როგორ ვიყენებთ ქვეცნობიერს, ცხოვრების შესაცვლელად

 „არასდროს დაწვეთ დასაძინებლად, ქვეცნობიერთან მოთხოვნის გარეშე“ – თომას ედისონი

ქვეცნობიერს უყვარს მუშაობა, სანამ სხეული ასრულებს გაცილებით მარტივ ამოცანებს. ამის დამტკიცება თქვენთვის მარტივად შემიძლია.  გკითხავთ – რამდენი კარგი იდეა მოგსვლით მანქანის ტარების ან შხაპის მიღების დროს? როდესაც ხართ მოდუნებული, ოდნავ გაფანტული, ამ დროს, ქვეცნობიერი გაწვდის საუკეთესო  აზრებს.

ქვეცნობიერის მიმართულებით მოთხოვნის გაგზავნას შეუძლა:

  • გაგიუმჯობესოთ მოტივაცია
  • დაგეხმაროთ გახდეთ უფრო ბედნიერი
  • გაზარდოთ ემოციური აღქმადობა

ცვლილებებს შეამჩნევთ იმაზე უმოკლეს დროში, ვიდერე ეს წარმოგიდგენით.

ჩემი გამოცდილება

ჩემი უკანასკნელი თხოვნა ქვეცნობიერის მიმართ იყო შემდეგი:

«გთხოვ, მომეცი სამსახურისკენ მიმავალ გზაზე მოთმინება და მანქანაში ყოფნა გახდეს სასიამოვნო».

დაახლოებით, ერთი თვის მანზილზე ვიღებდი სიამოვნებას სამსახურისკენ მიმავალ გზაზე .

უახლოესი თხოვნა ქვეცნობიერის მიმართ იყო შემდეგი:

«მაჩვენე ჩემი ბლოგის განვითარების შემოქმედებითი გზა»

მე ვიყენებ ამ მეთოდს, რადგან, ქვეცნობიერთან მოთხოვნის გაგზავნას შეუძლია სურვილები ამისრულოს. ეს კონკრეტული თხოვნა გავაგზავნე რამოდენიმე დღის წინ და უკვე მუშაობს. იმის მაგივრად, რომ ვთხოვო „სოციალურ ქსელებში, ხალმა მოიწონოს ჩემი ბლოგი“, მე უბრალოდ შევცვალე ურთიერთობის მანერა – ახალა, ყველასთან მეგობრული ვარ, ვაკეთებ კომენტარებს, ვუწერ კომპლიმენტებს (თუ იმსახურებენ) და ვეუბნები ყველას,  ოდესმე დამჭირდება მათ დახმარება ინფორმაციის გადაგზავნაში. ახლა უკვე, ისინი არიან მზად გამომიწოდონ დახმარების ხელი.

აზროვნება

ჩემი აზროვნება იცვლება, როდესაც ქვეცნობიერს ვუგზავნი გარკვეულ თხოვნას. ვამჩნევ ახალ, სხვა დროს შეუმჩნეველ, ვარიანტებს. ქვეცნობიერის მიმართ გაგზავნილი თხოვნა კარგად მუშაობს არა მარტო ჩემს პირად თხოვნებზე, არამედ გარემოცვაზეც, რომელიც ამ თხოვნასთან არის დაკავშირებული.

3 ნაბიჯი ქვეცნობიერისთვის თხოვნის გასაგზავნად, ამას სჭირდება სულ 5 წუთი:

