როგორ ავაწყოთ ცხოვრება სარკის პრინციპით

ვისაც არ წაგიკითხავთ, გაეცანით თემას: გონების გაწმენდა სიბინძურისგან»   

დღეს შემოგთავაზებთ – როგორ დაიცვათ თავი, ინფორმაციული სიბინძურისგან. ყველაზე ეფექტური მეთოდია – ცხოვრება ავაწყოთ სარკის პრინციპით.

გონებაში ინფორმაციული შხამების შეღწევისგან თავდასაცავად საჭიროა დავაყენოთ ორმაგი დაცვა – პირველი, აზრების გაშვებისას და მეორე, შემოშვებისას.

მხოლოდ ერთი რამის გააზრება: «მე არასდროს მოვექცევი ასე ადამიანებს!» — სრულ უფლებას იძლევა, სხვის მიუღებელ საქცილის მიღებაზე განაცხადოთ უარი. 

შეიძლება ადამიანს (ვისზეც გული შეგტკივათ) ასწავლოთ რა გაკეთოს და როგორ, მაგრამ მხოლოდ შესაბამის სიტუაციაში და მხოლოდ, დადებითი პროგრამის „ჩანერგვით“. თავში ინფორმაციული „შხამის“ შეშვების გარეშე!

გთავაზობთ წესებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ ყველა იმ შხამის ასხლეტას, რომლებიც ცდილობენ სულში შეღწევას და მოწამვლას:

1. ნუ გააკრიტიკებთარ მოუსმინოთ კრიტიკას.

2. აზრებითაც კი ნუ დაადანაშაულებთნუ გექნებათ დანაშაულის განცდა.

3. არ აწყენინოთნუ გეწყინებათ.

4. „უწინასწარმეტყველეთ“ სხვებს და თავს მხოლოდ დადებითი. თუ გინდათ უთხრათ მოსალოდნელ საფრთის თაობაზე, გაკეთეთ ეს ემოციების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით. მაგალითად : ნაცვლად  – «არ წახვიდე! ვნერვიულობ! შეიძლება მოგკლან!» უთხარით : «ამ რაიონში ბოლო თვეს დაფიქსირდა ცამეტი დანაშაული»

5. არ შეაშინოთნუ შეგეშინდებათ.

6. თვითშეფასებას ნუ დაუწევთარ მოუსმინოთ მათ, ვინც ცდილობს თქვენი თვითშეფასების დაწევას.

7. ნუ მიუთითებთ ნაკლზე — ნუ მიაქცევთ ყურადღებას მითითებულ ნაკლს.

8. ნუ უნერგავთ დამანგრეველ პროგრამებს  – არავის მისცეთ უფლება ნეგატივზე დაგაპროგრამონ.

თუ კი გავიხსენებთ რომ «არ» ნაწილაკს ქვეცნობიერი ვერ აღიქვამს, ადამიანებთან ურთიერთობისას სარკის წესები აირეკლება და ყოველივე ხსენებული ჟღერს შემდეგნაირად:

1. მიეცით უფლება ან შესთავაზეთ დადებითი პროგრამა (თუ ამას გთხოვთ)!

2. ცუდი საქციელის ჩადენის მოტივებში გაერკვიეთ, გაუგეთ!

3. გაუფრთხილდით სხვების ფსიქიკას!

4. გამოიყენეთ, მხოლოდ პოზიტიური „წინასწარმეტყველება“ ან მარტივად, უთხარით: «ყველაფერი კარგად იქნება!»

5. დაამშვიდეთ!

6. აუმაღლეთ თვითშეფასება!

7. ხაზი გაუსვით მათ ღირსებებს!

8. თუ შეგიძლიათ, მხოლოდ დადებითი პროგრამები ჩაუდეთ ქვეცნობიერის დონეზე   და დაიცავით ორი პირობა:
ა) პროგრამა დადებითი უნდა იყოს მათი თვალსაზრისით და არა თქვენი;
ბ) პროგრამა არ უნდა შეიცავდე ბოროტ განზრახვას, მესამე პირზე.

თუ სულსწრაფობის შედეგად, სურვილი გიჩნდებათ მიუთითოთ უღირს საქციელზე და გინდათ აიძულოთ მოიქცეს სხვანაირად (ისე როგორც გინდათ), მაშინ გახსოვდეთ – ერთი და იგივე აზრი შეიძლება მიწოდებულ იქნას როგორც უარყოფითი ფორმით, ასევე, დადებითით. ხვდებით, ალბათ, რომელი უნდა გამოიყენოთ?

