მიდი, იმოქმედე ოცნებისთვის!

2019 წელი

ახალი წელი

 365 ახალი დღე

365 ახალი შანსი.

შანსია, ყველაფერი დაიწყო თავიდან. შეწყვიტე იმაზე ფიქრი, რის გაკეთებას აპირებ და დაიწყე ახლავე. ახლა დადგა დრო, იცხოვრო როგორც გინდა და იყო ის, ვინც გინდა.

დაივიწყე, რაც მოხდა 2018 წელს, მან დაკარგა აქტუალობა. გაუშვი მადლიერებით.

გაარკვიე, ნამდვილად რა გინდა. ნუ ცხოვრობ სხვების მოლოდინებით. ერთი სიცოცხლე გაქვს და ის იმისთვის მოგეცა, რომ გააკეთო რაც შეიძლება ბევრი რამ. ჩამოწერე ოცნებების სია, განალაგე პროირიტეტების მიხედვით, თითოეული მათგანი გადაიყავანე მიზანში და შეუდექი მის განხორციელებას, ახლავე. სიძნელეების მიუხედვად, განახორციელე ისინი 2019 წელს 99%-ით.

Continue reading “მიდი, იმოქმედე ოცნებისთვის!”

მიუხედავად ყველაფრისა აკეთეთ სიკეთე (იგავი)

ერთი, ინდოელი ღარიბი ქალი ყოველ დილით აცხობდა ორ პურს – ერთს ოჯახის წევრებისთვის, მეორეს დამატებით, შემთხვევითი გამვლელისთვის. მეორე პურს, ქალი ყოველთვის დებდა რაფაზე და ნებისმიერ გამვლელს შეეძლო მისი აღება.

ყოველთვის, როდესაც რაფაზე პურს დებდა ლოცულობდა შვილისთვის, რომელიც დიდი ხნის წინ, უკეთესი ცხოვრების საძებნელად წავიდა სახლიდან და რომელზეც არაფერი სმენოდა. დედა ლოცულობდა შვილის უვნებლად დაბრუნებაზე.

რამდენიმე ხანში ქალმა შენიშნა, რომ ყოველ დილით ვიღაც კუზიანი მოხუცი მოდიოდა და იღებდა პურს. თან მადლიერების ნაცვლად, წაიბურდღუნებდა: “ბოროტებას რომელსაც სჩადიხართ რჩება თქვენთან, ხოლო სიკეთე გიბრუნდებათ თქვენვე!” იტყოდა და გაუდგებოდა თავის გზას.

ასე გრძელდებოდა დიდი ხანი. მადლიერების სიტყვების გამოუხატვად, ქალი თავს მოტყუებულად  გრძნობდა. არ მოსწონდა უმადური კუზიანი მოხუცი. ფიქრობდა  – “ეს კუზიანი, ყოველ დილით  ერთსა და იგივეს ამბობს! რას გულისხმობს ნეტავ? რა აქვს მხედველობაში?”

Continue reading “მიუხედავად ყველაფრისა აკეთეთ სიკეთე (იგავი)”

ანგელოზების სამუშაო

ორი ანგელოზი.

ქალი გარბის სამსახურში.

რთულად ასასვლელი კიბე.
— მიდი წააქციე, მიაწექი, მიაწექი რომ გეუბნები!
— რთული კიბეა, შეიძლება ისე დაშავდეს მარტო კისერი კი არ მოიტეხოს, მოკვდეს კიდეც!
— მე დავიცავ, მხოლოდ ფეხს მოიტეხავს!
— რა საშინელებაა, ცოდვაა, ის ხომ მუშაობს გიჟივით, უკვე ზედიზედ მესამე დღეა აგვინდებს!
— კი, მართალი ხარ. ახლა, მინიმუმ სამი კვირა მოუწევს სახლში ჯდომა. მერე, საერთოდ გაანთავისუფლებენ სამსახურიდან.
— ასე როგორ შეიძლება, სამსახურის გარეშე რა ქნას, ხელფასიც კარგი აქვს!
— წააქციე რომ გეუბნები, მერე აგიხსნი ყველაფერს, მიდი მიაწექი! 

იგივე ანგელოზები,

ტრასა. ორი ქალბატონი სამსახურის მანქანაში, მაღალი სიჩქარე.

მათ წინ, მორებით დატვირთული სატვირთო მანქანა მიდის. 

Continue reading “ანგელოზების სამუშაო”