  1. ნაბიჯი: სანამ შუქს გამორთავთ, დახუჭეთ თვალები და  ერთი წუთის განმავლობაში იფიქრეთ თქვენს სურვილზე. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ. გირჩევთ დაიწყოთ მცირედით. მაგალითად, მე არ მოვითხოვდი, რომ თვის ბოლოს გავხდე ასტრონავტი. მართალია, თქვენი ქვეცნობიერი მუშაობს ეფექტურად, მაგრამ არა ამ დონეზე.
  2. ნაბიჯი: 2 წუთის მანძილზე წარმოიდგინეთ, რომ უკვე მიაღწიეთ სასურველს. იქნებ, დილით ადრე სირბილი ან სწორი კვება… მკაფიოდ უნდა წარმოიდგინოთ კონკრეტული მოვლენა. დავუშვათ, სამსახურის დაწყების წინ სირბილი დილაობით: წარმოიდგინეთ, დგებით წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე, იცვამთ სპორტულად და გადიხართ სუფთა ჰაერზე. შემდეგ იწყებთ სირბილს და აკვირდებით როგორ ამოდის მზე შენობებიდან, ჟღურტულებენ ჩიტები და თავს გრძნობთ კარგად.
  3. ნაბიჯი: დახარჯეთ კიდევ რამდენიმე წუთი და შეიგრძენით სურვილის განხორციელების შედეგად მიღებული სასიამოვნო ემოციები, სრულად. რას გრძნობთ, როდესაც ბრუნდებით დილის ვარჯიშიდან და აღებთ სახლის კარებს? ძალების მოზღვავებას და შემართებას? მიუხედავად იმისა რომ სასურველი მომავალშია, წარმოიდგინეთ, რომ მას უკვე მიაღწიეთ და განიცადეთ ეს სასიამოვნო ემოციები შინაგანად. ჩაიძირეთ ამ გრძნობებში სრულად და მხოლოდ ამის მერე წადით დასაძინებლად. დანარჩენი სამუშაო მიანდეთ თქვენს ქვეცნობიერ.

ქვეცნობიერს ნამდვილად სურს გაგიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი, უბრალოდ, საჭიროა ენდოთ, მიანდოთ თქვენი უზარმაზარი შინაგანი რესურსები და მისცეთ უფლება აკეთოს თავისი საქმე.

ცხოვრებაში, სურვილები სისრულეში მოჰყავს ქმედებებს

ქვეცნობიერის მიმართ, პირველსავე მოთხოვნაზე არ მოგინდებათ დილით ადრე ადგომა და არ გაიქცევით მეორე დღესვე სარბენად, მაგრამ არ დანებდეთ. შეეცადეთ, რამდენიმე კვირის მანძილზე სისტემატიურად აკეთოთ ადგომის და სირბილის ვიზუალიზაცია. მოგვიანებით უბრალოდ დაიწყეთ მიზნის განხორციელება და გადით 5 წუთიან გასეირნებაზე. პატარა ბავშვის პირველი ნაბიჯების მსგავსად, მოგვიანებით დილით ვარჯიში თქვენთვის გახდება ჩვეულებრივი ამბავი. რამდენიმე კვირაში დაიწყებთ სირბილსაც. ამ დროისთვის, მაზად იქნებით ემოციურად და შეგრძნებებით – ეს მოგქცემთ მოქმედებისთვის სტიმულს.

როდესაც, ემოციურ იმპულსებს მიმართავთ წარმოსახულისკენ, ქმნით მოტივაციას, ამას კი შეუძლია დაგეხმაროთ სასურველის მიღებაში. შედეგად გახდებით ბედნიერი.

შეგიძლიათ თუ არა მოტივაციასთან დაკავშირებით მომცეთ რჩევა? თქვენ ოდესმე გიცდიათ ძილის წინ ქვეცნობიერისთვის გაგეგზავნათ რამე მოთხოვნა? გინდათ გაგოთ ამამზე უფრო მეტი? მოდი ვისაუროთ ამაზე კომენტარებში ქვემოთ.

Karl Staib
Перевод статьи How to Use Your
Subconscious to Change Your Life

თარგმანი თ.კ. 

ინდივიდუალური ქოუჩ-სესიები ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. მიღეთ სრული ინფორმაცია თამარ კვარაცხელიას ოფიციალურ საიტზე: http://kvaratskhelia.pro/

2 thoughts on “როგორ ვიყენებთ ქვეცნობიერს, ცხოვრების შესაცვლელად

  1. მომწონს თქვენი სტატიები!
    არც ისე დიდი ხნის წინ დავიწყე მსგავსი საკითხებით დაინტერესება,
    ყოველთვის მწამდა, რომ ადამიანის ცხოვრებას მხოლოდ მისი ქმედებები განსაზღვრავდა, იმასაც ვხვდებოდი რომ ყველაფერს რაც ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა კავშირი ქონდა ჩემს წარმოსახვასთან, მაგრამ როცა ეს ყველაფერი დადასტურებულად წავიკითხე სხვადასხვა ავტორის წიგნში, მას შემდეგ მეტი აზრი შეიძინა.აღმოვაჩინე რომ ამ პრინციპებით ვცხოვრობდი ყოველთვის და მე კმაყოფილი ვარ საკუთარი გამოცდილებით. ჩემდაუნებურად დავუმტკიცე საკუთარ თავს , რომ ეს ყველაფერი ზუსტად ასეა.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.