რაღაცას, რომ გადაეჩვიოს – სხვა რამეს უნდა მიეჩვიოს.
რაღაც, ქმედება რომ შეწყვიტოს — სხვა რაღაც უნდა დაიწყოს.

თუ არა „ეს“, მაშინ სხვა რა?

შეიძლება ადამიანმა სხვადასხვა ცხოვრებით იცხოვროს:

  • სცემდნენ ან სცემდეს (თან ფიქრობდეს: სხვანაირად შეუძლებელია).. ორივე შემთხვევა მოიაზრებს, სიცოცხლისასთვის საშიშ შედეგებს.
  •  პატივისცემით მოექცეს და გაუფრთხილდეს თავსაც და სხვებსაც. გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ თითოეული ადამიანი ღირსეულია!

ეს ეხება არა მარტო ფიზიკურ მდგომარეობას, არამედ ფსიქოლოგიურსაც (ვიტყოდი უფრო მეტადაც ამ უკანასკნელს).

მოდით, დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში გავაფართოვოთ ცნობიერი და გავიაზროთ – გაცილებით კულტურულები ვართ ვიდრე შუასაუკუნეებში, მაშინ როდესაც ფიზიკური ძალადობა, ინკვიზიცია, საჯარო დასჯა ჩვეული ნორმად ითვლებოდა საზოგადოებაში. დღეს, მართალია ფიზიკური ძალადობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ ხდება ( თუმცა, სტატისტიკა მაინც საგანგაშოა), მაგრამ სამაგიეროდ, ადგილი აქვს ყველგან და ყოველ წამს ფსიქოლოგიური ძალადობას. რასაკვირველია, ეს ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ მისი ზეგავლენა ადამიანზე ფიზიკურზე არანაკლებ ზიანის მომცველია. შეიძლება ითქვას, პირიქით – მეტად მტკივნეულია სულის ტკივილი.  

სამწუხაროდ, შუასაუკუნეობრივი „ინსტიქტები“ – ინკვიზიციის, სისხლის აღების წყურვილი არსად არ წასულა, უბრალოდ, დღეს საზოგადოებაში მიღებული არ არის მათი დემონსტრირება. ცუდ ტონად ითვლება. ახლა მოდაშია – კეთილშობილება, ყოველ შემთხვევაში სხვების თვალში.

სამაგიეროდ, დღეს, ყველასათვის ცნობილია: ფსიქოლოგური „ცემით“, ძალადობით ადამიანი მიიყვანო თვითმკვლელობამდე გაცილებით ადვილია, ვიდრე ფიზიკური ძალადობით. ამის უამრავი მაგალითები არსებობს. მუცელში ფეხის დარტყმა გაცილებით ადვილად მორჩება, ვიდრე, კუჭის წყლული, რომელსაც აქვს ფსიქოსომატური საფუძველი და გამოწვეულია სულიერი ტრამვით. ამ დროს ხომ, შეუძლებელია განსაზღვრო და მიაგნო/მოიცილო მთავარი დამანგრეველი პროგრამა, რომელმაც დიდი ხანის წინ შეაღწია გონებაში, მის მერე ნელ-ნელა ანგრევს, წამლავს და ასუსტებს ორგანიზმს. ამ პროგრამებისგან გაკურნება კი მხოლოდ სამედიცინო აბებით შეუძლებელია.

დედამიწის ზურგზე ნუ შეგაშინებთ  ნურავინ და ნურაფერი, დაიყენეთ დამცავი ფარი გარშემომყოფებისგან „მომავალი„ მომწავლელი პროგრამების მოსაგერიებლად! დაე, მათ „იმტვრიონ ხელები“, „იჭყლიტონ ტვინები“ და ვერაფერი დააკლონ თქვენს გეგმებს და სიცოცხლით ხალისს!!!

 

სიყვარულით და მადლიერებით,

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებშო რწმენით

ეფექტური აზროვნების ქოუჩი

თამარ კვარაცხელია

 

ინდივიდუალურ ქოუჩ-სესიებზე ჩაწერა http://kvaratskhelia.pro

One thought on “როგორ ავაწყოთ ცხოვრება სარკის პრინციპით

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.