ერთგულება თავშია

ერთგულება — ცნობიერის მდგომარეობა და ის მხოლოდ და მხოლოდ თავშია, უმყარესად. მასზე ზემოქმედებას ვერ ახდენს გარემოებები (სიტუაცია), ალკოჰოლი, მზე, მთვარე და ვარსკლვები…

ერთგულება — ეს „ზარამდე“ „წიწკია“ არა მარტო, უცხოს შეხების და კოცნის, არამედ მზერის მიმართაც.

ერთგულება — უარია, ძველ „ხმაურიან“ ჩვევებზე, ურთიერთობებზე, „რაღაც საქმეებზე“ და საუკეთესო „მეს“ შექმის უდიდესი სურვილი და მისკენ მიმართული ქმედებებია..

ერთგულება — ეს, შუაღამის მესიჯია, მიუხედავად  მაგარი „დროის ტარებისა“. გაცნობიერება და შეგრძნებაა – აი, ამ წუთას, მეტად გაგაბედნიერებდა მასთან ყოფნა.

ერთგულება — ნდობაა, სრული და აბსოლუტური და არანაირად – ეჭვებისგან აწეწილი ფიქრები და ყოველდღიურობა.

ერთგულება თავშია.

ერთგულება — მოგონებებია. სასიამოვნო ღიმილია სახეზე. დაუოკებელი სურვილია სრულად შეერწყა ძვირფას გულისფეთქვას ჩახუტებისას და მთლიანად გადნე მასში.

ერთგულება — გადაწყვეტილებაა მყარი, შეურყეველი, შინაგანი. შეიძლება სრულებითაც არ იყოს გაცნობიერებული, მაგრამ სწორედ ეს აძლევდეს ბუნებრივობას. გულწრფელ მომხიბვლელობას.

ერთგულება — სიტყვების კორაინტელის ნაცვლად, მეტყველი და ქმედითი დუმილია.

ერთგულება — ჰარმონიაა — სულიერი წონასწორობა და ხორციელი იდილიაა.

ერთგულება — სისავსეა. ურთიერთობების სისავსე.

ერთგულება — მაცდუნებლების „გაძლება“ კი არა, განსხვავბული აღქმაა გარემოებების.

ერთგულება თავშია…

ერთგული მხოლოდ სიყვარულია, ნამდვილი და ჭეშმარიტი.

ერთგულება, მხოლოდ  შეყვარებულ ადამიანს შეუძლია.

ერთგულება, მხოლოდ ბედნიერი ადამიანების ხვედრია.

 

დაფიქრებულხართ, რა არის თქვენთვის ერთგულება?

გააზიარეთ თემა და ვისაუბროთ კომენტარებში.

სიყვარულით და მადლიერებით

http://kvaratskhelia.pro

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.