ჭეშმარიტ სიყვარულამდე ასასვლელი 7 საფეხური (ეტაპი)

შეგიძლიათ, თემაში მოცემული საკითხები გაიზიაროთ ან არ გაიზიაროთ, გამოიყენოთ ან ჩათვალოთ მორიგ სისულელედ, გაითვალისწინოთ ან „გაატაროთ“, „ყური არ უგდოთ“. თქვენი ნებაა. როდესაც ინფორმაციას გავეცანი მომეწონა, გავაცნობიერე, პარალელები გავავლე და ჩავთვალე საჭიროდ თქვენთვისაც მომეწოდებინა. მხოლოდ მათთვის: ვისაც აინტერესებს პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბება და ასევე მათთვის, ვინც თვლის რომ „ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს“ ❤

აღმოჩნდა, რომ წყვილს ურთიერთობებში ჭეშმარიტ სიყვარულს 7 ეტაპის გადალახვა უწევს. თუ კი ისინი, რომელიმე (განსაკუთრებით, პირველი, მეორე, მესამე) მათგაზე „გაიჭედნენ“, აღარ იზრდებიან და „უჭირთ საერთო ენის გამონახვა“

1.შეყვარებულობა (მოზიდვა-მოხიბვლის ეტაპი) ❤
2. შეჩვევა („ნაყროვნების“, „ყელშიამოსვლის“ ეტაპი) 🙂
3. კამათის („ზიზღის“ ეტაპი)
4. მოთმინების
5. მსახურების
6. მეგობრობის
7. სიყვარულის

ახლა კი მივყვეთ დაწვრილებით:

1. როგოც წესი, ურთიერთობები იწყება შეყვარებულობის ხანით. როდესაც მამკაცი და ქალი მოხიბლულები არიან ერთმნეთით, ჩაძირულნი არიან გრძნობებში, ვნებებში და „რომანწიკაში“ 🙂 . პეპლობა-ყვავილობა-საჩუქრობანას პერიოდი, რომელსაც ფონად გასდევს ჰორმონალური „აფეთქებები“ და „ფეერვერკი“ . ეს ეტაპი, როგორც წესი გრძელდება 3 თვიდან 2 წლამდე.

2. მოგვიანებით, დგება შეჩვევის პერიოდი. როდესაც „რომანწიკულმა“ ურთიერთობებმა მიაღწია პიკს და გახდა ყოველდღიურობა – „ნაყროვანება“ და მოგვიანებით „ყელშიამოსვლა“. ამ ეტაპზე ურთიერობები ჰგავს ჭექა-ქუხილის წინმსწრებ ამინდს: ყველაფერი საეჭვოდ მშვიდია,  წყნარია, მაგრამ ჰაერში ქარბუქის სუნი ტრიალებს.

3. ჩხუბები. ეს ზიზღის ეტაპია. კონფლიქტი მომწიფდა და ღიად ვლინდება. დაგროვილი გამოდის სააშკარაოზე.

ეს სამი პუნქტი კარგად აღწერს, საზოგადოებაში ყველაზე მეტად გავრცელებულ ურთიერთობების ფორმას: (მოზიდვის)-(„ნაყროვანება“ „ყელშიამოსვლის“)-(ზიზღის).  

ხშირად, სწორედ ამ ეტაპზე (კამათის და ჩხუბის სტადიაში) წყვილები ეყრებიან. ისინი ფიქრობენ, რომ სხვა პარტნიორთან გაუმართლებთ. თუმცა, მათდა გასაკვირად, სიტუაცაიები მეორდება. ამ ეტაპზე დაცილებული წყვილების უმრავლესობა, ადვილად კი გადაეშვება ახალ ურთიერთობებში, მაგრამ მოგვიანებით ხვდება – „ტრიალებს ჩაკეტილ წრეზე“.

4. მოთმინება. ამ ეტაპზე გადასული წყვილი აცნობიერებს ან ინტუიციით გრძნობს – უნდა გადაიარონ ეს კონფლიქტი – „ესეც გაივლის“. მართლაც, კამათის პერიოდი გადის და ურთიერთოებები ახლდება. ისევ იწყება პერიოდი – შეყვარებულობის, მიჩვევის, კამათის, მოთმინების და… აგორდა ახალი  ტალღა.

 … და კიდევ ერთი, მორიგი ეტაპი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გადალახულია!!!

