წარმატებული ადამიანების მოკლე ისტორია

ხანდახან ისე ვიღლებით წარუმატებელი მცდელობებით, გვგონია, ყველაფერი ვცადეთ და დროა შევეგუოთ იმას, რომ არაფერი გამოგვდისო. არადა, იღბლიანობა სწორედ იმდენჯერ წამოდგომაა, რამდენჯერაც წაიქცევი. ხანდახან ვიმარჯვებთ, ხანდახან ვსწავლობთ, როგორც ერთი ცნობილი გამოთქმა გვარწმუნებს. ედისონი წერდა, – ადამიანთა უმრავლესობამ, არც კი იცის, როგორ ახლოს იყო მიზანთან, როდესაც დანებდაო. ფრაზა – არასოდეს დანებდე, უკვე კლიშედ იქცა, ამიტომ ცარიელ სიტყვებს, ცოცხალი მაგალითები ვამჯობინეთ.  მოტივაციისთვის რამდენიმე ცნობილი ადამიანის  მძიმე ცხოვრებისეულ ამბებს მოგიყვებით. ისინი ბოლომდე იბრძოდნენ თავიანთი ოცნების ასასრულებლად და უამრავი წარუმატებელი მცდელობის შემდეგაც, არ დანებდნენ:

Continue reading “წარმატებული ადამიანების მოკლე ისტორია”

Advertisements

როგორ ვიყენებთ ქვეცნობიერს, ცხოვრების შესაცვლელად

 „არასდროს დაწვეთ დასაძინებლად, ქვეცნობიერთან მოთხოვნის გარეშე“ – თომას ედისონი

ქვეცნობიერს უყვარს მუშაობა, სანამ სხეული ასრულებს გაცილებით მარტივ ამოცანებს. ამის დამტკიცება თქვენთვის მარტივად შემიძლია.  გკითხავთ – რამდენი კარგი იდეა მოგსვლით მანქანის ტარების ან შხაპის მიღების დროს? როდესაც ხართ მოდუნებული, ოდნავ გაფანტული, ამ დროს, ქვეცნობიერი გაწვდის საუკეთესო  აზრებს.

ქვეცნობიერის მიმართულებით მოთხოვნის გაგზავნას შეუძლა: Continue reading “როგორ ვიყენებთ ქვეცნობიერს, ცხოვრების შესაცვლელად”