნაროა…

უამრავი ისეთი მოვლენის ჩამოთვლაა შესაძლებელი, სადაც აღინიშნება – ფსიქოლოგიური შხამის მოქმედება.

შხამები ასუსტებენ ადამიანის იმუნურ სისტემას და ორგანიზმი მარტივად ხდება დესტრუქციული მოვლენების ზეგავლენის ქვეშ. სამწუხაროდ, თქვენ არ შეგიძლიათ სხვებს აუკრძალოთ გაგაკრიტიკონ, მაგრამ თავისფლად შეგიძლიათ, უარი თქვათ კრიტიკის მოსმენაზე და მის მიღებაზე.

როგორ უნდა შეწყვიტოთ კრიტიკის მიღება, როგორც მენტალურ, ასევე, ემოციურ დონეზე?

ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ თქვენ მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე იყვიროთ: «მოკეტე! არაფრის გაგება არ მინდა!»ან ადგილზე მოითმინოთ, მაგრამ მომდევნო დღეების განმავლობაში ყაროთ „ცოფები“ და ფიქრებში ლანძღოთ: «რა საზიზღარია, როგორ ბედავს და ვინ არის, რომ მაკრიტიკებს! ვინ მისცა ამის უფლება? ეს მე ვარ მშიშარა?! მე მაგას ვანახებ სეირს…» მსგავსი დიალოგი თავთან ნიშნავს – კრიტიკა შეგეხოთ და ის მიიღეთ.

დაიმახსოვრეთ: კრიტიკას არ ვიღებთ და არ ვმართავთ მის გარშემო შინაგან (და რაც გარეგან) დებატებს. იგივე ეხება, ნებისმიერ დამაბინძურებელს.

როგორც კი იწყებენ, ტვინში ინფორმაციული შხამის  ჩანერგვას, მომენტალურად, მიუჯახუნეთ „ცხვირ წინ კარები“. ამისთავი საკმარისია დაეუფლოთ ორ უნარს:

  1. ამოიცნოთ დამაბინძურებელი
  2. ხელი შეუშალეთ, თავში მის შეღწევას.

მაგალითად, მიღებულმა ინფორმაციამ შეგაშინათ ან რაღაც გეწყინათ,ამ დროს, საკმარისია,  მასში  ამოიცნოთ საწამლავი, ტოქსიკური ინფო. მერე კი განათავსებთ თუ არა მას ტვინში, გამოყოფთ თუ არა მის შესანახად ძვირფას უჯრედებს, დააბინძიურებთ თუ არა გონებას, პასუხისმგებელობას იღებთ თქვენ და არა სხვა.

დამაბინძურებლებისთვის გზის გადაკეტვა — უნარია. ამ უნარის შეძენა გაცილებით რთულია, ვიდრე „დამაბინძურებლის“ აღმოჩენა.

რა არის საჭირო დაბინძურების თავიდან ასაცილებად?

დაუყენეთ გონებას უმნიშვნელოვანესი ბლოკი შემდეგი სიტყვებით: «თუ არ მსიამოვნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არაფერში მჭირდება!» და კიდევ ორი დამატებითი ბლოკი: «ტყუილია! სიცრუეა! » და «არ მაინტერესებს! არ არის საინტერესო!»

ჩვევა ისე უნდა განავითაროთ, რომ როგორც კი ტოქსიკური ინფორმაცია მოაღწევს თქვენს ყურამდე, ამ ბლოკთაგან რომელიმე (ან ერთ-ერთი მაინც) პირობითი რეფლექსივით უნდა წარმოიქმნას. დაიმახსოვრეთ: ეს არის სიტყვები რომელბიც ბლოკავს და ითქმება გულში. ხმამაღლა თქმა, არ არის საჭირო. ხმამაღლა შეგიძლიათ უპასუხოთ, ის რასაც შინაგანი კულტურა, კარგი აღზრდა და ეთიკეტი ითვალისწინებს. აქ მთავრია, მაშინ როცა „ცხვირ წინ კარებს“ მიუჯახუნებთ, შინაგანი სამყარო დარჩეს სუფთა:

«მე არ მსიამოვნებს, ესე იგი, არაფერში მჭირდება!» 

«სიცრუეა ან ტყუილია!»  

«არ არის საინტერესო!ან არ მაინტერესებს!»