ახალ ტალღაში, უკეთესად რომ ვთქვათ, მომდევნო საფეხურზე ასული ურთიერთობები, შეიძლება, აღმოჩნდეს უფრო ხანგრძლივი. რადგან, პარტნიორებმა იციან – „ჩხუბი ეს ეტაპია, რომლის გავლის შემდეგ დგება, განახლებული ურთიერთობების ტკბილი პერიოდი“. წყვილმა რომელმაც, პირველი სამი ეტაპი გადალახა და მივიდა მოთმინებამდე, კვლავ დგას განსაცდელის წინაშე – როგორც კი მოთმინების „ფილა“ აევსებათ, მოთმინების რესურსი ამოეწურებათ (და ეს ასეც იქნება, რადგან ესეც გასავლელი და სასწავლია) ან დაშორებაზე იღებენ გადაწყვეტილებას ან სურვილი უჩნდებათ იპოვონ – მყარი საყრდენი ჰარმონიული ურთიერთობებისთვის. თუ ეს უკანასნელი აირჩა, ისინი შეძლებენ მომდევნო საფეხურზე ასვლას.

5. მსახურება. ეს კორდინალურდ სხვა მიდგომაა ურთიერთობებში. ერთმანეთის მსახურება. ჭეშმარიტად, სწორედ ამ ეტაპზე იწყებენ ნამდვილ „სიყვარულთან“ მიახლოებას და ზიარებას. თუ კი ადრინდელი ეტაპები და არსებული მოტივები იყო ეგოცენტრული, აქ უკვე ჩნდება სურვილი უანგაროდ ემსახურო პარტნიორს. სიამოვნებით აკეთო ყველაფრი, მისი სიამოვნებისთვის.

6. განვითარების შემდეგი საფეხურია – მეგობრობა. ის საფუძველს იღებს და ბუნებრივად გადმოედინება წინამორბედი ეტაპიდან – უანგარო მსახურებიდან, სადაც პარტნიორებს „ნდობის ბანკში“ დაუგროვდათ  – ბევრი მადლიერება. დააკვირდით, რაც მეტი სიძნელეები და პრობლემები იქნა გადალახული, მით მეტად  მდიდრები არიან ერთმანეთით.

7. სიყვარული! რა გრძელი გზა გამოიარა წყვილმა, არა? ამ გრძელი გზის ბოლოს წყვილი ღებულობს დამსახურებულ ჯილდოს – ნამდვილ სიყვარულს, უპირობოს, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს – არ წყდება და არ სუსტდება, პირიქით, რაც დრო გადის, იზრდება და მყარდება.

ითვლება რომ,  ეს შვიდი ეტაპი წარმოადგენს ერთ ციკლს.

რთი ციკლის გავლას სჭირდება 12 წელი ან მეტი და ის პერიოდულად მეორდება!

გისურვებთ, მყარ-ძლიერ სიყვარულს, რომელსაც დრო ვერფერს აკლებს. ბედნიერება და ჰარმონიული ურთიერთობები თქვენ, მეგობრებო!!!

გაცილებით ადვილი ხდება გაუფრხილდე ურთიერთობებს, როდესაც იცი რომ ყველაფერი, რაც რომ ცხოვრების მოცემულ მომენტში ხდება, საჭიროა  ნამდვილ, უპირობო სიყვარულამდე მისასვლელად! თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გამიზიარეთ აზრი კომენტარებში და გაუზიარეთ თემა მეგობრებს!

 

სრული ინფორმაცია და თამარ კვარაცხელისთან ინდივიდუალურ ქოუჩ-სესიებზე ჩაწერა http://kvaratskhelia.pro

Advertisements

4 thoughts on “ჭეშმარიტ სიყვარულამდე ასასვლელი 7 საფეხური (ეტაპი)

  1. თამარ ხარ გურუ❤️არა -სუპერ❤️არა- სასწაული❤️სიტყვებს ვერ ვპოულობ. ისეთი კმაყოფილი და მადლიერი ვარ❤️მიყვარხარ

    1. არვიცი, არ ვიცი 🙂 . გურუ? არ ვიცი… რაც ნამდვილად ვიცი არის ის რომ ჩემს თავს ვშველი და შემიძლია თამამად განვაცხადო „საკუთარი თავის გურუ ნამდვილად ვარ“ 🙂 ❤ ალბათ, როგორც ყველა, ვინც ჯერ ეს არ იცის.. მადლობაააა! პოზიტიური ემოციების ნიაღვარისთვის, გადმომედო ❤

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.