როდესაც,

გაკრიტიკებენ – «მე არ მსიამოვნებს, ესე იგი, არაფერში მჭირდება!» 
გადანაშაულებენ -«მე არ მსიამოვნებს, ესე იგი, არაფერში მჭირდება!» 
გაშინებენ – სიცრუეა! (არ არის საინტერესო!)
უარყოფითად წინასწარმეტყველობენ (თქვენზე ან ზოგადად) — სიცრუეა!
გიქვეითებენ თვითშეფასებას — «მე არ მსიამოვნებს, ესე იგი, არაფერში მჭირდება!» 
გიბრაზდებიან — «მე არ მსიამოვნებს, ესე იგი, არაფერში მჭირდება!» 
გაწყენინეს – «მე არ მსიამოვნებს, ესე იგი, არაფერში მჭირდება!» 
ტელეიზორიდან, კომპ. ინფორმაცია, რომელიც იწვევს შეშფოთებას  — «სიცრუეა ან ტყუილია!»

ჩაუშვით ეს პროგრამა გონებაში, მიეცით საშუალება იმუშაოს და „თავისი საქმე გააკეთოს“, გადაახარისხოს მომწამვლელი შეტყობინებები და „მიუჯახუნოს ცხვირ წინ კარები“ ვისაც საჭიროა!

აქვე, თემის დასარულს დავამტებ:

გამოიმუშავეთ უნარი – გარშემო ადამიანები შეაფასოთ არა კრიტერიუმით: «სპეციალურად გამიკეთა!» — არამედ, კატეგორიით: « სინამდვილეში, ამ სიტყვების ან საქცილეის შედეგად როგორ ვგრძნობ თავს? ვხდები თუ არა უკეთესი?»

პასუხის მიხედვით იმოქმედეთ. მენტალურ დონეზე, ისე როგორც პირობითი რეფლექსი, გამოიმუშავეთ ჩვევა მომწამვლელი ინფორმაციებისგან გონების დასაცავად.

გისურვებთ წარმატებებს!

მოგეწონათ თემა? გაუზიარეთ მეგობრებს, იქნებ ვინმეს სჭირდება, სწორედ, მსგავს საკითხებზე პასუხის მიღება. მადლობა ❤

იმისთვის რომ თავი იგრძნოთ დაცულად, ტვინში ნაგავის შეღწევისგან, სასურველია ცხოვრება ააწყოთ სარკის პრინციპით.

თუ როგორ გავაკეთოთ ეს იხილეთ მომდევნო თემაში – სასურველი ცხოვრების აწყობა „სარკის პრინციპით“

 

 თამართან შეგიძლიათ, ონლაინ რეჟიმში, გაიაროთ ინდივიდუალური ქოუჩ-სესიები, ინფორმაცია იხილეთ აქ: http://kvaratskhelia.pro

 

 

5 thoughts on “გონების გაწმენდა “სიბინძურისგან”

  1. arvici ra gijtxrat saswauli xart zustad es mchirdeboda gamagija cudma azrebma shisebma ver gamovdivar am mdgomareobidan da amis wakitxva mindoda zustad axla shemovedi rom titkos ragac iseti mimego rac damexmareboda .. da zustad is wavikitxe rac mindoda ❤ madloba magari blogia da ra tqmaunda mixaria rom arsebobt tamar kvaracxelia ❤

    1. შემთხვევისთ არაფერი ხდება. რაც დაწერეთ ემოციური და გადამდები იყო ჩემთვის. მადლობა თქვენ, გრძნობების გამჟღავნებისთვის. გამიხარდა რომ თემა შეძლებს დახმარებას. მაბედნიერებს. წარმატებები ანი! ❤

  2. Zalian saintwreso temaa tamar.tqven icit ROM var sazgvar garet.samsaxuri shevicvale.vmushaob zalian agresiul adamiantan.aqedan yvela garbis.me zalian mshvidad var shinaganad da naklebad agresiulia tavadac.mitxra kidevac mgoni damamunjeo.rogor
    cudadac ar un da mommartos yuradgebas ar vakcev da gulshidac ar vitoveb.ra tqma un da damawynarebel wamalsac azleven magram MEC zalian shevicvale.ukve shinaganad var zalian mshvidad da problemebic tandatan kreba.madlieri var tqveni tamar!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.